მიხეილ სააკაშვილი – ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა

ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება ხალხს აუჯანყდა. „ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს! ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა“, […]

ლუკ კოფი – არ ვიცოდი, რომ კობახიძე „ჰამასის“ მომხრე იყო

ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც დერეკ შოლესთან საუბრისას გამოხატა გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა. „ეს იდიოტობაა“, – წერს ლუკ კოფი სოციალურ ქსელში. ამასთან, კობახიძის კომენტართან დაკავშირებით, რომ დერეკ შოლესთან არ გამოუხატავს შეშფოთება […]

ნინო წილოსანი მოქალაქეებს მათთვის ლოცვას ჰპირდება ბოროტი ძალებისგან დასახსნელად

დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე მოქალაქეებს მიმართავს და მათთვის ლოცვას ჰპირდება. ამ პოსტით ის ეხმაურება “აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეთა ინიციატივას, რომლებიც ამ კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს “ქვეყნის ღალატისთვის” სიმბოლურად 30 თეთრს ურიცხავენ ანგარიშზე. “ამ მძიმე დღეს თქვენთვის ვილოცებ, უფალს ვთხოვ მოგიტევოთ თქვენში გაჯერებული ზიზღი და გიხსნათ ბოროტი ძალებისგან.. თქვენი ჩარიცხული თანხა კი […]

წამოიღეთ სანთლები – დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება

“ჩვენ არ ვაპირებთ შევასვენოთ მოძალადე პოლიცია, რომელიც ძალადობს ყველაზე, განურჩევლად! ქალებსა და ბავშვებზეც კი! არაფრად აგდებენ რელიგიურ დღესასწაულებსაც. სასტიკად დაგვარბიეს დიდ ხუთშაბათსაც და წითელ პარასკევსაც, ამიტომ, ჩვენ დაუშვებლად ვთვლით, ოდნავ მაინც დავასვენოთ ეს ჯალათები. ვინაიდან რელიგიური კვირეულია, ჩვენი მსვლელობები იქნება სპეციფიკური, თხოვნაა, ეს გაითვალისწინოთ, იქნება ძალიან ბევრი პროვოკაცია და მზად იყავით. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ზრდილობიანად, […]

“ევროპაში, რაც არ უნდა ვჭამო, 3 კილოთი ნაკლები ვარ ” – შაფათავა

ევროპაში, რაც არ უნდა ვჭამო, 3 კილოთი ნაკლები ვარ ფაქტია, ამერიკული პროდუქტი, რაც არ უნდა ‘სუფთად’ იკვებებოდე – და მე რასაც კვებაში შემოსავალს ვხარჯავ, ფაქტია- სრულიად არაჯანსაღია…. და საერთოდ, ამ კონტინენტზე ყოფნის სტრესი, ევროპის კლასს და vibeს ვერ შეედრება, ყველაზე მაღალ დონეზეც კი ამერიკული ოცნება დიდი ხანია, მოკვდა. როგორც ევროპელები მეუბნებიან ღიმილით- ‘ამერიკა არის ფულისთვის, […]

საუბარია სტრატეგიული კურსის ცვლილებაზე, რაც გულისხმობს უარს ნატოსა და EU-ზე – გიორგი ანთაძე

“ჯეოქეისის” თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევრის გიორგი ანთაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდის რიტორიკიდან ნათლად ჩანს, რომ საუბარია ქვეყნის სტრატეგიული კურსის ცვლილებაზე, რაც ნატოსა და ევროკავშირზე უარის თქმას გულისხმობს. გიორგი ანთაძე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებას სოციალურ ქსელში წერს. მკვლევარი აღნიშნავს, რომ ამჟამად ბრძოლა საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს სრულყოფილი წევრობისთვისაა, რომლის ალტერნატივაც მოსკოვის გეოპოლიტიკურ ტყვეობაში […]

ვლადიმირ პუტინი ჩინეთში 15-16 მაისს ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთში 15-16 მაისს ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, ვიზიტის თარიღი შესაძლოა, შეიცვალოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ჩინეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ეწვევა მას შემდეგ, რაც ის რუსეთის პრეზიდენტი მორიგი ვადით გახდა. „ბლუმბერგის“ ცნობით, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკებებისას ორ […]

მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში განთავსების საშუალო ფასი პანდემიამდელთან შედარებით გაიზარდა – თიბისი კაპიტალი

2024 წლის პირველ კვარტალში მაღალ ბიუჯეტიანი სასტუმროების დატვირთულობა ზომიერად აღდგა და საშუალოდ 46%-ს მიაღწია. “თიბისი კაპიტალის” ტურიზმის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, წლის პირველ სამ თვეში ამ სეგმენტის სასტუმროების დატვირთულობა 2023 წელთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. მიმოხილვის ავტორების პროგნოზით, 2024 წლისთვის დატვირთულობის გაზრდა საშუალოდ 4%-ითაა მოსალოდნელი. გარდა ამისა, მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში მცირედით გაიზარდა საშუალო ფასი და 113 […]

“რუსული კანონი” საკანონმდებლო მანიპულაციაა და გვართმევს შანსს, ვიცხოვროთ ევროპულ სახელმწიფოში – BLB

იურიდიულ კომპანია BLB-ის განცხადებით, “რუსული კანონი” საკანონმდებლო მანიპულაციაა, რომელიც დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრების შანსს გვართმევს. “დღეს ყველაზე დიდი პროფესიონალიზმი მტკიცე სამოქალაქო პოზიციაა! ე.წ. “გამჭვირვალობის შესახებ კანონი” საკანონმდებლო მანიპულაციაა, რაც გვართმევს შანსს ვიცხოვროთ სამართლებრივ, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში. მხოლოდ ევროპისკენ გზაა ჩვენი არჩევანი! არა რუსულ კანონს”,- წერს BLB სოციალურ ქსელში.

ჰუსიტი ტერორისტები სასწავლებელს სთავაზობენ აშშ-ში სტატუს შეჩერებულ პროჰამასელ სტუდენტებს

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ტერორისტული მოძრაობა განათლების შესაძლებლობას სთავაზობს იმ სტუდენტებს, რომლებსაც აშშ-ში პროჰამასური დემონსტრაციების დროს სასწავლო დაწესებულების საკუთრების დაზიანებისა და ზოგიერთი სტუდენტის შევიწროების გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს. “ჩვენ პალესტინელების მხარდაჭერისთვის აშშ-ს უნივერსიტეტებში სტატუს შეჩერებულ სტუდენტების მასპინძლობასთან დაკავშირებით სერიოზულები ვართ”. – განაცხადა იემენის დედაქალაქში სანას უნივერსიტეტის მაღალჩინოსანმა გამოცემა Reuters-თან საუბრისას. აღნიშნულ უნივერსიტეტს ჰუსიტების მოძრაობა […]