ენმ მოუწოდებს პროკურატურას, დროულად დაიწყოს გამოძიება ხაბეიშვილის თავდასხმაზე

ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს პროკურატურას, დროულად დაიწყოს გამოძიება პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თავდასხმაზე. ამის შესახებ პარტიის წევრებმა პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. “პოლიტიკური და ფიზიკური ანგარიშსწორება პროდასავლელ ოპოზიციის ლიდერზე, რომელიც იბრძვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოძიება დაიწყოს, დამნაშავეები დაისაჯონ. თუმცა ყველამ ვიცით, პროკურატურის ხასიათი, ივანიშვილის პოლიტიკური გეგმების აღმასრულებელი არის ბატონი […]

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კოცერტები გაიმართება

მუსიკოსთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, საქართველოში საქველმოქმედო კონცერტების სერია გაიმართება სახელწოდებით – ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის. პირველი საქველმოქმედო კონცერტი დედაენის ბარში, ჯემ სესია სანდრო ნიკოლაძესთან ერთად დღეს, 7 მაისს 21:00 საათზე ჩატარდება. დასწრების ღირებულება 15 ლარი იქნება, ხოლო შემოსული თანხა საპროტესტო აქციების საჭიროებებს, დაჭერილი ხალხის ჯარიმებს თუ გირაოს მოხმარდება. “საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი წარმოგიდგენთ საქველმოქმედო კონცერტების […]

სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს

სვანეთში, მდინარე ნაკრაში ავტომობილით გადავარდნილი სამი მოზარდიდან, მაშველებმა მეორე ცხედარიც იპოვეს – ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი მაშველებმა 5 მაისს იპოვეს. ავტომობილით მესტიაში, სოფელ ნაკრისკენ მიმავალი სამი არასრულწლოვანი ხევში 3 მაისს გადავარდა და მდინარე ნაკრაში ჩავარდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯასტინ ტრუდომ სატელეფონო საუბრისას შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სატელეფონო საუბრისას შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო სამიტი განიხილეს. „დღეს, პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე. პირველივე დღიდან ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას მხარს ვუჭერთ და რუსეთის თავდასხმების დასასრულებლად უკრაინის გვერდით ვდგავართ. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა თავისი მშვიდობის ფორმულისკენ ისწრაფვის, მე მას ვაცნობე: უკრაინას შეუძლია კანადის მხარდაჭერის იმედი ყოველთვის ჰქონდეს“,- განაცხადა […]

რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში ბამბა

საქართველოში მიმდინარე წლის 3 თვეში $1 156 760-ის 130 ტონა ბამბა შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით ბამბის იმპორტი ჩინეთიდან განხორციელდა $447 750 -ის 67 ტონა, შემდეგ მოდის თურქეთი $237 650-ის 18 ტონა და სომხეთი $139 780-ის 22 ტონა. იმპორტი ასევე განხორციელდა უკრაინიდან, პოლონეთიდან და ლატვიიდან.

სანდრო ბაზაძე სეულის გრან-პრის ვიცეჩემპიონია

მსოფლიოს N1 მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სეულის გრან-პრის ვიცეჩემპიონია. ქართველმა სპორტსმენმა ფინალური ბრძოლა ეგვიპტელ ზიად ელსისთან ანგარიშით 13:15 დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. სანდრო ბაზაძემ სეულის გრან-პრიზე ვერცხლი ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებული ზიად ელსისი, ბრინჯაოს პრიზიორები კი ამერიკელი მოფარიკავეები ფილიპ დოლეგიევიჩი და კოლინ ჰიჩკოკი გახდნენ. შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე საქართველოს ღირსებას 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – გვქონდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ტერორისტული მიზნებისთვის იყენებდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტზე კონტროლის დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებდა, რომ აღმოსავლეთ რაფაჰში სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ტერორისტული მიზნებისთვის იყენებდნენ. თავდაცვის ძალების მტკიცებით, რაჰაფში „ზუსტ“ ოპერაციას ახორციელებენ. „სადაზვერვო ინფორმაციის შემდეგ, რომელიც მიუთითებდა, რომ რაფაჰის გადასასვლელი აღმოსავლეთ რაფაჰში ტერორისტული მიზნებისთვის გამოიყენებოდა, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტის ღაზის […]

საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ეწვევა

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი 7 მაისს საქართველოს ეწვევა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. მასთან ერთად საქართველოში ჩამოდის გერმანული კერძო კომპანიების დელეგაცია. გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. მათივე ცნობით, შეხვედრებზე […]

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გლდანი-ნაძალადევის რაიონის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს. „დღეს, 7 მაისს, საგურამოს სათავე ნაგებობის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები დილის 09:00 მიმდინარეობს. აღიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 7 […]

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი-6000 დავითგარეჯელი მოწამეს ხსენების დღე და ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული

6 000 გარეჯელი მოწამე — წმიდანი ექვსი ათასნი მოწამენი, დავით გარეჯის უდაბნოში მოწყვეტილნი (გ. 1616). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანნი. ხსენების დღე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. დავით გარეჯის ლავრა დასაბამს VI საუკუნიდან იღებს და იმთავითვე ხდება საქართველოს სულიერებისა და კულტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე კერა. დავით გარეჯის ლავრას იქ მოღვაწე ბერ-მონაზონთა სიმრავლის გამო ბერთა ქალაქს უწოდებდნენ. ლავრა მრავალგზის […]