სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს – ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღასრულებს

სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს. ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღასრულებს. პატრიარქმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს გააცნობენ. ლიტურგიას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. სიონის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ წმინდა ცეცხლსაც, რომელსაც იერუსალიმიდან […]

პაპუაშვილი X-ზე: ევროპული და ამერიკული ფონდები რადიკალიზმს აფინანსებენ, პარტიები ფულს ათეთრებენ

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი X-ზე, ინგლისურად წერს, რომ ევროპელი და ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულით გაუმჭვირვალედ ფინანსდება რადიკალური საქმიანობა და ასევე, თეთრდება უცხოელების ფული პოლიტიკური პარტიების მიერ. პარლამენტის თავმჯდომარე X-ზე აქვეყნებს ბანერს, რომელიც, მისი განცხადებით, მოძრაობა „სირცხვილიას“ ეკუთვნის. „ეს მხიარული ბანერი ეკუთვნის საქართველოში მოქმედ რადიკალურ არასამთავრობო ორგანიზაციას – „მოძრაობა სირცხვილიას“. მასზე გამოსახულია მოლოტოვის კოქტეილი უკრაინის დროშის […]

2024 წლის ყველაზე სწრაფი მატარებლები

ჩინეთის Shanghai Maglev, რომელიც 460 კმ.სთ სიჩქარეს ავითარებს, მიმდინარე წლისთვის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მატარებლად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Adda24/7-ი აქვეყნებს. 2024 წლის TOP 10 ყველაზე სწრაფი მატარებელი შემდეგნაირად გამოიყურება: Shanghai Maglev (ჩინეთი) – 460 კმ.სთ Hemu-430X (ჩინეთი) – 422 კმ.სთ Fuxing Hao CR400AF/BF (ჩინეთი) – 400 კმ.სთ Siemens Velaro E/AVs103 (ესპანეთი) 400 კმ.სთ Frecciarossa (იტალია) […]

ო’ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება

გასული კვირების განმავლობაში, სახელმწიფო დეპარტამენტი აქტიურად ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, უკან გაიწვიოს “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“. შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში საქართველოს ხელისუფლებას შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვისკენ და მშვიდობიანი პროტესტის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს, ჯიმ ო’ბრაიენს ესაუბრა, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა ევროპისა და ევრაზიის […]

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლეს

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეებმა ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლეს. ისინი გეგმავენ, ტაძარში მყოფ მრევლს შეუერთდნენ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ილოცონ. ჯერჯერობით უცნობია კიდევ რა აქტივობები ექნებათ აქციის მონაწილეებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პოლიციელებს სააღდგომო წითელ კვერცხებსა და პასქებს გადასცემენ.

მიქაუტაძის გოლი, საგოლე გადაცემა, გაძევება და “მეცის” დასანანი მარცხი [VIDEO]

ლიგა 1-ის 32-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე, წვიმიან ამინდში „რენთან“ 2:3 დამარცხდა. სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, სწრაფი კონტრშეტევისას კი მიქაუტაძემ კარიდან წინ გამოსულ მეკარე მანდანდას ბურთი თავზე გადაუგდო და თავისი გუნდი დააწინაურა. “რენმა” მალე ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, პირველი ტაიმის დასასრულს მიქაუტაძის პასით დიალომ მასპინძლები წინ გაიყვანა. შესვენების შემდეგ თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. 69-ე წუთზე გიორგიმ დიალო […]

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა სამანქანო მოძრაობა გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე სამანქანო მოძრაობა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „საქართველოს გაუმარჯოს“, „სად მივდივართ? – ევროპაში“. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა აქტივობები ექნებათ აქციის მონაწილეებს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პოლიციელებს სააღდგომო წითელ კვერცხებსა და პასქებს გადასცემენ. ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

Tesla-ს „შორტსელერებმა“ ოთხ დღეში $5.5 მილიარდი იზარალეს

„შორტსელერები“ ის ინვესტორები არიან, რომლებიც ფსონს კომპანიის აქციების ფასის გაუფასურებაზე ჩამოდიან. ინვესტორთა ზარალი ამერიკული ავტომწარმოებლის მხრიდან ხელმისაწვდომი ავტომობილების წარმოების დაანონსებას მოჰყვა. 24 აპრილს გაკეთებული განცხადების შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. მხოლოდ ორშაბათს 16%-იანი მატება დაფიქსირდა. ეს კი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ჩინეთში Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებული მონაცემებით, […]

იზოლატორიდან გაათავისფულეს გმირთა მოედანზე დაკავებული აქტივისტი ბექა გაბადაძე

დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 48-საათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ბექა გაბადაძე. ის, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, 2 მაისს, თბილისში, გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე დააკავეს. „ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. ემოციურად იყო რთული, როცა სამართალდამცავები ევროკავშირს აგინებენ და თან შეკრებისთვის გამუნათებენ. რთულია ამას უსმინო. მაგრამ ვარ შემართებით და მთელი გულით მჯერა, რომ არ გავრუსდებით. […]

ლევან ხაბეიშვილი – ქრისტეს აღდგომას გილოცავთ, სიყვარულმა დაისადგუროს ყველას გულებში. ერთდროულად გულისამაჩუყებელი და საამაყოა ჩვენი ლამაზი ახალგაზრდების ყურება აღდგომის ღამეს

ქრისტეს აღდგომას გილოცავთ, სიყვარულმა დაისადგუროს ყველას გულებში. ერთდროულად გულისამაჩუყებელი და საამაყოა ჩვენი ლამაზი ახალგაზრდების ყურება აღდგომის ღამეს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის და ამისთვის დაუღალავი ბრძოლაა საჭირო. „ქრისტეს აღდგომას გილოცავთ სიყვარულმა დაისადგუროს ყველას გულებში. ერთდროულად გულისამაჩუყებელი და საამაყოა ჩვენი ლამაზი […]