ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა, რომელიც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში იმყოფება. უზბეკეთის დელეგაციას წარმოადგენდნენ ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის ჯანდაცვისა და სკოლამდელი და სასკოლო განათლების მინისტრების მოადგილეები. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, […]

ანტალიაში ტურისტული რეკორდი დამყარდა

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტალიამ წლის პირველ ოთხ თვეში 2 მილიონ 66 ათას 962 უცხოელი ვიზიტორი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 14,10%-ით აღემატება. როგორც თურქული მედია იუწყება, აპრილში ანტალიაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,86%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 61 ათას 26 შეადგინა, რაც აპრილის რეკორდული მაჩვენებელია.

რუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა მსოფლიო

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტზე ძებნა გამოაცხადა. როგორც დეპარტამენტის მონაცემთა ბაზიდან ირკვევა, ვოლოდიმირ ზელენსკი სისხლის სამართლის მუხლით იძებნება, თუმცა რომლით, დაკონკრეტებული არ არის. ძებნილთა სიას დაემატა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც. რუსეთის ხელისუფლებას ძებნილთა სიაში არაერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი ჰყავს, მათ შორისაა, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი, რომელიც სიაში 2023 წლის დეკემბერში შეიყვანეს

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, 7 პირი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შეტევის გაფართოებისთვის ემზადება, კიევმა და მისმა მოკავშირეებმა კი ეს არ უნდა დაუშვან

ვოლოდიმირ ზელენსკი თქმით, ქვეყანას ომის ახალი ეტაპი ელოდება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი შეტევის გაფართოებისთვის ემზადება, რაც კიევმა და მისმა მოკავშირეებმა არ უნდა დაუშვან და ეს გეგმა უნდა ჩაშალონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ხმელნიცკის ოლქში მესაზღვრეებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები და მესაზღვრეები რუსეთის შეტევას, უკვე 800 დღეა, უწევენ წინააღმდეგობას. უკრაინის ლიდერის განცხადებით, […]

„გაზპრომის“ ზარალი რეკორდულ მაჩვენებელზეა – Financial Times

კრემლის დაქვემდებარებაში მყოფმა ენერგოგიგანტმა 2023 წელს, 20-წლაინ შუალედში, რეკორდულად დიდი თანხა დაკარგა. „გაზპრომის“ ზარალი, გასულ წელს, 629 მილიარდი რუბლი, ანუ 6.38 მილიარდი ევრო იყო – ეს არის პირველი ფინანსური წლიური ზარალი, რომელიც კომპანიამ 1990-იანი წლების შემდეგ დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. ფინანსური ზარალის მთავარი მიზეზი ევროპის ბაზარზე შემცირებული ვაჭრობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 […]

რუსეთის მტკიცებით, 4 ATACMS-ი ჩამოაგდეს, თუმცა დამამტკიცებელ საბუთებს არ ავრცელებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასულ ღამეს ჩამოაგდეს 4 ამერიკული მაღალი სიზუსტისა და შორი რადიუსის მქონე რაკეტა ATACMS-ი, რომელიც კიევმა გასულ დღეებში მიიღო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შესაბამისი განცხადება დილის საათებში გამოაქვეყნა. როგორც უწყებაში ირწმუნებოდნენ, რაკეტების სამიზნე ოკუპირებული ყირიმი იყო. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ გაუვრცელებია, რაც საეჭვოა, რადგან დიდი მნიშვნელობის მქონე ATACMS-ების […]

La Repubblica: “ნაპოლი” მალე პიოლის კონტრაქტს გაუფორმებს

La Repubblica-ს მტკიცებით, “ნაპოლის” ზაფხულში სათავეში “მილანის” ამჟამინდელი მწვრთნელი სტეფანო პიოლი ჩაუდგება. “ნაპოლისთვის” მწვრთნელის პოსტზე პრიორიტეტული კანდიდატი ანტონიო კონტე იყო, მაგრამ მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და გუნდს პიოლის ჩააბარებენ, რომელიც მალე “როსონერის” დატოვებს. გამოცემის ცნობით, ნეაპოლური კლუბი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პიოლის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და კონტრქტის პირობებზე მორიგდნენ. პიოლის 2+1 სისტემის ხელშეკრულებას გაუფორმებენ. ის […]

„თუ კანონპროექტი ამ ფორმით მაინც დამტკიცდება, მოსახლება მას არ მიიღებს“ — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ რუსული კანონი, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებამ მეორედ შემოაბრუნა, საქართველოს აშორებს დასავლურ მომავალს. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წერილში გამყრელიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი შარშანდელის მსგავსად საზიანოდ მიაჩნია. „კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან. ამის წინააღმდეგია მოსახლეობის უმრავლესობა, გვირჩევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები — აშშ, ევროკავშირი, ბრიტანეთი, ყველა მეგობარი, კეთილის მსურველი და […]

ორმაგი სტანდარტებისგან უნდა გავთავისუფლდეთ, დავიწყოთ საუბარი და რა თქმა უნდა, ქვეყანას მისი მასშტაბის მიუხედავად, არ უნდა ავუკრძალოთ თავისი ინტერესების პრიორიტეტულად დაცვა

ორმაგი სტანდარტებისგან უნდა გავთავისუფლდეთ, დავიწყოთ საუბარი და რა თქმა უნდა, ქვეყანას მისი მასშტაბის მიუხედავად, არ უნდა ავუკრძალოთ თავისი ინტერესების პრიორიტეტულად დაცვა დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის უალტერნატივობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ შეთანხმება შეუთანხმებლობას ყოველთვის სჯობს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დიალოგი საჭიროა, თუმცა რეალობა ძალიან მძიმეა იმის გათვალისწინებით, რომ უცხო ძალების […]