“პრობლემა რუსული მთავრობაა, არ მგონია, რომ არსებობს შესაბამისი კომპრომისი” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში თქვა: ახლა ძალიან ნათელია, რომ ეს კანონი შინაარსით რუსული კანონია, ვინაიდან, ამ გზით რუსეთმა შეძლო რეალურად ჩაეხშო სამოქალაქო საზოგადოება, რასაც აქ მთავრობა ცდილობს. ისინი ცდილობენ საქართველოს პარტნიორები, როგორც რევოლუციის პარტნიორები წარმოაჩინონ, რომ თითქოს ისინი მთავრობის დამხობას ცდილობენ, ამასთან ისინი ძალიან ჩუმად არიან რუსეთთან დაკავშირებით, თითქოს ისინი ჩვენი მეგობარია. […]

“საქართველოს მომავალი EU-შია, არ გაუშვათ ხელიდან ისტორიული შანსი” – მიშელი კობახიძეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. “ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განვიხილეთ. გავიმეორე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც საკუთარი ქვეყნის მომავალს პირველ ადგილზე აყენებს. საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ მათ აუცილებლად უნდა მოისმინონ. […]

წალენჯიხა სასწრაფო რეაგირებას ითხოვს – სამინისტროს შეუსრულებელი პირობა და საფრთხე, რომელიც ჯვარს ემუქრება

ქალაქი ჯვარი, რომელიც, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ადგილობრივი მმართველობის პერიოდში, როგორც იქნა, თავისი 10 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელით 24-საათიანი, ხარისხიანი სასმელი წყლითაა უზრუნველჰყოფილი, შესაძლოა, წყალმომარაგების გარეშე დარჩეს. ენგურჰესის კაშხალი წყალმოვარდნების დროს უშვებს გარკვეული რაოდენობის წყალს, გამომდინარე იქედან რომ ენგურის კალაპოტი ამოსაწმენდია და ჯებირები დასაყენებელი, კაშხალიდან გამოშვებული წყლის ნაკადი საფრთხეა წყალსაქაჩებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შარშან, […]

“პოლიციელმა თქვა, მაგინაო, და უნდა ენდო სიტყვაზე” – სირაძე დაკავებულზე

ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ თქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციელის გინების გამო დააკავეს. “ერთ-ერთი აქციის მონაწილე გამოვიდა, აქციის მონაწილეებს გამოეყო და პოლიციის ბიჭებმა რომ მოუწოდეს, თუ შეიძლება, შებრძანდითო, შეაგინა პოლიციის თანამშრომელს. პოლიციელები აცხადებენ, უშუალოდ დამკავებელი, რომ შეაგინა”. – თქვა სირაძემ ჟურნალისტები საპატრულო პოლიციის უფროსს […]

“ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი” – რა ურჩია მიშელმა კობახიძეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი შეეხო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი X-ზე წერს, მან კობახიძესთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს. “საქართველოს მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის” – წერს შარლ მიშელი. სატელეფონო საუბარში […]

„არ მგონია აუცილებელი, ყოველდღე რადიკალური სტატუსები წეროს…“ – კვარაცხელია ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე არ რეაგირებს, რას ამბობს ამაზე თატია შარანგია

„არ მგონია აუცილებელი, ყოველდღე რადიკალური სტატუსები წეროს…“ – კვარაცხელია ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე არ რეაგირებს, რას ამბობს ამაზე თატია შარანგია ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიასგან ბევრი ადამიანი ელოდა პოზიციის დაფიქსირებას რუსული კანონის შემოღების თაობასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ფეხბურთელს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. „ჩემი აზრით, არასწორია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აგორებული ბულინგი. 23 წლის ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც […]

„გუშინ არაერთი ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, როდესაც გაუშვეს გარკვეული სახის გაზი, უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს წიწაკის სპრეი“ – ვაჟა სირაძის განცხადება

„გუშინ არაერთი ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, როდესაც გაუშვეს გარკვეული სახის გაზი, უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს წიწაკის სპრეი“ – ვაჟა სირაძის განცხადება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე გუშინდელ აქციაზე მომხდარ ამბებს ეხმაურება და ამბობს, რომ დიდი ზიანი და საფრთხე მოდიოდა საზოგადოების მხრიდან. “ხშირ შემთხვევაში, მეც მიწევს ხოლმე ნიღბის გაკეთება. გუშინ არაერთი ფაქტი იყო აქციის […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება მოითხოვეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები განვლილი დღეების განმავლობაში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები კვლავ „ქართული ოცნების” ოფისთან იმყოფებიან და როგორც ისინი აცხადებენ, პოლიციელებს, რომლებიც შსს-ს ბრძანებას არ შეასრულებენ და ამის გამო “თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, ისინი შესაბამის ხელფასს აუნაზღაურებენ”. “პოლიცია, თუნდაც ბოლო წამს, თუ დაიჭერს ხალხის მხარეს, იქნება მართალი. ნებისმიერი პოლიციელი, რომელიც […]

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს – ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. „ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 2011 წლიდან ემსახურება ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის დიალოგს და ქვეყნის განვითარებას კვლევითი საქმიანობითა და ეკონომიკური ექსპერტიზით, გმობს მთავრობის მიერ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსის რისკის ქვეშ დაყენებას და ‘რუსულ კანონს’ და წყვეტს მთავრობასთან თანამშრომლობას იმ მომენტამდე, სანამ საქართველოს მთავრობა […]

აქციის მონაწილეებმა “ოცნების” ოფისთან, სანაპიროზე, გზა გადაკეტეს

არა რუსულ კანონს! – აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარედ, მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. “ოცნების” ოფისთან სამართალდამცავების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეებს ოფისთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. შეგახსენებთ, რომ მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან რუსთაველის გამზირიდან და “პარაგრაფიდან” მსვლელობით მივიდნენ.