რაც არ უნდა იძახონ “მშვიდობიანმა” მომიტინგეებმა ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა აქციაზეო -ტყუილია. ბოლო აქციაზე გამოჩნდა მათი და მათი ორგანიზატორების მიზნები – დაპირისპირება ქართველ ხალხთან, ქალაქის პარალიზება, აგრესია და დესტუქცია

რაც არ უნდა იძახონ “მშვიდობიანმა” მომიტინგეებმა ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა აქციაზეო -ტყუილია. ბოლო აქციაზე გამოჩნდა მათი და მათი ორგანიზატორების მიზნები – დაპირისპირება ქართველ ხალხთან, ქალაქის პარალიზება, აგრესია და დესტუქცია “რაც არ უნდა კეთილ მიზანს ემსახურებოდეს აქცია, რაც არ უნდა იძახონ “მშვიდობიანმა” მომიტინგეებმა ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა აქციაზე და თუ ჩამოვარდა ჩვენი აქტივისტები ალაგებდნენო, ტყუილია! ფაქტი სახეზეა, დალეწილი, […]

ყაზახეთში ჟურნალისტს ასამართლებენ რადიო თავისუფლების მხარდაჭერისთვის

2 მაისს ყაზახეთში გაიმართა ჟურნალისტ ჟამილა მარიჩევას სასამართლო პროცესი. მას ასამართლებენ სტატიისთვის, რომელიც დაწერა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ყაზახური სამსახურის მხარდასაჭერად. მარიჩევა 24 აპრილს, გვიან საღამოს დააკავეს გარეთ ვარჯიშის, სირბილის დროს. მას ბრალად წაუყენეს “ყალბი ინფორმაციის” გავრცელება. ბრალდება უკავშირდება სტატიას, რომელიც ჟურნალისტმა იანვარში გამოაქვეყნა თავის ტელეგრამის არხ ProTenge-ზე და რომელშიც ლაპარაკობდა რადიო თავისუფლების ყაზახური […]

ირანმა აშშ-ის და ბრიტანეთის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა ისრაელის მხარდაჭერისთვის

თეირანმა სანქციები დაუწესა აშშ-ის და ბრიტანეთის კომპანიებსა და ინდივიდუალურ პირებს ისრაელის მხარდაჭერისთვის ღაზის ომში. სანქცირებულთა შორისაა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შეპი. 2 მაისით დათარიღებულ განცხადებაში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ბრიტანეთის ოფიციალურ პირებს და უწყებებს სანქციები დაუწესეს მათი მხრიდან ისრაელის “მიზანმიმართული მხარდაჭერისთვის”, მათ შორის “ტერორისტული აქტებისთვის”, რომლებიც რეგიონულ მშვიდობას უქმნის საფრთხეს. სანქციები ასევე შეეხო […]

რუსეთი: უკრაინამ ბელგოროდზე დრონებით სამჯერ მიიტანა იერიში

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, 3 მაისის დილას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდზე სამჯერ მიიტანა იერიში. როგორც გუბერნატორი ამბობს პირველი შეტევის შედეგად დაზიანდა სამგზავრო ავტობუსი. გადაადგილების მომენტში ავტობუსში სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთი მათგანი დაშავდა. მეორე შეტევის შედეგად, გლადკოვის ინფორმაციით, დრონი მოხვდა კომერციულ ობიექტთან მდგომ რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს. ერთმა კაცმა მიიღო ჭრილობები. გლადკოვმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში […]

განა ძნელია იმის დანახვა, რომ ფარისევლის პირიდან ნათქვამი – “ მამული, ენა, სარწმუნოება”, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტია? – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: განა ასე ძნელია ვნების კვირაში მიმდინარე მოვლენების საკრალური მნიშვნელობის დანახვა? განა ასე ძნელია იმის დანახვა, თუ ვინ განასახიერებს ამ პროცესში იუდას, პილატეს და ფარისევლებს? განა ასე ძნელია იმის დანახვა, თუ სად არის ჭეშმარიტი რწმენა აღდგომის, განწმენდის, უკეთესი მომავლის, რომელიც ტანჯვით მაგრამ შეუქცევადად იბადება ზუსტად ამ კვირაში? განა ძნელია იმის დანახვა, რომ ფარისევლის […]

საგარეო საფრანგეთს: ჩვენ არ გაგაკრიტიკეთ, როცა პარიზში მომიტინგეებს ბრუტალურად გაუსწორდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება – საფრანგეთმა თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობა დაგმო. “საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ […]

წაქაძე ზონდერებზე: აქციის ხელმძღვანელები იყვნენ – თავის ხალხს უშვებენ, თემის მეტად ასაწევად

“მე რა ვიცი, ნიღბები შეიძლება თვითონ გადააცვეს… დარწმუნებული ვარ მაგათი გაკეთებულია, რა”. – ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ ჟურნალისტის კითხვას გადაცმული პირების მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებზე თავდასხმის კადრების შესახებ. “არ ვიცი ეგ თემა, არ მინახავს, რომ არ მოგატყუოთ. მაგრამ იქ რაც იყო გუშინ, მე როგორც ვიცი, პოლიცია არ მისულა, რადგან პოლიციის […]

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ქართველები მშვიდობიანად აპროტესტებენ კანონს, რომელიც აჩენს შეშფოთებას ევროპული ღირებულებების მიმართ რეგრესთან დაკავშირებით

ქართველები მშვიდობიანად აპროტესტებენ უცხოური გავლენის შესახებ კანონს. კანონს, რომელიც აჩენს შეშფოთებას ევროპული ღირებულებების მიმართ რეგრესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი ჰაჯა ლაბიბი სოციალურ ქსელში წერს. „ვგმობ ძალადობას და რეპრესიებს მომიტინგეების მიმართ. მათ სურთ ევროპული მომავალი. მათი ხმა უნდა გაიგონონ“, – აცხადებს ბელგიის საგარეო საქმეთა […]

პარლამენტთან, სერგო ჩიხლაძე და ბეჟან წაქაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სერგო ჩიხლაძე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრემიერისთვის პირობის დათქმით, შეურაცხყოფა მოგვაყენა. „ამერიკამ შეურაცხყოფა მოგვაყენა, გვეუბნება, რომ დაგელაპარაკები მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ რაღაცას გააკეთებთო. წინაპირობის გარეშე უნდა დაჯდეს და […]

როგორც მედიის პროფესიონალების დიდი ხნის მხარდამჭერი, ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ, ღია მიმოქცევას – აშშ-ის საელჩო

როგორც მედიის პროფესიონალების დიდი ხნის მხარდამჭერი, ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ, ღია მიმოქცევას – აშშ-ის საელჩო როგორც ჟურნალისტებისა და მედიის პროფესიონალების დიდი ხნის მხარდამჭერი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ და […]