ოსტინის თქმით, არ იკვეთება ნიშნები, რომ ჰამასი აშშ-ის ძალებზე გეგმავს შეტევას

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის 2 მაისის განცხადებით, იგი ვერ ხედავს ნიშნებს, რომ ჰამასი – რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული – გეგმავს რაიმე სახის შეტევას ღაზაში აშშ-ის ძალებზე. თუმცა ოსტინი დასძენს, რომ სამხედრო პერსონალის უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ზომებია გატარებული. პარალელურად, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესმდივანი ჯონ კირბი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში უნდა ამოქმედდეს […]
კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი „ცრუ განცხადებებში“ დაადანაშაულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან სატელეფონო საუბარს. კობახიძე აღნიშნავს, რომ შოლეს საქართველოში „ორი რევოლუციური მცდელობის“ შესახებ ელაპარაკა. „ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა“, – წერს […]
ზელენსკი განიხილავს უკრაინის მზაობას დასავლეთის იარაღის მისაღებად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 2 მაისს უკრაინის სამხედრო მეთაურებთან შეხვედრაზე განიხილა კიევის მოკავშირეებისგან იარაღის მიღების გეგმა – იმ ფონზე, როცა შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაზე რუსეთის მორიგი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიჭრა 14 ადამიანი, დაზიანდა კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ზელენსკის თქმით, გენერალური შტაბის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ანგარიში იარაღის მიწოდების გეგმის […]
ომბუდსმენის რწმუნებულებმა გასულ ღამეს დაკავებული 10 ადამიანი მოინახულეს

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულები გასული ღამის მანძილზე ადგენდენ აქციაზე დაკავებულთა ადგილმდებარეობას, ხვდებოდნენ დაკავებულებს და პირადად იგებდნენ ინფორმაციას მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ. მათი ცნობით, 3 მაისის დილის მდგომარეობით სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 10 პირი მოინახულეს. “ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, […]
ეკლესია დღეს წითელ პარასკევს აღნიშნავს

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წითელ პარასკევს აღნიშნავს და იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. სახარების მიხედვით, ამ დღეს, იესო ჯვარს ეცვა კაცობრიობის ცოდვათა გამოსასყიდად. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება. ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება. მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ.
დი მარია-მესი-სუარესის ტრიო? – მაიამის “ინტერს” ანხელის დამატება სურს

მაიამის “ინტერმა” ანხელ დი მარიას შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ბენფიკას” შემტევის სანაცვლოდ ჯერჯერობით არანაირი შეთავაზება არ გაკეთებულა. 36 წლის დი მარიას პორტუგალიურ კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება ივნისის ბოლოს ეწურება, რაც მისი MLS-ში გადაბარგების შანსს კიდევ უფრო ზრდის. დი მარიამ “არწივების” რიგებში 26 მატჩი გამართა, თავი კი 8 გატანილი გოლით გამოიჩინა.
შსს-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი: მივმართავ მეგობრებს, ამოიღეთ ხმა, ყველას ვერ გაგიშვებენ

შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის, გოგა რაზმაძე ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირების პარალელურად შსს-ში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრობს. რაზმაძის თქმით, სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს შეუცვალეს სახელი და გააუქმეს გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისისა და რეგიონული სამმართველოები, რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრი ან მინისტრის მოადგილე საკუთარი სურვილით გადაწყვეტს, […]
რევოლუციის ბრალდება – კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესებას აგრძელებს

საქართველოს პრემიერმინისტრი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლესთან საუბრის შემდეგ X-ზე წერს: “ვესაუბრე სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლებში რევოლუციის ორ მცდელობასთან დაკავშირებით, რასაც მხარს უჭერდა აშშ-ს ყოფილი ელჩი და სრულდებოდა საგარეო დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ეს მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა. ამას გარდა, ბატონ შოლეს ავუხსენი, […]
სერბეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

სერბეთის პარლამენტმა ხმათა დიდი უპირატესობით დაამტკიცა ახალი მთავრობა, რომლის ორი წევრი გასული წლის შემდეგ აშშ-ის სანქციათა სიაშია შეყვანილი. საკანონმდებლო ორგანომ 2 მაისს 152 ხმით 61-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი ახალ მთავრობას. თავი არცერთ დეპუტატს არ შეუკავებია, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა 250 დეპუტატიდან მხოლოდ 213-მა მიიღო. კენჭისყრის წინ დებატები ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა. ახალ მთავრობაში იქნებიან 25 მინისტრი […]
ომბუდსმენი: გმირთა მოედნის აქციაზე დაკავებულთა ნაწილი ძალის გადამეტებაზე მიუთითებს

2-3 მაისს თბილისში, გმირთა მოედანზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს სახალხო დამცველი. განცხადებაში წერია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ათი პირი მოინახულეს. სახალხო დამცველის განცხადებით, მათი ნაწილი არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე მიუთითებს. „სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი გასული ღამის მანძილზე ადგენენ აქციაზე დაკავებულთა ადგილმდებარეობას, ხვდებოდნენ დაკავებულებს და […]