სალომე ზურაბიშვილი: არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი, არც სამშობლო

სალომე ზურაბიშვილი: არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი, არც სამშობლო “ეგრეთწოდებული ერთმორწმუნე და ვითომცდა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის…. და ამ ყველაფრის მიუხედავად ვიღაცეებს მეგობრები და მტრის შორის […]
“მთავარი პრობლემა სინამდვილეში არა „რუსული კანონი“, არამედ ერთპიროვნული მმართველობაა, რომელიც ჩვენს 83 დეპუტატს აიძულებს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს” – იაგო ხვიჩია

“მთავარი პრობლემა სინამდვილეში არა „რუსული კანონი“, არამედ ერთპიროვნული მმართველობაა, რომელიც ჩვენს 83 დეპუტატს აიძულებს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს” – იაგო ხვიჩია ჩემი აზრით, მილერის განცხადებამდე ოლაფ შოლცის განცხადების შემდეგ ცხადი იყო, საით მიდიოდა ეს სიტუაცია, – ამის შესახებ “გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა. ხვიჩიას თქმით, მთავარი […]
7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს შეიძლება პასუხი მიიღოთ კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია, გაღელვებთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს – მოსმენილი გაგახარებთ. გახსოვდეთ, რომ წარმატების მისაღწევად ყველა ხერხი არ გამოდგება. კურო გინდათ თუ არა, ამ დღეს მოგიწევთ საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ და მათი […]
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებია

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა […]
მესტიაში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი სამი მოზარდიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიაში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ნაპოვნია 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი. ორი დღის წინ იმავე ლოკაციაზე იპოვეს 16 წლის ეკა ვიბლიანიც ცხედარიც. მესამე დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოები გრძელდება. მდინარე ნაკრაში მაშველები ახალგაზრდებს 5 დღეა ეძებენ. საძიებო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩართული არიან ადგილობრივებიც. 2 […]
უამინდობამ გლდანის რაიონი დააზარალა – მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის განცხადებით, უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები გამოიწვია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მცხოვრების ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა. რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევის და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს. ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია […]
საქართველოს რკინიგზა ბლექ სი არენაზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით დამატებით რეისს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა 10 მაისს ბლექ სი არენაზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით დამატებით რეისს ნიშნავს. OneRepublic-ის კონცერტზე თბილისიდან შეკვეთილში მატარებლით შეგიძლიათ იმგზავროთ. დამატებითი რეისი 10 მაისს თბილისიდან 12:40-ზე დაიძვრება, შეკვეთილში კი 17:05-ზე ჩავა. უკან კი თბილისის მიმართულებით შეკვეთილიდან 01:21-ზე გამოვა. დამატებითი რეისის ბილეთები უკვე გაყიდვაშია.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტები გაიმართება

მუსიკოსთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, საქართველოში საქველმოქმედო კონცერტების სერია გაიმართება სახელწოდებით – ქართველი მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის. პირველი საქველმოქმედო კონცერტი დედაენის ბარში, ჯემ სესია სანდრო ნიკოლაძესთან ერთად დღეს, 7 მაისს 21:00 საათზე ჩატარდება. დასწრების ღირებულება 15 ლარი იქნება, ხოლო შემოსული თანხა საპროტესტო აქციების საჭიროებებს, დაჭერილი ხალხის ჯარიმებს თუ გირაოს მოხმარდება. “საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი წარმოგიდგენთ საქველმოქმედო კონცერტების […]
წვიმის გამო თბილისში პრობლემები შეიქმნა

„განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა“, – აცხადებენ მერიის პრესსამსახურში. წვიმის გამო დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, წაიქცა ხეც და ჩამოიშალა ფერდის ნაწილი. მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც.
მაშველებმა სვანეთში, მდინარე ნაკრაში კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა სვანეთში, მდინარე ნაკრაში მეორე ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ავტომობილი, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, მდინარეში 2 მაისს გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში სამი მოსწავლე, ერთი გოგო და ორი ბიჭი იმყოფებოდა. მაშველებმა რამდენიმე დღის წინ მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი იპოვეს.