გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, 2 მაისს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, 23 ადამიანი დააკავეს. 2 მაისის საღამოს და 3 მაისის ღამეს აქცია გმირთა მოედანზე მიმდინარეობდა და დაკავებებიც გმირთა მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მოხდა, ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. 30 აპრილის და 1 მაისის ღამეს, შსს-ს განცხადებით, პოლიციამ […]
პარიზში უკრაინისა და საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერი მარში გაიმართება

4 მაისს პარიზში უკრაინისა და საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერი მარში გაიმართება, სახელწოდებით ევროპული სოლიდარობა: უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის. მარშის ორგანიზატორები არიან უკრაინელების კავშირი საფრანგეთში და საფრანგეთიდან დანახული საქართველო. “ვიკრიბებით შაბათს 4 მაისს 15:30 ზე პანთეონის მოედანზე პარიზში. ჩვენ მეგობარ უკრაინელებს შევუერთდით რათა ერთად უარი ვუთხრათ რუსულ მთავრობას, რუსულ კანონს და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი სურვილი, რომ […]
პაპუაშვილი საფრანგეთის განცხადებაზე: ყალბი ნარატივის დამკვიდრების მცდელობაა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. საფრანგეთმა თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობა დაგმო. “ზოგი უცხოელი აქტორისა და საქართველოში მყოფი საელჩოების ზოგიერთი განცხადება ძალიან იმედგამაცრუებელია. გარკვეულწილად, ეს იმის აღქმას ქმნის, რომ ყალბი ნარატივის დამკვიდრება ხდება […] ეს ქართული პოლიციის დისკრედიტაციაა. ჩვენ აქციებს სხვადასხვა ქვეყანაში ვხედავთ, მათ შორის, ვხედავთ პოლიციის […]
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი – სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ მხარდაჭერის შესრულებაში, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს

ალბათ დამეთანხმებით, რომ აზიის განვითარების ბანკი ვერ გააკეთებს პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს, მაგრამ ვიტყვი, რომ სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ მხარდაჭერის შესრულებაში, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია სასურველი კეთილდღეობის მიღწევაში. “ვიტყვი, რომ აზიის განვითარების […]
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი – აზიის განვითარების ბანკი ეხმარება საქართველოს, გახდეს რეგიონული ჰაბი

ADB საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება. ბანკმა საქართველო , საერთო ჯამში, სუვერენული სესხისა და გრანტების სახით, 3.9 მილიარდი აშშ დოლარით დააფინანსა – 900 მილიონ დოლარზე მეტი კერძო სექტორის პროექტებზე, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ განაცხადა. მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკი ეხმარება საქართველოს, გახდეს რეგიონული ჰაბი. „ჩვენი ქვეყნის პარტნიორობის სტრატეგია (CPS) საქართველოსთვის მხარს […]
ორგანიზატორები მოქალაქეებს 18:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, 18:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან. ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ინფორმაციით, ვინაიდან რელიგიური კვირეულია, მსვლელობები იქნება სპეციფიკური. “ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ჩვენ არ ვაპირებთ შევასვენოთ მოძალადე პოლიცია, რომელიც ძალადობს ყველაზე განურჩევლად, ქალებსა და ბავშვებზეც კი!არაფრად აგდებენ რელიგიურ დღესასწაულებსაც. სასტიკად დაგვარბიეს დიდ ხუთშაბათსაც და წითელ პარასკევსაც, ამიტომ, ჩვენ დაუშვებლად ვთვლით, ოდნავ მაინც […]
შალვა პაპუაშვილი – პროცესი, გამოხმაურებები და მცდელობა, ყალბი ნარატივის დამკვიდრებით შეებრძოლონ ამ კანონპროექტს, აჩვენებს, რომ კანონპროექტი ქართველი ხალხის ინტერესშია

საერთო ჯამში, თავად ეს პროცესი, გამოხმაურებები და, მათ შორის, მცდელობა, დეზინფორმაციით და ყალბი ნარატივის დამკვიდრებით შეებრძოლონ ამ კანონპროექტს, აჩვენებს, რომ კანონპროექტი ზუსტადაც რომ ქართველი ხალხის ინტერესშია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როგორც ჩანს ზოგიერთი დონორი და ,,ენჯეო’’ კარგად ხვდება, რომ კანონის ამოქმედებს შემდეგ, მათ დაფინანსებებში უფრო მეტ სიცხადეს შევა […]
“ხარებას” დაჯგუფების წევრებმა ვანო ნადირაძის შვილს სცემეს – რას ამბობს ოჯახი

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე ამბობს, რომ პირველ მაისს, თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, მის შვილს სცემეს. ოჯახი ამბობს, რომ მას მიზანმიმართულად გაუსწორდნენ “ხარებას” დაჯგუფების წევრები. ვანო ნადირაძის დედა, მედიასთან ამბობს: “ეგ მიკვირს, შუბლზე ხომ არ ეწერა, რომ ვანო ნადირაძის შვილი იყო, საიდან მოხდა უცბად ამოცნობა, რომ უფრო მეტად გაროზგეს და სცემეს ჩემი შვილიშვილი. […]
“სისულელეა და უაღრესად საშიში” – გახარია კობახიძის განცხადების პასუხად

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და წერს: საქართველოს მთავრობის პასუხი ჩვენი პარტნიორების კრიტიკაზე ერთდროულად სულელურია და უაღრესად საშიში. ივანიშვილი მიზანმიმართულად ახდენს დაძაბულობის ესკალაციას და გეომეტრიული პროგრესიით ანადგურებს საქართველოს ურთიერთობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში აშენებდა. მსგავსი საქციელი ვერც ერთი შიდა პოლიტიკური ფაქტორით ვერ აიხსნება. აშკარაა, რომ ქართული ოცნების […]
პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება თბილისში არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებს – ბრიტანეთი

“ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავშეკავება გამოიჩინოს”.