შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსანი – “ამოიღეთ ხმა, ყველას ვერ გაგიშვებენ”

შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსის, გოგა რაზმაძე ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირების პარალელურად შსს-ში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრობს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რეორგანიზაციის შემდეგ, პრაქტიკულად გამოძიების ხარისხის კონტროლის ფუნქციის გარეშე დატოვეს. დეპარტამენტს შეუცვლეს სახელი. გააუქმეს გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისისა და რეგიონული სამმართველოები (მათ შორის, […]

აშშ-ის საელჩო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ეხმაურება

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩ, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო ხაზს უსვამს პრესის მთავრობისადმი აშშ-ის მთავრობის ერთგულებას და “პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს.” “როგორც ჟურნალისტებისა და მედიის პროფესიონალების დიდი ხნის მხარდამჭერი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, […]

პოლიციამ კალიფორნიის უნივერსიტეტში მომიტინგეები დააკავა და ბარიკადები დაშალა

შეერთებული შტატების პოლიციამ 2 მაისს რამდენიმე ქალაქის უნივერსიტეტში დაშალა პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები, გაათავისუფლა დემონსტრანტების მიერ დაკავებული სასწავლო შენობები, მოარღვია მათ მიერ აშენებული ბარიკადები და ზოგან მომიტინგეებიც დააკავა. კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის ფილიალში აქციის 201 მონაწილე იყო დაკავებული. განცხადება ამის თაობაზე სოციალურ მედიაში თავად ლოს-ანჯელესის პოლიციამ გააკეთა. თუმცა, ბევრი მათგანი მალევე გაათავისუფლეს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს […]

მეუფე საბა: არცერთი კანონი არ ღირს იმად, რომ ჩვენი შვილები დაშავდნენ

არ შეიძლება, პოლიციელებმა ახალგაზრდა გოგონებს მუშტები ურტყან. არც ის შეიძლება, რომ ახალგაზრდებმა სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენონ. ერთმნიშვნელოვნად, პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და მის მმართველებს ეკისრებათ. დიახ, მათ. რადგან, არ შეიძლება, ხალხს მეორე აქცია მოუწყო და ისინი ერთმანეთს დააპირისპირო. როცა ხედავ, რომ ქვეყანაში მღელვარება და ბევრი კითხვაა – რაც არ უნდა იყოს, არცერთი კანონი არ ღირს იმად, რომ ჩვენი […]

არა რუსულ კანონს! არა ოკუპანტების დაკრულ ტაშს! – ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების პროტესტს უერთდება. ამის შესახებ ის ფეისბუკზე წერს. „მე მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ მომავალს და ვდგავარ ქართველ ახალგაზრდობასთან! ივანიშვილმა სახალხოდ დაიწყო იმ ლეგენდების ნგრევა, რომლებსაც მთელი ცხოვრება აგებდა. მან უღალატა ყველა იმ იდეალს და დაპირებას რომლითაც იგი ხელისუფლებაში მოვიდა! ის ძალადობს საჯარო მოხელეებზე […]

ჩეხეთის უწყებებს რუსეთის ჰაკერები ესხმიან თავს. გერმანიამ რუსეთის წარმომადგენელი დაიბარა მმართველ პარტიაზე კიბერთავდასხმის გამო

ჩეხეთის რესპუბლიკის უწყებები რუსეთის კიბერთავდასხმების სამიზნე იყო შარშანდლის შემდეგ, განაცხადა 3 მაისს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. Reuters-ი იტყობინება, რომ სამინისტროს თანახმად, რუსულმა ჯგუფმა სახელწოდებით, APT28, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (GRU), გამოიყენა Microsoft-ის პროგრამა Outlook-ის დაუცველობა. ჩეხეთის მეზობელი ქვეყნის: გერმანიის მთავრობაც რუსეთის სამხედრო დაზვერვას აკისრებს პასუხისმგებლობას 2023 წლის დასაწყისში გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაზე კიბერთავდასხმისთვის და […]

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის თქმით, თავისუფლების მოედანზე მის შვილს სცემეს

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის ინფორმაციით, 1-ელ მაისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) დაჯგუფების წევრებმა მის შვილს სცემეს, რის მერეც ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს შემდეგ კი დუშეთის რაიონის იზოლატორში 48 საათით გააჩერეს. “სამი დღის უკან ჩემი შვილი იქნა სასტიკად ნაცემი თავისუფლების მოედანზე, იმ დროს როცა მანქანას აჩერებდა – არც კი იყო მისული პროტესტის ადგილამდე. მიესია […]

არა, თავდამსხმელები არ დაგვიკავებია – შსს იდენტიფიცირებულ თავდამსხმელებზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თამარ მეფის გამზირზე, ახალგაზრდებზე თავდასხმასა და სასტიკ ანგარიშწორებაში ბრალდებული არც ერთი პირი არ დაუკავებია. ტვ პირველის ცნობით, მათ ამის შესახებ, სამინისტროს პრესსამსახურმა უთხრა. ცნობისთვის, 10-ზე მეტი თავდამსხმელის ვინაობა უკვე დადგენილია – არსებობს კადრები, რომ ისინი განსაკუთებული სისასტიკით უსწორდებიან რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, თუმცა პოლიციას არც ერთი დაკავებული არ ჰყავს. სამინისტრო არ ამბობს, დაკითხვაზე […]

გიორგი ბაჩიაშვილი – ივანიშვილმა სახალხოდ დაიწყო იმ ლეგენდების ნგრევა, რომლებსაც მთელი ცხოვრება აგებდა

ივანიშვილმა სახალხოდ დაიწყო იმ ლეგენდების ნგრევა, რომლებსაც მთელი ცხოვრება აგებდა, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხის მითვისებას ედავებიან. ბაჩიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდებზე და თავისუფალ ხალხზე ძალადობა არ გამოუვა. „მე მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ მომავალს და ვდგავარ ქართველ ახალგაზრდობასთან! ივანიშვილმა სახალხოდ დაიწყო იმ ლეგენდების ნგრევა, […]

გრიგოლ გეგელია – 2 მაისის აქციაზე სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული ტერორიზმის მკაფიო გამოვლინება ვნახეთ – მინდა, რუსულ რეჟიმს შევუთვალო, ვერც ერთი მათი „ტიტუშკა“ და ცალტვინა მოძალადე ვერ შეგვაშინებს

2 მაისის აქციაზე სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული ტერორიზმის მკაფიო გამოვლინება ვნახეთ, როცა რიგი ფედერაციებიდან და უწყებებიდან სამოქალაქო ფორმებში მოსული პირები სახლისკენ მიმავალ, მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განუცხადა. როგორც გეგელიამ ამ კონტექსტში აღნიშნა, ბიუჯეტი – ქართველი ხალხის ფული ხალხის წინააღმდეგ გამოიყენება, ჯანმრთელობის შელახვისა და დაშინების მიზნით. გეგელია […]