“კი ევროპას, არა რუსულ კანონს” – ბათუმში მსვლელობა მიმდინარეობს

“კი ევროპას, არა – რუსულ კანონს” – ბათუმში ამ სახელწოდებით რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობა მიმდინარეობს. ახალგაზრდებმა მსვლელობა ბათუმის უნივერსიტეტიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ იქამდე, სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ. “რეალურად ბრძოლა არ შეიძლება მარტო შემოიფარგლოს ქუჩაში გასვლით მხოლოდ. ბრძოლა გაგრძელდება აუდიტორიებში, საკლასო ოთახებში, საჯარო სამსახურებში სხვადასხვა გზით. ეს ბრძოლა გაგრძელდება ანამ სანამ […]
laola1: შეძლებს “შტურმი” “ქართველი მესის” შენარჩუნებას? – ეს ორ ფაქტორზეა დამოკიდებული

გუშინ, ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში, კაცნაკლული “შტურმი” სახლში “ჰარტბერგთან” მარცხისგან ოთარ კიტეიშვილმა გატანილი გოლით იხსნა – 1:1. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გრაცული გუნდი “ზალცბურგს” 4 ქულით უსწრებს და თუ 12 მაისს ლინცში ლასკ-ს სძლია, ვადამდე მოიპოვებს ოქროს მედლებს და ოქროს დუბლსაც გაიფორმებს. laola1-მა კიტეიშვილს წერილი მიუძღვნა, აღნიშნა, რომ “შტურმთან” კონტრაქტი მალე უმთავრდება და მისი […]
რაფას მცხოვრებლები ამბობენ, რომ ისრაელმა იერიში დაიწყო

ადგილობრივების ცნობით, ისრაელმა იერიში დაიწყო ქალაქ რაფაში. ეს პალესტინელების თქმით, ევაკუაციის საჭიროების გაფრთხილებიდან რამდენიმე საათში მოხდა. რაფა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარეობს. ქალაქსა და მის შემოგარენს ის უამრავი ადამიანი აფარებს თავს, ვინც ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად, სექტორის დანარჩენი ნაწილები დატოვა. ისრაელი ქალაქში “ჰამასის” ობიექტებზე სრულმასშტაბიანი თავდასხმით იმუქრება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კი ქაიროში წინ არ მიდის. […]
ტრაგედია სვანეთში – სამაშველო ოპერაცია გრძელდება

სამძებრო-სამაშველო ღონისძიების მეოთხე დღე სვანეთში – მაშველები ორ დაკარგულ ახალგაზრდას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ნაკრაში გაუჩინარებული ეკა ვიბლიანის ცხედარი გუშინ იპოვეს. მასთან ერთად, ავტომობილში კიდევ ორი მოზარდი – გიორგი ვიბლიანი და საბა გვარმიანი იყო. შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა.
გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, დაშავდა მოზარდი

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, 35 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა, ავტომობილში მყოფი 13 წლის მოზარდი კი დაშავდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 […]
ჯოზეფ ბორელი – რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ისრაელის ბრძანება ყველაზე უარესს ნიშნავს: მეტ ომსა და შიმშილს – ისრაელმა სახმელეთო შეტევაზე უარი უნდა თქვას

ისრაელმა რაფაჰში სახმელეთო შეტევაზე უარი უნდა თქვას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ისრაელის ბრძანება ყველაზე უარესს ნიშნავს: მეტ ომსა და შიმშილს. ეს მიუღებელია. ისრაელმა სახმელეთო შეტევაზე უარი უნდა თქვას“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. მისი თქმით, „ევროკავშირს, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მოქმედება შეუძლია […]
რუსეთის დუმამ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა ეკრძალებათ

რუსეთის დუმამ „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც „უცხოელ აგენტებს“ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას უკრძალავს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე კანონში „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ“ ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის მიხედვით, უცხოელი აგენტის სტატუსის მქონე პირებს კანდიდატად დარეგისტრირება არჩევნების […]
ბათუმში სტუდენტები მსვლელობას – “კი ევროპას არა რუსულ კანონს” გამართავენ

“კი ევროპას არა რუსულ კანონს” – ამ ლოზუნგით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები იკრიბებიან. მათი განცხადებით, უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლებას არ აქვს მცდელობა, რომ ე.წ რუსული კანონი უკან გაიწვიოს. სტუდენტების თქმით, დღეს პროტესტის ნიშნად ბათუმის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ. “შემოგვიერთდით უნივერსიტეტის კიბეებთან და ერთად დავიძრათ ქალაქის ქუჩებში. ამ ფორმით გვსურს, რომ ჩვენი ხმა ხელისუფლებას მივაწვდინოთ, რათა ყოველგვარ […]
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე – ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვა “რუსულს” იტყოდა – როგორც ჩანს, ეს ხალხი გადაფარებულია შავ ფულს

მათი “არგუმენტი” იყო, ეს არის „რუსული კანონი“, „რუსულში ასე წერია“, „თქვენთანაც ასე ხომ არ წერია“, ანუ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვა “რუსულს” იტყოდა, – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტების შეფასებებს. მისი განცხადებით, ერთადერთი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონის მიხედვით ევალებათ, არის ყოველწლიურად […]
სროლა თბილისის ცენტრში – კონფლიქტს ოთხამდე გასროლა მოჰყვა – მედია

მთავარი არხის ცნობით, სროლა იყო თბილისის ცენტრში – ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე, 5 ნომერში პოლიციაა მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით მეზობლებს შორის კონფლიქტს 4-მდე გასროლა მოჰყვა. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ დაპირისპირება ძაღლის გამო მოხდა, ხოლო მეორე ვერსიით, აივნიდან გაისროლეს, კონფლიქტის მონაწილეების დასაშლელად. დაჭრილი არავინაა. არსებული ინფორმაციით, პოლიციას არავინ დაუკავებია.