თბილისში დღეს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები იმოძრავებს

5-6 მაისს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. კერძოდ, თბილისის მერიის ინფორმაციით, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); […]
2023 წელს სახელმწიფომ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე 2 მლნ ლარზე მეტი დახარჯა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის თანახმად, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების საერთაშორისო საბაზრო ფასის მკვეთრად შემცირების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა განახორციელა. ამავე ცნობით, პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას სახელმწიფო სუბსიდია მიიღო ხილის გადამმუშავებელმა იმ კომპანიებმა, რომლებიც 2023 წლის სექტემბრის დასაწყისიდან 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტული ვაშლი არანაკლებ […]
ფრანგმა მცხობელებმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 143,5 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხვეს

საფრანგეთის ქალაქ სურესნში, პარიზის მახლობლად, ფრანგმა მცხობლებმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 143,5 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხვეს და ამით რეკორდი დაამყარეს. ყველაზე გრძელი ბაგეტის წინა რეკორდი იტალიელ მცხობლებს ეკუთვნოდათ. როგორც ცნობილია, ბაგეტის გამოცხობას დაახლოებით 10 საათი დასჭირდა. ღონისძიების დასასრულს, რეკორდული სიგრძის ბაგეტი უსახლკაროებს დაურიგდათ. მცხობლების გუნდი, რომელმაც 143,5 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხო, 18 წევრისგან შედგებოდა. გუნდმა ყველაზე […]
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. ქრისტიანული სწავლების თანახმად, წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა […]
ისრაელის თავდაცვის ძალები რაფაჰის აღმოსავლეთ უბნების მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ რაფაჰის აღმოსავლეთ უბნების მცხოვრებლებს და იქ მყოფ დევნილებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს. თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევაკუაციისკენ მოწოდებას აკეთებენ „არაბულ ენაზე განცხადებების, ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარების და მედიის მაუწყებლობის საშუალებით“. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გუშინ განაცხადა, რომ რაფაჰში სამხედრო ოპერაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.
რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა უკრაინის ექს-პრემიერი და ყოფილი მინისტრები

რუსეთის შსს-მ ძებნილთა ბაზაში შეიყვანა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები, პავლო კლიმკინი და არსენ ავაკოვი და საინფორმაციო პოლიტიკის ყოფილი მინისტრი იური სტეცი. ისინი თანამდებობებზე პრეზიდენტ პეტრო პროშენკოს მმართველობისას დაინიშნენ. რუსეთის შსს-მ ძებნილად გამოაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი ოლექსი დანილოვიც, რომელიც ამჟამად მოლდოვაში უკრაინის ელჩია. […]
ანა ფოტიგა ე.წ “აგენტების კანონზე”: ჩვენ მივყვებით ქართველი ხალხის სურვილს

“ქართული ოცნება” ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის და ეს ევროკავშირისგან საპასუხო ქმედებებს გამოიწვევს- ამბობს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა. მისი მტკიცებით, თუ “ქართული ოცნება” საქართველოს მოსახლეობას არ მოუსმენს, მაშინ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეწყდება.
თეთრი სახლი – აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის კონტრშეტევას 2025 წელს

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის კონტრშეტევაზე გადასვლას, რაც 2025 წელს იქნება შესაძლებელი. მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული ახალი დახმარებით უკრაინა შეძლებს თავდაცვის შენარჩუნებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას 2024 წლის განმავლობაში. მომავალ წელს ომის შესაძლო სცენარზე საუბრისას კი სალივანმა განაცხადა, […]
თბილისში, ბინებზე ყველაზე დიდ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან – Galt & Taggart

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან – ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზრის პირველი კვარტლის მიმოხილვაშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, იანვარ-მარტის განმავლობაში ჟამში 9 500 ბინა გაიყიდა. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობა 4 600 ბინა პირველად ბინებზე მოდიოდა, ახალ მეორად პროექტებზე 2 200 ბინა, ხოლო მეორად ძველ […]
რუსეთმა დრონებით შეუტია უკრაინის სუმის ოლქის ენერგოობიექტებს

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს უკრაინის სუმის ოლქზე. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ ღამით განხორციელებული შეტევის სამიზნე იყო ენერგოობიექტები. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სუმის ოლქის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა. ენერგომომარაგების გარეშე დარჩა ხარკოვის ოლქის ზოგიერთი რაიონიც. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, მიმდინარეობს დაზიანებული ობიექტების აღდგენა. დილით […]