პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც შემდგომ ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლებენ

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლებენ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იქ შეხვდებიან. ჯერჯერობით უცნობია რა აქტივობები ექნებათ აქციის მონაწილეებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პოლიციელებს წითელ კვერცხებსა და პასქებს გადასცემენ. აქციის მონაწილეების გაშლილი აქვთ საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებიც არიან […]

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 4 წლის ბავშვი, რომელიც ტაქსიში დედასთან ერთად იმყოფებოდა.

მილანში ღამის საათებში ნაყინის გაყიდვა აღარ აიკრძალება

მილანის ხელისუფლება შუაღამის შემდეგ ქუჩებში ნაყინის გაყიდვის აკრძალვას აღარ განიხილავს. Sky News-ის ცნობით, საკრებულომ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და ბიზნესის მწვავე კრიტიკის შემდეგ მიიღო. ცნობისთვის: აპრილში მილანის მთავრობამ წარადგინა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც 17 მაისიდან ქალაქში გვიან ღამით ნაყინისა და პიცის გარე მიწოდებას კრძალავდა. თუმცა ფართო უარყოფითი რეაქციის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკან დაიხია. სამაგიეროდ, აკრძალვა ნაყინისა და […]

მამებისა და შვილების ბრძოლაში ყოველთვის შვილები იმარჯვებენ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ეს დღეები აქტიურად მეკითხებიან ჩემს მოსაზრებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და “ქართული ოცნების” მიერ ორი მოსმენით მიღებულ ე.წ. გამჭვირვალობის კანონზე. დიდმა ქართველმა თქვა – „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის…“, ამიტომ მოკლედ შევეცდები ჩემი შეხედულება გამოვხატო: 1. გავიმეორებ იგივეს, რაც შარშან მარტში განვაცხადე ჟურნალისტებთან – ეს კანონი დაბრკოლებას […]

ქუთაისში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თეატრის წინ იკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით ბაგრატის ტაძართან გადაინაცვლებენ. „აღდგომას შევხვდეთ ბაგრატთან” – ასეთია დღევანდელი აქციის დევიზი. შეკრებილები კანონპროექტს მე-17 დღეა აპროტესტებენ. მათი თქმით, ბრძოლა არ შეწყდება, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება და ხელისუფლება კანონპროექტს არ გაიწვევს. „დღეს მსვლელობით მივალთ ბაგრატის ტაძარში, სადაც ერთად […]

ლონდონში Uber-ის მძღოლები კომპანიისგან £250 მილიონის კომპენსაციას მოითხოვენ

ლონდონში 10 000-ზე მეტი მძღოლი Uber-ს სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით £250 მილიონს ითხოვს. მიზეზი Uber-ის ლიცენზირებაა, რომელიც, მძღოლების თქმით, კომპანიამ არალეგალური გზებით მოიპოვა. სარჩელის ავტორები აღნიშნავენ, რომ სასამართლო საქმის მოგების შემთხვევაში, თითოეული მძღოლის მიერ მიღებული კომპენსაცია, შესაძლოა, £25 000 იყოს. უცხოური მედიის ცნობით, მომჩივანი მხარე ამტკიცებს, რომ ლონდონის სატრანსპორტო კომპანიამ (TfL) Uber-ს კერძო დაქირავების […]

შეუჩერებელია – მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა პირველ ტაიმში [VIDEO]

ლიგა 1-ის 32-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე წვიმიან ამინდში „რენს“ პირველი ტაიმის შემდეგ 2:1 ამარცხებს. სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, სწრაფი კონტრშეტევისას კი მიქაუტაძემ კარიდან წინ გამოსულ მეკარე მანდანდას ბურთი თავზე გადაუგდო და თავისი გუნდი დააწინაურა. “რენმა” მალე ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, პირველი ტაიმის დასასრულს მიქაუტაძის პასით დიალომ მასპინძლები წინ გაიყვანა. მიქაუტაძის ანგარიშზე “მეცში” დაბრუნების შემდეგ 10 გოლია, […]

მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის 2024 წლის სააღდგომო ეპისტოლე

გამოქვეყნდა მსოფლიო პატრიარქის 2024 წლის სააღდგომო ეპისტოლე. ტექსტს ტაბულა სრულად გთავაზობთ. ბართლომეოსი წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი ეკლესიას სისავსეს: დიდებით აღმდგარი ქრისტეს მადლი, მშვიდობა და წყალობა იყოს თქვენ ყოველთა თანა * * * ყოვლად ღირსნო ძმანო იერარქნო და უფლისმიერ კურთხეულნო შვილნო, ყოველთა ძღვენთა მომნიჭებელი ღმრთის ნებითა და მადლით, წმიდა და […]

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”!

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”! რა კავშირია თბილისში მიმდინარე აქციასა და ფერადი რევოლუციების მოწყობის თეზისების ავტორის შეგონებებს შორის, ამ თემაზე სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს. ქადაგიძე პოსტში იმ ქმედებებს ასახელებს, რითიც აქციის მონაწილეები შეეცდებიან საზოგადოების […]

შალვა პაპუაშვილი – გაუმჭვირვალობა არ არის ერთადერთი პრობლემა – NED-ი და EED-ი საქართველოში, არაპირდაპირ, პოლიტიკურ პარტიებსაც აფინანსებენ, ქართული კანონმდებლობა ცალსახად კრძალავს პოლიტიკოსების უცხოეთიდან დაფინანსებას

ერთი წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტი უკან გაიწვია, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთგაგების ნიადაგზე, რომ მოხდებოდა ამ დაფინანსების გასაჯაროება ქართული საზოგადოებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, NED-სა და EED-ის დაფინანსება საქართველოში პრობლემურია, რადგან გაუმჭვირვალეა. მისი თქმით, ისინი, ასევე, აღიარებენ, რომ ზოგიერთი გრანტი პრობლემურია […]