კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე 2024

საქართველოს საპატრიარქო კათალიკოზ ილია II-ის 2024 წლის სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს. ტექსტს ტაბულა უცვლელად გთავაზობთ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „თქვა … იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ […]
ბათუმი აღდგომას დღესასწაულობს

სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას, იესო ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობენ აჭარაში. ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ საზეიმო ლიტურგიას დეკანოზი იაკობ ბენიძე უძღვებოდა. საზეიმო მსახურებას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.
რუსთავში უფლის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავენ

უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა იზეიმეს რუსთავში. მათივე ცნობით, რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება გაიმართა, რომელსაც ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დვალიშვილი უძღვებოდა. საზეიმო მსახურებას დაესწრნენ და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევმა და ლოჯისტიკის მენეჯერმა, ლაშა მჭედლიძემ.
სამცხე-ჯავახეთი უფლის აღდგომას ზეიმობს

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მართლმადიდებლები განსაკუთრებულად ეგებებიან უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალციხეში, წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის საზეიმო ლიტურგიას ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე) უძღვებოდა. საზეიმო მსახურებას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს […]
წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “ჯორჯიან ეარვეისის” თვითმფრივანი, რომლითაც ჩამოაბრძანეს, რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს ოატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. ცნობისთვის, უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:13 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის საგანგებო ლოცვა […]
„მიუხედავად დაპირისპირებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული“ — ილია მეორე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პტრიარქი 2024 წლის სააღდგომო ეპისტოლეში ქვეყანაში მიმდინარე პპოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება. „ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება. ყველას […]
დღეს აღდგომაა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია. ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი […]
ილია მეორე – გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს! – ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა, გაქვავებული და გასასტიკებული გული

გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს! – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია აღნიშნული. როგორც პატრიარქი ეპისტოლეში ამბობს, ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა, გაქვავებული და გასასტიკებული გული. „უფალმა, ადამის ცოდვის გამოსყიდვით, თავის მორწმუნეთათვის სინანული გახადა იმდენად ცხოველსმყოფელი, რომ […]
ილია მეორე – ყველას მოგიწოდებთ, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას მშვიდობა საქართველოსთვის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის

ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის, – ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. ილია მეორე ეპისტოლეში საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსაც ეხმიანება. “წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის […]
ეკა ხერხეულიძე – მნიშვნელოვანია არ გაჩერდეს საპროტესტო მოძრაობა – ლოცვაც შეუძლიათ გააშარჟონ, მაგრამ მსმენელი აღარ ჰყავთ, ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად გონივრულად გამოვიყენებთ ამ დღეებს

ძალიან მნიშვნელოვანია არ გაჩერდეს საპროტესტო მოძრაობა, მთელი ხიბლი ამაში მდგომარეობს – ლოცვაც შეუძლიათ გააშარჟონ, მაგრამ მსმენელი აღარ ჰყავთ, ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად გონივრულად გამოვიყენებთ ამ დღეებს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ძალაუფლება ხალხმა უნდა გადაიბაროს, რადგან ქვეყანა სწორ კალაპოტში ჩააყენოს. „ძალიან მნიშვნელოვანია არ გაჩერდეს საპროტესტო მოძრაობა, მთელი ხიბლი ამაში […]