“ცრუ, რევოლუციის მხარდამჭერი” – წყვეტს თუ არა საქართველო -თან ურთიერთობას? – კობახიძის წერილი

ყვეტს თუ არა საქართველო -თან ურთიერთობას? – რა უთხრა პრემიერმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს? – შოლესთან საუბრის შინაარსზე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ურთიერთობების განახლებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება” – ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ჩანს, რომ სახელისუფლებო ძალას აშშ-სთან რთული ურთიერთობა აქვს.
ირაკლი სახდეპის მაღალჩინოსნების განცხადებებს “ცრუს” უწოდებს და ამბობს, რომ ეს პოზიცია დააფიქსირა ბლინკენის მრჩეველთან. კობახიძის მტკიცებით, მან რევოლუციის მოწყობის მცდელობებზეც ისაუბრა, რომელიც მისი მტკიცებით, “გარე წყაროებიდან დაფინანსებული იყო.”
წერს, რომ შოლეს პირდაპირ უთხრა, რომ 2020-2023 წლებში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი “ორი რევოლუციის მცდელობას” მხარს უჭერდა და ახლა თვლის, რომ “აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკების მიერ გაკეთებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის კანონპროექტთან და ქუჩის აქციებთან დაკავშირებით მოგვაგონებს აშშ-ს ყოფილი ელჩის 2020-2023 წლებში გაკეთებულ მსგავს ცრუ განცხადებებს”.
გარდა ამისა, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-23 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა. ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია.ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო“ – წერს კობახიძე.
გუშინ სახ. მდივნის მრჩეველმა თქვა, რომ ესაუბრა ირაკლი კობახიძეს და “განვუმარტეთ საქართველოს პრემიერს ჩვენი შეშფოთება საქართველოს ტრაექტორიით”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია