მიქაუტაძემ ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა [VIDEO]

სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, სწრაფი კონტრშეტევისას კი მიქაუტაძემ კარიდან წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა, “რენმა” მალე ანგარიში გაათანაბრა.

შალვა პაპუაშვილი – NED-ის და EED-ის დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი, მათ შორის, პარლამენტზე თავდასხმაში

„უცხოური დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი, მათ შორის პარლამენტზე თავდასხმაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ამ სადაო ფინანსების მნიშვნელოვან ნაწილი საქართველოში შემოდის, როგორც დემოკრატიული დახმარება. თუმცა, მისი ნაწილი პოლარიზაციის გაღრმავებასა და კანონიერების დაზარალებას ხმარდება. მისი თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო […]

ბრაზილიაში წყალდიდობას სულ მცირე 39 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters-ის ინფორმაციით, რიო-გრანდეს შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 39 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 60-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, ამიტომ გარდაცვლილთა რაოდენობა დიდი ალბათობით, გაიზრდება. სტიქიის გამო აუცილებელი გახდა შტატში მცხოვრები 24 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. წყალდიდობამ ურუგვაისა და არგენტინის მოსაზღვრე რეგიონებიც დააზიანა.

როგორ ეხმარება საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტები მეღვინეობის განვითარებას? – იაგო ბიტარიშვილის შეფასება

“გამიჭირდება იმ პროექტების ჩამოთვლა, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა განახორციელეს ქართული მეღვინეობისთვის” – ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში კომპანია “იაგოს ღვინოს” დამფუძნებელი, იაგო ბიტარიშვილი საუბრობს აღნიშნავს, რომ ძნელი სათქმელია, სად იქნებოდა ქართული მეღვინეობის დარგი დღეს, რომ არა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსება. “მაგალითად, საერთაშორისოდ აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც, ფაქტობრივად, არ გააჩნდა საქართველოს და რომლის გარეშეც ექსპორტი წარმოუდგენელი იყო, გერმანულმა საერთაშორისო დახმარების […]

„ტიტანიკის“ მგზავრის საათი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ოქროს ჯიბის საათი, რომელიც „ტიტანიკის“ უმდიდრეს მგზავრს ეკუთვნოდა, Henry Aldridge & Son-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. ის კერძო კოლექციონერმა 1.175 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას sky news-ი ავრცელებს. საათის თავდაპირველი მფლობელი ჯონ ჯეიკობ ასტორი იყო (47 წლის), რომელიც 1912 წელს, „ტიტანიკის“ კატასტროფისას დაიღუპა. გავლენიანი ამერიკული ოჯახის წარმომადგენლის ცხედარი შემთხვევიდან 7 დღის შემდეგ აღმოაჩინეს, […]

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?! ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური პროცესები აღარ ტოვებს სივრცეს იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია მყარად და გარკვევით არ დააფიქსირო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ჩვენს […]

აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს, 4 მაისის 23:00 საათიდან კი მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. „გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი […]

„თუ კანონპროექტი ამ ფორმით მაინც დამტკიცდება, მოსახლეობა მას არ მიიღებს“ — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. რუსული კანონი,საქართველოს აშორებს დასავლურ მომავალს. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წერილში გამყრელიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი შარშანდელის მსგავსად საზიანოდ მიაჩნია. „კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან. ამის წინააღმდეგია მოსახლეობის უმრავლესობა, გვირჩევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები — აშშ, ევროკავშირი, ბრიტანეთი, ყველა მეგობარი, კეთილის მსურველი და პარტნიორი, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის […]

“საქართველოს გონივრული კურსიდან გადაყვანა სურთ” – ზატულინი პროტესტს აშშ-ს აბრალებს

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მმართველი პარტია ერთიანი რუსეთის წევრმა კონსტანტინ ზატულინმა საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები აშშ-ს დააბრალა. ზატულინი კმაყოფილია ქართული ოცნების ამჟამინდელი პოლიტიკით და მას გონივრულს უწოდებს და ირწმუნება, რომ აშშ-ს ამ კურსის ცვლილება სურს. “ორი აზრი არ არსებობს, რომ სურთ საქართველო […]

ამირან გამყრელიძე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან – ნუ გადავაყოლებთ ქვეყნის მომავალს ქაღალდზე ხელმოწერას და სიჯიუტეს

კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან – უკან დახევა არ გახლავთ ყოველთვის სისუსტის ნიშანი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, მამებისა და შვილების ბრძოლაში ყოველთვის შვილები იმარჯვებენ. „ეს დღეები აქტიურად მეკითხებიან ჩემს მოსაზრებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და “ქართული ოცნების” მიერ ორი მოსმენით მიღებულ ე.წ. გამჭვირვალობის […]