„ჰამასის“ ინფორმაციით, რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორში მედიკოსები აცხადებენ, რომ სამხრეთ ქალაქ რაფაჰში ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს 16 ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა გამოცემა AFP-ს განუცხადა, რომ ერთი ოჯახიდან შვიდი ადამიანი დაიღუპა, მეორიდან კი – ცხრა. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ ისრაელის სამხრეთ ნაწილს რაფაჰიდან რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც კერემ შალომის მახლობლად მდებარე ჯარების თავმოყრის რაიონში […]
რუსეთმა სუმის ოლქის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დრონებით შეუტია

რუსეთმა სუმის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე საჰაერო დარტყმა განახორციელა, – ამის შესახებ სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსეი დროზდენკო „ტელეგრამში“ წერს, რომ დრონებით მასიური თავდასხმის გამო, სუმის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები სარეზერვო წყაროებზე გადაერთვენ. მედიის ინფორმაციითმ ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვა არა მხოლოდ სუმიში, არამედ ლებედინში, ბელოპოლიესა და ახტირკაშიც.
სი ძინპინი საფრანგეთში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება. ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სი ძინპინი წერს, რომ საფრანგეთში სამი გზავნილით ჩავიდა: პეკინი მზადაა გახსნას „ახალი ხედები“ საფრანგეთთან ურთიერთობაში, მსოფლიოსთვის უფრო ფართოდ გაიხსნას და შეინარჩუნოს მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა. ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, იმედოვნებს, რომ ევროპაში […]
ჩვენ თქვენთან ვართ, რაც არ უნდა მოხდეს – NED-ის თავმჯდომარის მიმართვა ქართველ ხალხს

დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) თავმჯდომარემ და დირექტორმა, დეიმონ უილსონმა ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დაშლის შემდეგ, 2 მაისს გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ქართველ ხალხს ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა. მანვე ბიძინა ივანიშვილი და მმართველი პარტია გააფრთხილა და თქვა, რომ რუსული კანონის მიღებისა და საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში, შესაბამისი შედეგები დადგება. 2 მაისს გავრცელებული ვიდეომიმართვის […]
წვრილ-წვრილად მოგახსენებთ, რომელი დეპუტატის თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ოჯახის წევრები დგანან აქციებზე ბღავილით “არა რუსულ კანონს”- ნინო ჯღარკავა

ჩაიაროს აღდგომის დღესასწაულმა და მერე წვრილ-წვრილად მოგახსენებთ რომელი დეპუტატის თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ოჯახის წევრები დგანან აქციებზე ბღავილით არა რუსულ კანონს”– წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში. “მოგახსენებთ იმ თანამდებობის პირების გვარებსაც, რომლებიც ემზადებიან გადასახტომად და ერთ-ერთ აქციაზე გააკეთებენ განცხადებას მე გადავდექი, მათ შორის ერთი-ორი პოლიტსაბჭოს წევრიც იქნება! სადაც ვიწროა იქ გაწყდეს, მე თქვენ ჩემს წილ […]
გაირკვა ითამაშებს თუ არა კვარაცხელია “უდინეზესთან”

“ნაპოლის” საიტმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც “უდინეზესთან” მატჩის განაცხადში შეიყვანა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია არ არის. კვარაცხელიამ 3 მაისს, ვარჯიშზე მარცხენა ბარძაყის კუნთის მცირე დაზიანება მიიღო, გუშინ სპორტულ დარბაზში ტრენაჟორებზე დაიტვირთა, სათამაშოდ მზად არ არის და გუნდს უდინეში არ გაჰყვა. “ნაპოლის” აგრეთვე პიოტრ ზილენსკი და ჯაკომო რასპადორი ვერ დაეხმარებიან, რომელმაც მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა […]
“მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” – ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას – ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფზაზავას თავს დაესხნენ. მისი განცხადებით, შემთხვევა ლანჩხუთში, მის საცხოვრებელთან მოხდა. “საღამოს შვიდ საათზე მე და ჩემმა ბიჭმა გადავწყვიტეთ, სოფელში ჩემს დასათან წავსულიყავით. სადარბაზოდან რომ ჩამოვედით, ეზოში მანქანა შემოვიდა, სადარბაზოსთან გააჩერეს, გინება დამიწყეს, “შენ ნაციონალო”, პოლიტიკური კუთხით”,- განაცხადა “მთავარ არხთან” აფხაზავამ. მისივე თქმით, თავდამსხმელებს ჰქონდათ ჯოხები. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა “მასწავლების […]
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა. სახალხო შეჯიბრი, რომელიც ყოველ აღდგომას იმართება და რომელშიც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთის მაცხოვრებლები ეჯიბრებიან, ამჯერად ზემო შუხუთის გამარჯვებით დასრულდა.
იდენტიფიცრებულია პირი, ვინც ლადო აფხაზავას ლანჩხუთში თავს დაესხა

იდენტიფიცრებულია პირი, ვინც ლადო აფხაზავას ლანჩხუთში თავს დაესხა იდენტიფიცრებულია პირი, ვინც ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას ლანჩხუთში თავს დაესხა. კობა ფიფაიშვილი სასწრაფო დახმარების სამსახურში მძღოლად მუშაობს. “პირველებმა” თავდასხმის ამსახველი ფოტო მოიპოვა. შეგახსენებთ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ. შემთხვევა, ლანჩხუთში მოხდა. აფხაზავა “პირველებთან” მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს იცნობს. მისი თქმით, თავდამსხმელები […]
თბილისში ბინის ქირის საშუალო ფასი შემცირდა – როგორია მ²-ის დაქირავება რაიონების მიხედვით?

მარტში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ მ²-ზე 9.9 დოლარი შეადგინა, რაც თვიური 0.2%-იანი შემცირებაა. Galt & Taggart-ის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ბინის საშუალო ქირას კლების ტენდენცია აქვს. მიმოხილვის მიხედვით, მარტში ბინის დაქირავება ყველაზე ძვირი ვაკესა და მთაწმინდაზე იყო. ქირის ღირებულებით თბილისის რაიონების რეიტინგი ასეთია: Galt & Taggart-ის მიმოხილვის ავტორებმა მარტის […]