,, გვეგონა მკვდრები იყვნენ და პანიკაში ჩავარდა ხალხი, თვალებიდან სდიოდათ სისხლი” – რას იხსენებს წუხელ, ცირკთან მომხდარი ძალადობის შემსწრე

საპროტესტო აქციების მონაწილე ქეთი მოლაშვილი, რომელიც წუხელ, ცირკთან მომხდარი დაპირისპირების უშაუალო თვითმხილველია, სოციალურ ქსელში წერს: ,,ალბათ უკვე იცით, მაგრამ ფაქტები რომ ვთქვათ: სახლში ვბრუნდებოდით, ლაღად, მშვიდად, თამარ მეფის ხიდისკენ მივდიოდით, ამ დროს გოგოები ყვირილით გამოვარდნენ ჩვენკენ, გვიშველეთ ბიჭებს კლავენო. თავქუდმოგლეჯილები გავიქეცით, რომ მივედით, 2 მანქანა გაჩერდა კიდევ, გადმოვიდნენ ჩემზე ორჯერ მაღლები, ორჯერ უფრო დიდები, მიზამნიმართულად […]

ბოიკოტს ვუცხადებთ რუსული კანონის მომხრე ბიზნესმენებს – სია

შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ ყველა იმ ბიზნესმენს და მათ დაფუძნებულ ყველა კომპანიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს. კერძოდ, 14 შემოქმედი სააგენტო არ ითანამშრომლებს შემდეგ კომპანიებთან: · არქი · CELFIE · Wissol · Wendy’s · Dunkin’ · Smart · Subway · ჯორჯიან მანგანეზი · მილდიანი · აიჯი დეველოპმენტი · VR ჰოლდინგი · KTW · თეთრი […]

,,არ გავჩერდეთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ამ ობიექტებთან“ – პროტესტი

შემოქმედებითი სააგენტოების ბოიკოტის კვალდაკვალ, საპროტესტო პოსტები გამიჩნდა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფეისბუქჯგუფში ,,მოგზაურთა კლუბი”, სადაც წერენ: ,,არ გავჩერდეთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე ამ ობიექტებთან 🇬🇪🫶🇪🇺 #არარუსულკანონს იცნობდეთ მოღალატებს და მათი კომპანიებს!” შეგახსენებთ, ბიზნესმენების ერთმა ნაწილმა ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა და განცხადებები გაავრცელეს, მათ შორის იყო, ვისოლ-ჯგუფის დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე

კობახიძე ბლინკენის მრჩეველს: ნიუ-იორკში სტუდენტების სასტიკი დარბევის გამო არ გამომითქვამს შეშფოთება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის მრჩეველს, დერეკ შოლეს კრიტიკას კრიტიკით უპასუხა და აშშ დაადანაშაულა საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობის მხარდაჭერაში. დღეს, 3 მაისს სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კობახიძე აღნიშნავს, რომ დერეკ შოლესთან საუბარში გამოთქვა „გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლებში აშშ-ის ყოფილი ელჩის მიერ რევოლუციის 2 მცდელობის გამო, რომელსაც გარე წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო […]

კინზინგერი: ოლიგარქი ცდილობს ქვეყანა რუსეთს დაუქვემდებაროს, აშშ ხალხის გვერდით დგას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი ადამ კინზინგერი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, მედგრად დგომისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საქართველოსა და აშშ-ის ალიანსი ბიძინა ივანიშვილზე ძლიერია. ყოფილ კონგრესმენს (2011, 2023) რამდენიმეწუთიანი ვიდეო-მიმართვა აქვს ჩაწერილი, რომელიც სოციალურ ქსელ “X-ზე” გამოაქვეყნა. მათთვის, ვინც საქართველოს შესაძლოა არ იცნობდეს, კინზინგერი ვიდეოში ჰყვება, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელსაც დიდი მსხვერპლისა და სისხლის […]

გამოვხატე იმედგაცრუება 2 რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც აშშ-ის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და NGO-ების მეშვეობით განხორციელდა – კობახიძე

დერეკ შოლესთან საუბრისას არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. ამასთან, კობახიძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლესთან გამოხატა გულწრფელი იმედგაცრუება „2020-2023 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული ენჯეოების მეშვეობით განხორციელდა“. როგორც კობახიძე […]

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის საგარეო უწყებას – არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას – ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მათი თქმით გარკვეული ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ. „გვსურს გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ. საქართველოში უმაღლესი […]

ეს არის მოევროპელო, მომიტინგე-მოპროტესტთა რეალური სახე, ასეთად უნდათ აქციონ ჩვენი მამული, ენა, სარწმუნოება!

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე,“გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, პროტესტის ის მონაწილეები ვინც მსგავს საქციელს სჩადის, როგორც ფოტოებზეა ასახული, ისტორიაში იუდას სახელით დარჩებიან. “აი ეს არის მოევროპელო, მომიტინგე-მოპროტესტთა რეალური სახე! ასეთ სიმყრალეს აფრქვევენ ისინი ქუჩებში, სახლებში, უბნებში, დარბაზებში! ასეთად უნდათ აქციონ მათ ჩვენი მამული, ენა, სარწმუნოება! ასეთად სურთ უსამშობლოებს აქციონ საქართველო […]

ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს ქუჩაში დგას, არის პოლიტიკური დავალებით მოქმედი ძალა, რომელიც ევროპულობის სახელით არბევს ქალაქ თბილისს

ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს ქუჩაში დგას, არის პოლიტიკური დავალებით მოქმედი ძალა, რომელიც ევროპულობის სახელით არბევს ქალაქ თბილისს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს (სასწრაფო დახმარების მანქანებს არ აძლევს გადაადგილების უფლებას), აბულინგებს მოქალაქეებს, რომლებიც მათ პოზიციებს არ იზიარებენ და აზიანებს და არბევს დედაქალაქის ქუჩებს, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი. მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილე […]

კობახიძე აშშ-ზე: საჭიროა განსაკუთრებული ძალისხმევა ურთიერთობების ხელახლა დასაწყებად

ასევე, ბატონ შოლეს ცხადად ვუთხარი, რომ ამ ფონის გათვალისწინებით საჭიროა განსაკუთრებული ძალისხმევა ურთიერთობების ხელახლა დასაწყებად. რაც სამართლიანი და გულწრფელი მიდგომის გარეშე შეუძლებელია. წერს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლესთან საუბრის შემდეგ საკუთარ პოსტში, რომელშიც საუბარია რევოლუციის კონსპირაციებზე. კობახიძის პოსტი ქართულად წაიკითხეთ აქ – რევოლუციის ბრალდება – კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესებას აგრძელებს.