სალომე ზურაბიშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. ასევე, განხილვის თემა იყო საქართველოს ევროპული მომავალი და “ევროინტეგრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეტაპი”.
თბილისის მერია: გლდანის რაიონში დაიტბორა ეზოები, ჩამოიშალა მიწა

მერიის ცნობით, თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები გამოიწვია. მათივე განცხადებით, განსაკუთრებით გლდანის რაიონი დაზარალდა. “მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა. რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევისა და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს”. – წერია მერიის განცხადებაში. მერიის ცნობით, ყველგან, სადაც […]
საქართველოსა და კამბოჯის ეროვნული ბანკები დედოლარიზაციის პროცესზე იმუშავებენ

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს კამბოჯის ეროვნული ბანკის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის დროს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც დედოლარიზაციაზე, ანუ დოლარზე დამოკიდებულების შემცირებაზე მუშაობასაც ისახავს მიზნად. მემორანდუმს ხელი მოაწერა კამბოჯის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჩია სერეიმ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. “მხარეები უზრუნველყოფენ რეგულარულ ტექნიკურ თანამშრომლობას ექსპერტულ დონეზე […]
“ტიუკავინი “არსენალში” გადასვლის კანდიდატია” – რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ნიკოლაი პისარევმა მოსკოვის “დინამოს” თავდამსხმელის კონსტანტინ ტიუკავინის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზრდა ფორვარდს ლონდონის “არსენალში” თამაში შეუძლია. “ტიუკავინი “არსენალში” გადასვლის კანდიდატია, მისი ხასიათი კარგად ვიცი და კონსტანტინი ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია, კარის ხაზთან გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად იღებს და თავდამსხმელისთვის საჭირო გოლის გატანის ალღო აქვს”, – განაცხადა ტიუკავინმა Match TV-სთან ინტერვიუში. 21 […]
10 მაისს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა

პარასკევს, 10 მაისს, მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ დასვენების დღეს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. დღის წესრიგის მიხედვით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 10 მაისს 3 საკითხი უნდა განიხილოს, თუმცა მათ შორის არ არის რუსული კანონი. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, 10 მაისს სხდომა იმიტომ ჩაინიშნა, რომ იურიდიულ კომიტეტს ბევრი საკითხი დაუგროვდა, რასაც კომიტეტი პარასკევს განიხილავს. რუსულ კანონს კი […]
„თეგეტა“ ონტოფოს ასწლოვანი ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად

„თეგეტა ჰოლდინგი“ სოფელ ონტოფოს საუკუნოვანი ბიბლიოთეკის ტექნოლოგიურ აღჭურვაში ჩაერთო. კომპანიამ, განათლების მხარდაჭერის მიზნით, ისტორიულ სამკითხველოს მულტიფუნქციური სმარტ ბორდი გადასცა და ბიბლიოთეკა საჭირო წიგნებით შეავსო. აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ ონტოფოში პირველი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მხარდაჭერითა და ადგილობრივების ძალისხმევით 1912 წელს დაარსდა. 111 წლის შემდეგ ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები საუკუნოვანი იდეის დაცვის გარშემო გაერთიანდნენ და […]
მუსიკოსები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მხარდასაჭერად კონცერტებს გამართავენ

ქართველი მუსიკოსები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მხარდასაჭერად სხვადასხვა ლოკაციაზე საქველმოქმედო კონცერტებს გამართავენ. ორგანიზატორთა განმარტებით, შესული თანხა საპროტესტო აქციების საჭიროებებს, დაჭერილი მოქალაქეების ჯარიმებსა და გირაოს მოხმარდება. “საქართველოს გეზი ევროპისკენ მიდის, ყველა სხვა გზა კურსიდან გადახვევაა, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით. პირველი საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება დედაენის ბარში, ჯემ სესია სანდრო ნიკოლაძესთან ერთად”, – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.
ადვოკატი – ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში – დუმს პროკურატურა, მთავარი პროკურორი, კაციტაძის უწყება, მათ კანონი ავალდებულებს, რომ აღნიშნული დანაშაული გამოიძიონ

ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში. ჩვენი კანონით, ჩვენი კონსტიტუციით ეს უტოლდება წამებას და გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ძალადობა არავის შერჩება. „დღეს დუმს საქართველოს პროკურატურა და დუმს მთავარი პროკურორი. […]
„უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობას, ინიციატივებს თუ კანონებს“ – კავკასიის უნივერსიტეტი

კავკასიის უნივერსიტეტი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ უნივერსიტეტი მტკიცედ დგას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ერთგულებაში და ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობას, ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. „ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო, პოზიცია უცვლელია – ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა და ეს არაა ახალი არავისთვის, ვისაც მცირედით მაინც ჰქონია კავკასიის […]
„თეგეტა“ ონტოფოს ასწლოვანი ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად

„თეგეტა ჰოლდინგი“ სოფელ ონტოფოს საუკუნოვანი ბიბლიოთეკის ტექნოლოგიურ აღჭურვაში ჩაერთო. კომპანიამ, განათლების მხარდაჭერის მიზნით, ისტორიულ სამკითხველოს მულტიფუნქციური სმარტ ბორდი გადასცა და ბიბლიოთეკა საჭირო წიგნებით შეავსო. აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ ონტოფოში პირველი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მხარდაჭერითა და ადგილობრივების ძალისხმევით 1912 წელს დაარსდა. 111 წლის შემდეგ ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები საუკუნოვანი იდეის დაცვის გარშემო გაერთიანდნენ და […]