მაკრონმა ივანიშვილს მოსთხოვა ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება – ელისეს სასახლე

ელისეს სასახლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავისი ინიციატივით ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს და დაგმო სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ: “თავისივე ინიციატივით, პრეზიდენტი ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს. მან დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე […]

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარება) შეთანხმება განიხილა. მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის თანახმადაც, აზიის განვითარების ბანკი სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კვლევების განხორციელების […]

Reuters – ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის გამართული შეხვედრა 35 წუთს გაგრძელდა, მაგრამ მხარეებს მოლაპარაკებების დროს კონკრეტული დეტალების შესახებ არ უსაუბრიათ. დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე […]

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა დიალოგისკენ ყველა პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან – მან კიდევ ერთხელ სინანული გამოხატა იმის გამო, რომ საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა. ამასთან, ოფიციალური ცნობით, დიალოგი უნდა იყოს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად. „მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად, […]

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. როგორც მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება საჯარო სამსახურის სფეროში. კერძოდ, შემუშავდება საჯარო სამსახურის განვითარების სტრატეგია, რომელიც შექმნის ერთიან ხედვას მიმზიდველი საჯარო […]

„ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებისთვის, რომელთაც დელეგატის სტატუსი აქვთ, სადელეგატო ოლქებში ბიუროები შეიქმნება

„ქართული ოცნების“ იმ დეპუტატებს, რომელთაც დელეგატის სტატუსი აქვთ, სადელეგატო ოლქებში ბიურო ექნებათ. აქამდე ბიუროები მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატებისთვის ფუნქციონირებდა. ბიურო პარლამენტის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და მისი ფუნქციონირების მთავარი მიზანი ადგილზე მაჟორიტარ დეპუტატსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა იყო. პარლამენტის რეგლამენტში ხორციელდება ცვლილება, რომლის მიხედვით, დელეგატის ბიუროები შეიქმნება. ბიურო სწორედ იმ დეპუტატებს ექნებათ, რომლებიც პარლამენტში ერთიანი პროპორციული […]

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეათე მოწვევის პარლამენტში დაწყებული კანონპროექტების განხილვის პროცედურების გაგრძელების თაობაზე იმსჯელა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეათე მოწვევის პარლამენტში დაწყებული კანონპროექტების განხილვის პროცედურების გაგრძელების თაობაზე იმსჯელა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, საკითხი შეეხება იმ კანონპროექტებს, რომელთა მიღებაც მნიშვნელოვანია ქვეყნის გარემოს დაცვის მიმართულებით და ასევე მათი მიღება წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას. მათ შორის არის: კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა – „შინაურ ბინადარ […]

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პროექტის თანახმად, ქონების სააგენტო ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების უზრუნველყოფის მიზნით აქციონერის (პარტნიორის) უფლებამოსილებას განახორციელებს დამოუკიდებლად მართვის უფლებით გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შემდეგ საწარმოებში: შპს „ენგურჰესი“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ და […]

“დაგმო… მოუწოდა… გამოხატა მწუხარება…” – რა უთხრა მაკრონმა ივანიშვილს? –

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რაზე ესაუბრებოდა ემანუელ მაკრონი ბიძინა ივანიშვილს. საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან მოუწოდა ყველა დაკავებულის გათავისუფლებისკენ და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება იმის გამო, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და […]

“წავიდა”, “არ წასულა”, “წავიდა” – რა ხდება თბილისის მერიაში?

თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა მარიამ კვერნაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კვერნაძე სოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის მარიამ კვერნაძის მიერ, თანამდებობის დატოვებაზე, რამდენიმე საათის წინ, ინფორმაცია ირაკლი აბესაძემ გაავრცელა და წერდა: “თბილისის ქონების მართვის სააგენტოს 2 კვირის უკან (27 ნოემბერს) დანიშნული უფროსი თანამდებობიდან წავიდა.” სულ რაღაც 2–3 საათის წინ, თბილისი მერია, ამტკიცებდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია […]