,, ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას” – რას წერს ანრი ოხანაშვილი

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 10 მაისს, უქმე დღეს, იურიდიულ კომიტეტზე ,,რუსული კანონი” უნდა განიხილონ, კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ფეისბუქზე ეხმაურება: ,,პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან 🇬🇪🇪🇺 ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით. გამჭვირვალობის კანონპროექტს […]

,,ხალხო ახალი განსაცდელი გველის…” – რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ხალხო ახალი განსაცდელი გველის. კრემლის პროპაგანდამ დედა დედაა მამა მამაას საფეხური გაიარა უკვე და ახალ ლეველზე ავიდა. გუშინ მარგარიტა სიმონიანი ამტიცებდა, მთელი დასავლეთი გაგიჟდა, ადამიანს შეუძლია თუ ადამიანობა მობეზრდა სპილოდ ან ოქროს თევზად გადაკეთდესო. მარტო რუსეთში ვართ ნორმალურები და ყველა ნორმალური ამის მერე დასავლეთიდან ჩვენთან გადმოვა და […]

“ტურისტული ობიექტები საუბრობენ, რომ წელს სუსტი წელი იქნება”- კაფე “სანფლაუერსი”

შატილში მდებარე კაფე „სანფლაუერის“ დამფუძნებელი, გიორგი ჭინჭარაული BM.GE-სთან რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივ სასტუმროებში ჯავშნები საკმაოდ მცირეა. მისი ინფორმაციით, რეგიონში ამ ეტაპზე ყველა ობიექტი დაკეტილია, რადგან შატილში ჯერ კიდევ უამინდობაა, თუმცა მოსახლეობა გასულ წლებთან შედარებით, შემცირებულ ჯავშნებზე საუბრობს და ამბობენ, რომ წელს სუსტი წელი იქნება. „ამ ეტაპზე არაფერია გახსნილი. სულ რაღაც 3 […]

ევროკავშირი რუსეთის გაყინული აქტივებიდან შემოსავლის 90%-ის უკრაინისთვის გაგზავნას გეგმავს

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, უკრაინის თავდაცვისთვის გამოყონ რუსეთის გაყინული აქტივებიდან შემოსავლის 90%. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგება წელიწადში რამდენიმე მილიარდ ევროს შეადგენს. შოლცმა აღნიშნა, რომ შეთანხმება უკვე დასკვნით ეტაპზეა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა “დიდი შვიდეულის” (G7) პარტნიორებს შესთავაზა, […]

ნაცვლიშვილი: პარასკევს, 9-ზე კომიტეტი ჩაინიშნა, კანონი, შესაძლოა, მესამე მოსმენით მიიღონ

ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი წერს, რომ უქმე დღედ გამოცხადებულ პარასკევს, 10 მაისს, დილის 9 საათზე, იურიდიული კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. ნაცვლიშვილის თქმით, დღის წესრიგში რუსული კანონი არ წერია, მაგრამ სხდომაზე საკითხის დამატება შესაძლებელია. “პარასკევს, უქმე დღეს, დილის 9:00 საათზე ჩაინიშნა იურიდიული კომიტეტის სხდომა. რუსული კანონი ჯერ არ წერია დღის წესრიგში, მაგრამ სხდომაზევე საკითხის დამატება შესაძლებელია და […]

“რომ ვუყურებ ჩემს ხალხს, გული მტკივა.. ჩემს მესიჯს სცენიდან ვიტყვი” – ნყცა ბუზალაძე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე

ნუცა ბუზალაძე ამბობს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ევროვიზიის სცენიდან გააკეთებს კომენტარს. ნუცა პროექტის მეორე ეტაპზე გადავიდა, ის ფინალზე გამოსასვლელად იბრძოლებს. “ვფიქ­რობ, რომ ჩემს პო­ზი­ცი­ას ბავ­შვო­ბი­დან ვამ­ტკი­ცებ იმ ყვე­ლაფ­რით, რაც გა­მი­კე­თე­ბია ცხოვ­რე­ბა­ში და ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც ჩავ­დი­ვარ, ყო­ველ­თვის ჩემი ქვეყ­ნის დრო­შა ფრი­ა­ლებს, ყველ­გან, არას­დროს სხვა ქვეყ­ნის სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­სად მი­მი­ღია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი ბევ­რი იყო, მაგ­რამ […]

“აგენტმა უნდა უთხრას, რომ უმაღლეს დონეზე თამაში აღარ შეუძლია” – კარაგერმა კაზემირო მიწასთან გაასწორა

პრემიერლიგის 36-ე ტურში “კრისტალ პალასმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და 4:0 გაიმარჯვა. ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა “მანკუნიანელების” ნახევარმცველი კაზემირო მკაცრად გააკრიტიკა. “კაზემირო გამოცდილი ფეხბურთელია და უნდა გააცნობიეროს, რომ მაღალ დონეზე მხოლოდ სამი თამაში აქვს ჩასატარებელი, ორი მატჩი ჩემპიონატში ერთი კი ინგლისის თასის ფინალში. ამის შემდეგ კარიერა საუდის არაბეთში ან MLS-ში უნდა […]

პარასკევს, 10 მაისს, საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა

განახლება: რუსულ კანონს იურიდიულ კომიტეტზე მე-3 მოსმენით 13 მაისს განიხილავენ პარასკევს, 10 მაისს, საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის არ არის რუსული კანონი. პარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით, კომიტეტი განიხილავს: · სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხს · კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის […]

„შეჩერდეს კანდიდატის სტატუსი და ევროკაშირის მიერ საქართველოს დაფინანსება“ – ევროპარლამენტარების მიმართვა ბორელს

30 ევროპარლამენტარი ჯოზეფ ბორელს საგანგებო განცხადებით მიმართავს: ,,საქართველოს ხელისუფლების მუდმივმა არადემოკრატიულმა ქცევამ, განსაკუთრებით მათ მიერ უცხოური აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონის გატანის აგრესიული მცდელობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებამ გადალახა ზღვარი. ამგვარმა საქციელმა კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება იმ ცხრა ნაბიჯს, რომელთა გადადგმაზეც საქართველოს მთავრობამ პასუხისმგებლობა აიღო, […]

,,FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულა“ – რას წერს შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა: ,,FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ”. ,,FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულა“. ალბათ, ეს მაინც არ არის სადავო, რომ არც ერთი და არც […]