ზვავსაშიშროების გამო, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ისრაელის ტანკი დააფიქსირეს

რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ღაზას მხარეს ისრაელის ტანკი დააფიქსირეს. კადრები, რომელშიც ისრაელის ტანკი ჩანს Channel 12 news-ის პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ამიტ სეგალმა თავის „ტელეგრამ“ არხზე გაავრცელა. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაფაჰის აღმოსავლეთ გარეუბნებში ისრაელის ტანკები გამოჩნდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებს რაფაჰში ოპერაციის დაწყების შესახებ საჯარო განცხადება, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია. ცნობისთვის, ისრაელმა გუშინ, მას შემდეგ რაც ევაკუაციის […]
“კრისტალ პალასმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” 4:0 დაამარცხა [VIDEO]

პრემიერლიგის 36-ე ტურში “კრისტალ პალასმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და 4:0 გაიმარჯვა. მე-12 წუთზე ანგარიში “არწივების” გარემარბმა მაიკლ ოლისემ გახსნა, მე-40 წუთზე ჟან-ფილიპ მატეტამ სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში უპირატესობას კვლავ ლონდონელები ფლობდნენ და 58-ე წუთზე ტაირიკ მიჩელმა მესამე გოლი გაიტანა. 66-ე წუთზე კი ოლისემ დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ამრიგად, “მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერლიგის […]
მედიის ცნობით, ჰაკერებმა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში შეაღწიეს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა განხორციელდა. BBC-ს და Sky News-ის მიერ მოპოვებული მონაცემებით, ჰაკერებმა შეაღწიეს სამხედრო მოსამსახურეების და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების პირადი მონაცემების ბაზაში. არაოფიციალური ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მომხდარის შესახებ პარლამენტს დღეს, 7 მაისს აცნობებს. BBC-სთვის კიბერთავდასხმის ორგანიზტორი უცნობია. Sky News-ის თანახმად, ჰაკერებს კავშირი აქვთ ჩინეთის ხელისუფლებასთან, თუმცა, ბრიტანეთის მთავრობა კონკრეტულ ქვეყანას არ დაასახელებს. […]
აშშ და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ აგზავნიან

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ აგზავნის, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანობა არ არსებობს, – ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს. ამასთან, სააგენტო dpa ბრიუსელში მყოფ რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომ საფრანგეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი აპირებენ მიიღონ რუსული მხარის მიწვევა, „საკომუნიკაციო არხების ღიად შენარჩუნების მიზნით“. ამასთან, ევროკავშირის […]
კატარის დელეგაცია, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებების განახლების მიზნით, კაიროში ჩავა

კატარის დელეგაცია, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებების განახლების მიზნით, დღეს კაიროში გაემგზავრება, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა. მისი თქმით, „ჰამასმა“ ორშაბათს შუამავლებს ზავის წინადადებაზე პასუხი გაუგზავნა. კატარის ხელისიფლება, რომელიც ეგვიპტესთან და შეერთებულ შტატებთან ერთად ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს, იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები ღაზაში ცეცხლის […]
ისრაელში მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები გამართეს და მთავრობას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებზე დათანხმებისკენ მოუწოდეს

ისრაელში ათასობით მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა და ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს, რომელიც „ჰამასმა“ მიიღო. თელ-ავივში, თავდაცვის შტაბთან დაახლოებით 1 000 მომიტინგე შეიკრიბა, ხოლო იერუსალიმში შეკრებილი დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციისკენ გაემართნენ და ხელში ეჭირათ ბანერი წარწერით „სისხლი თქვენს ხელებზეა“. The Times of Israel-ის ცნობით, პოლიციამ ორჯერ დაარბია მომიტინგეები, რომლებიც თელ-ავივის აიალონის […]
“იყო მოლოდინი, რომ ამას ივანიშვილი 29–ში იტყოდა… მზად უნდა ვიყოთ ამ სპეცოპერაციისთვის” – ჯანგირაშვილი

ეს თემა დიდი ხანია ტრიალებს და ადრე თუ გვიან დაიდება ღიად. ქოცები რუსებს ეუბნებიან, არჩევნების წინ რამე სათქმელი მაინც მოგვეცითო, აი გარეჯი რომ საქართველოა იმ პონტში, თორემ წავაგებთო. რუსი ჯერ ვერ იმეტებს რამე ისეთს, მოსატყუებლად მაინც რომ ვარგოდეს. თუმცა ალბათ რამეზე შეჯერდებიან და გამოაგდებენ საქართველოს რუსეთში შეთრევის მორიგ გეგმას და ამას დაარქმევენ “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“. […]
ოლაფ შოლცი – რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების დაახლოებით 90% უკრაინისთვის იარაღის შესყიდვაზე უნდა დაიხარჯოს

ევროპაში მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების დაახლოებით 90% უკრაინისთვის იარაღის შესყიდვაზე უნდა დაიხარჯოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, გამოხატა რა მხარდაჭერა ევროკავშირის ადრინდელი წინადადების მიმართ, რომელიც გაყინული რუსული აქტივების უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყენებას ითვალისწინებს. ”მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე შევთანხმდეთ, რომ ეს თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღის შესაძენად არა მხოლოდ […]
რუსქოცობა ახალ მზაკვრობას ამზადებს – ბატიაშვილი

როგორც ჩანს, რუსქოცობა ქართველების დასაშოშმინებლად და მოსათაფლად ახალ მზაკვრობას ამზადებს (და ამაზე მინიშნებებს ქოცები უკვე აკეთებენ). კერძოდ, საქართველოს მიერ დასავლეთთან ინტეგრაციაზე უარის თქმის “საკომპენსაციოდ” გვთავაზობენ ქვეყნის “გაერთიანების” მოსკოვისეულ გეგმას. ამ გეგმის მიხედვით უნდა შეიქმნას ერთგვარი კონფედერაცია თბილისის, ცხინვალისა და სოხუმის მონაწილეობით, სადაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს უფლება ექნებათ ვეტო დაადონ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს (რუსებმა […]