ანა ნაცვლიშვილი – პარასკევს, უქმე დღეს ჩაინიშნა იურიდიული კომიტეტის სხდომა, „რუსული კანონი“ ჯერ არ წერია დღის წესრიგში, მაგრამ საკითხის დამატება შესაძლებელია – შესაძლოა, სწორედ პარასკევს მიიღონ მესამე მოსმენით, კომიტეტზე

პარტია „ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შესაძლოა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, პარასკევს, 10 მაისს მიიღოს. მისი თქმით, საკითხის განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში ასახული არ არის, თუმცა დამატება შესაძლებელია. როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, ათიათასობით ადამიანი აგრძელებს პროტესტს და არავინ აპირებს საგარეო კურსის ცვლილებასთან შეგუებას. ამასთან, მისი თქმით, „ქართულ ოცნებაზე“ საერთაშორისო […]

პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევისთვის არსებული ჯარიმების ოდენობის გაზრდა და ახალი სანქციების დაწესება იგეგმება

პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევისთვის არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება და ასევე, ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. მთავრობის ინიციატივით, “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ მთელი რიგი მიმართულებით ცვლილებები ხორციელდება. პროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. იზრდება კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები და შემოდის სიახლე – წესდება ჯარიმები სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევებზე. კერძოდ, ეკონომიკური […]

ჯოზეფ ბორელი – რაფაჰზე ისრაელის შეტევა დიდი რაოდენობით მსხვერპლს გამოიწვევს

რაფაჰზე ისრაელის შეტევა დიდი რაოდენობით მსხვერპლს გამოიწვევს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „რაფაჰზე შეტევა ისევ დაიწყო, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოთხოვნისა, ნეთანიაჰუს ყველა სთხოვს, რომ შეტევა არ განახორციელოს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ღაზაში უსაფრთხო ზონები არ […]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო თევზჭერის სამი ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, ორ შემთხვევაში, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას თევზჭერის აკრძალული საშუალებით – ელექტროშოკური მოწყობილობით ახდენდნენ. ერთი მოქალაქე კი, თევზჭერისას ასევე აკრძალულ საშუალებას – ფეთქებად ნივთიერებას იყენებდა. „სამართალდამრღვევებს უკანონოდ […]

მესტიაში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი სამი მოზარდიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიაში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი სამი მოზარდიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს მესტიაში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ნაპოვნია 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი. ორი დღის წინ იმავე ადგილზეე იპოვეს 16 წლის ეკა ვიბლიანიც ცხედარიც. მესამე დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოები გრძელდება. მდინარე ნაკრაში მაშველები ახალგაზრდებს 5 დღეა ეძებენ. საძიებო სამუშაოებში, […]

ავარიას კახეთში ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

კახეთში 34 წლის მამაკაცს ავტომობილი შეეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მერსედესის მარკის ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით, ქვეითი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„შუა დერეფანში“ ტვირთბრუნვა გაიზარდა

„შუა დერეფანში“ ტვირთბრუნვა გაიზარდა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ასოციაციის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში ე.წ „შუა დერეფნით“ 7.3 ათასი TEU კონტეინერი გადაიზიდა, 2023 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4 ათასი ერთეული იყო. ასოციაციის ინფორმაციით, ტრანსკასპიური მარშრუტით, იანვარ-მარტში 771 ათასი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდა, 77.8%-ით მეტი 2023 წლის I კვარტალთან შედარებით. გასულ წელს „ტრანსკასპიური […]

ვუგულშემატკივროთ 9 წლის ნიკო მენაბდეს

პატარა ქართველი ემიგრანტი ნიკოლოზ მენაბდე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის “Goldene Note”-ის ფინალშია და იბრძვის პირველი ადგილისთვის, რომლის მფლობელსაც ჟიური გამოავლენს, მაგრამ თქვენი ხმა ნიკოს შანსს მისცემს “მაყურებლის სიმპათია” მოიპოვოს. ხმის მისაცემად ბმულზე გადასვლის შემდეგ, ნიკოს გარდა კიდევ ორ, თქვენთვის სასურველ სხვადასხვა კატეგორიის მონაწილეს უნდა მისცეთ ხმა. ხმის მიცემის შემდეგ დააწკაპუნეთ წარწერაზე “jetzt abstimmen”, რითაც პროცესი დასრულდება […]

სერგო ჩიხლაძე – საქმე გვაქვს „ქართული ოცნების“ მორიგ „ვირეშმაკობასთან“ – უმრავლესობა ცდილობს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი უცებ შემოაცუროს, მით უმეტეს, რომ მესამე მოსმენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება

ეს არის „ქართული ოცნების“ მორიგი „ვირეშმაკობა“ – რა თქმა უნდა, ლეგიტიმური ეჭვია, რომ ეს არის იმისთვის გაკეთებული, რომ უცებ შემოაცურონ [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის] მესამე მოსმენაც, მით უმეტეს, რომ მესამე მოსმენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტში 10 მაისს, უქმე დღეს იურიდიული კომიტეტის […]

რელიგიის სააგენტო – ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა გიორგობა კახში იზეიმეს

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანობის წმინდანის, საქართველოს მფარველი წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, გიორგობისდღესასწაულს – 6 მაისს და 23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი მრევლის, საქართველოს საპატრიარქოს, პარლამენტის დამთავრობის წარმომადგენლები ტრადიციულად, კახის რაიონში, თანამემამულეებთან ერთად ზეიმობენ. „დღევანდელ ზეიმს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან გიორგობა მაცხოვრის ბრწინვალე […]