აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს, 4 მაისის 23:00 საათიდან კი მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. „გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი […]

ჰამასის წარმომადგენლებმა დაიწყეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება, კაიროში იმყოფება CIA-ის ხელმძღვანელიც

აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის წარმომადგენლებმა 4 მაისს ინტენსიური მოლაპარაკება დაიწყეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე, რაც მოიტანდა ბრძოლის შეჩერებას და მძევალთა ნაწილის ისრაელში დაბრუნებას, – უთხრა ჰამასის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს. კაიროში იმყოფება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელიც, არაპირდაპირი დიპლომატიისთვის. ჰამასის დელეგაცია კაიროში ჩავიდა კატარიდან, სადაც მისი პოლიტიკური ოფისი მდებარეობს და რომელიც, ეგვიპტესთან […]

ხელისუფლებამ პროცესები თვითონ თუ არ შეაჩერა, ეს მათი დასასრულის დასაწყისი იქნება – ცეზარ ჩოჩელი

ჩვენ კანონებს უნდა ვიღებდეთ იმისთვის, რომ მოქალაქეების ცხოვრებას უფრო კომფორტულს ვხდიდეთ და არა იმისთვის, რომ პროტესტს ვიწვევდეთ, – ამის შესახებ BMGTV-ის ეთერეში „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ხელისუფლებამ გამჭვირვალობის კანონის გარშემო განვითარებული პროცესები თვითონ არ შეაჩერა, ეს მათი დასასრულის დასაწყისი იქნება. ბიზნესმენმა „ქართული ოცნების“ 29 აპრილის აქცია, სადაც ბიძინა ივანიშვილიც […]

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, 7 პირი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა, რომელიც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში იმყოფება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, უზბეკეთის დელეგაციას წარმოადგენდნენ ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სკოლამდელი და სასკოლო განათლების მინისტრების მოადგილეები. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები […]

იოსელიანი: კატეგორიულად მიუღებელია ახალგაზრდების დემონიზება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პირად ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში აკრიტიკებს ანტირუსული აქციის მონაწილე ახალგაზრდების დისკრდიტაციის მცდელობებს. იოსელიანი ხაზს უსვამს, რომ ეს არის მისი, როგორც მოქალაქის და არა სახალხო დამცველის მოსაზრება. „იშვიათად მინახავს ასეთი გულწრფელობა აქციაზე, ეს ამ თაობის მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან. მე ვიცი ვინ დგას იქ, ისინი ჩვენი შვილები, მათი მეგობრები, ჩვენი მეგობრების შვილები, მეზობლები, […]

BAZA: მოსკოვის ცენტრში შეაჩერეს მანქანა, რომელსაც უპილოტო საფრენი აპარატი გადაჰქონდა

ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ მოსკოვის ცენტრში შეაჩერეს მანქანა, რომელსაც დაშლილი უპილოტო საფრენი აპარატი გადაჰქონდა. BAZA-ს ინფორმაციით, ავტომობილში რამდენიმე ადამიანი იჯდა, რომელთაგან ერთ-ერთი დარეგისტრირებული იყო იაკუტიაში, ისე, როგორც თავად მანქანა. დანარჩენი პირები კრასნოდარისა და ლენინგრადის ოლქებიდან იყვნენ. მანქანის გარშემო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების თანამშრომლები მუშაობენ. შემთხვევა მოხდა მაშინ, როცა პარალელურად უკრაინულ დრონებს რუსეთის ოლქ ბელგოროდზე იერიშები მიაქვს.

სოხუმში მოსკოვიდან “უცნობი ჯარისკაცის” საფლავის ცეცხლი ჩაიტანეს

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 4 მაისს ცეცხლი მოსკოვიდან ჩაიტანეს. ადგილობრივი წყაროების თანახმად, ლაპარაკია ცეცხლზე, რომელიც კრემლის კედელთან, „უცნობი ჯარისკაცის“ საფლავზე ანთია. რუსეთთან თანამშრომლობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დმიტრი ფედოტოვი ამბობს, რომ „ხსოვნის ცეცხლი“ ოკუპირებული აფხაზეთის ყველა რაიონში გავრცელდება. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 55 ათასი – აფხაზეთის თითქმის მეხუთედი წავიდა იმ ომში და მათგან 17 ათასი ვეღარ დაბრუნდა. აფხაზეთისთვის […]

კელი: სახელმწიფო დეპარტამენტმა ნაბიჯი უნდა გადადგას

აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ფორმულასთან საუბრისას თქვა, რომ ქართული ოცნების ნაბიჯები ემსახურება ვაშინგტონსა და თბილისს შორის ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობის სრულ უგულებელყოფას. იან კელის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ნაბიჯი უნდა გადადგას და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს რუსულ კანონს “სახელმწიფო დეპარტამენტმა ნაბიჯი უნდა გადადგას და მე მაქვს განცდა, რომ ისინი ამ […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სააღდგომოდ ძეგვის თავშესაფარი მოინახულეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სააღდგომოდ, ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, რომლის ინიციატორი და მხარდამჭერი რექტორი აკადემიკოსი დავით გურგენიძეა, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თავშესაფარში მცხოვრებ პენსიონერებსა და ოჯახებს სააღდგომო ნობათი, […]