აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანი: უკრაინის ომი, სავარაუდოდ, მალე არ დასრულდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საშინაო და საგარეო პროცესებს თავისი ინტერესების სასარგებლოდ აღიქვამს და, დიდი ალბათობით, უკრაინაში აგრესიულ ტაქტიკას გააგრძელებს, თუმცა ომი, სავარაუდოდ, მალე არ დასრულდება – განაცხადა აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმა 2 მაისს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ევრილ ჰეინსმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს უთხრა, რომ რუსეთმა გააძლიერა შეტევები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე იმისთვის, რომ შეამციროს […]

რუსეთში ომის მოწინააღმდეგე აქტივისტს 15 წლით მიუსაჯეს პატიმრობა

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკში სასამართლომ 3 მაისს ომის მოწინააღმდეგე აქტივისტს, ანგელ ნიკოლაევს, 15 წლით მიუსაჯა პატიმრობა, სამხედრო გაწვევის ცენტრში ხანძრის გაჩენის, რუსეთის დროშის შეურაცხყოფისა და ვანდალიზმის ბრალდებებით. ნიკოლაევი 2023 წლის ივლისში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან წითელი საღებავი შეასხა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპული რუსი სამხედროების საფლავების თავზე მოფრიალე დროშებს. ნიკოლაევი თავს დამნაშავედ არ […]

ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას – საქართველოს საგარეო უწყება საფრანგეთის საგარეოს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მათი თქმით გარკვეული ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ. „გვსურს გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ. საქართველოში უმაღლესი […]

მარტში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე $9.9 შეადგინა

2024 წლის მარტში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიური 0.2%-იანი შემცირებაა, – ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ბინის საშუალო ქირას კლების ტენდენცია აქვს. 2024 წლის მარტში თბილისში 229.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად […]

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი 26 პოზიციით გაუარესდა

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს“ აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა. „ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. გარემო რჩება მტრული დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით და დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზებისა და თავისუფალი სიტყვისთვის სივრცის შევიწროებისკენ მიმართული კანონების მიღების მცდელობებით“, – […]

სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე – ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო

„ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე საუბარზე აშშ-სთან. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ რაც ვერბალურად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, უკვე სისრულეში მოდის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომ მასთან მიწვეული საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრაზე არ გამოცხადდა. ჩიხლაძის თქმით, ამას რუსეთისკენ საგარეო კურსის ცვლა […]

გორი-ხაშურის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ხაშურის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის დროს ერთმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების […]

კობახიძე: განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო ამ ფონზე ურთერთობების ხელახლა დასაწყებად

ბატონ შოლესთან არ გამომითქვამს ჩემი შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის გამო

კობახიძე ამბობს, რომ სახდეპთან რევოლუციის ორი მცდელობისთვის იმედგაცრუება გამოხატა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს იმ რევოლუციური სცენარების შესახებ ესაუბრა, რომლებიც თითქოსდა აშშ-ის ყოფილი ელჩის მიერ იყო მხარდაჭერილი. გარდა ამისა, კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების რიტორიკას ცრუს უწოდებს. თავისი ტვიტის ბოლოს კი კობახიძე წერს, რომ “არ გამოუთქვამს” თავისი შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტური პროტესტის დაშლის გამო. “ვესაუბრე სახელმწიფო […]

კობახიძე: მე არ გამომითქვამს შეშფოთება შოლესთან ნიუ-იორკში სტუდენტების სასტიკ დარბევაზე

ბატონ შოლესთან არ გამომითქვამს ჩემი შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის გამო.