უნდა გვახსოვდეს შიდა არეულობის ტრაგიკული საფასური – პუტინი პრეზიდენტი მეხუთედ გახდა

7 მაისს ვლადიმირ პუტინმა ინაუგურაციის ცერემონიაზე ფიცი დადო და ოფიციალურად მეხუთედ გახდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. ფიცის დადების შემდეგ პუტინმა ადგილზე მოსულ მაღალჩინოსნებსა და მოსახლეობის მოკლე სიტყვით მიმართა. პუტინის თქმით, რუსეთის საკვანძო პრიორიტეტებია ხალხის დაზოგვა, საუკუნოვანი ფასეულობებისა და ტრადიციების შენარჩუნება. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებსა და უკრაინაში მიმდინარე ომის მონაწილეებს. “უნდა გვახსოვდეს შიდა არეულობისა და რყევების ტრაგიკული […]
ლევან კალანდაძე გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, სვენ გიგოლდს შეხვდა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის ფორმატები, სამომავლო განვითარების შესაძლებლობები. „ყურადღება გამახვილდა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, მიღებულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე, სხვადასხვა მიზნობრივ […]
ალაზანზე უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს – დანაშაულის ნიშნების გამო მასალები შესაბამის უწყებას გაეგზავნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, ორ შემთხვევაში, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას თევზჭერის აკრძალული საშუალებით – ელექტროშოკური მოწყობილობით ახდენდნენ. ერთი მოქალაქე კი, თევზჭერისას ასევე აკრძალულ საშუალებას – ფეთქებად ნივთიერებას იყენებდა. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის, ჯამში 5 კილოგრამზე […]
„თუ მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმას გააგრძელებთ, სამთავრობო ვებგვერდებზე უფრო ფართო კიბერშეტევებით შეტევით ვუპასუხებთ“ – Anonymous კობახიძეს მიმართავს

„ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!” ასე მიმართავს ჰაკერული დაჯგუფება Anonymous საქართველოს მთავრობას. მათი თქმით ისინი ქართველი ხალხისა და ევროპის მხარეს იბრძვიან: „ეს ქმედებები თბილისსა და ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის ძალადობის საპასუხოა. გარდა ამისა, სამიზნე გახდა […]
ბატონი მილერისა და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურმე ამერიკაში აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობა დასაწუნია, საქართველოში კი – მოსაწონი; გამჭვირვალობა ამერიკაში მოსაწონია, საქართველოში კი – დასაწუნი

ბატონი მილერისა და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურმე ამერიკაში აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობა დასაწუნია, საქართველოში კი – მოსაწონი; გამჭვირვალობა ამერიკაში მოსაწონია, საქართველოში კი – დასაწუნი „ბატონი მილერის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტების გაგრძელება და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო […]
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მედიის ინფორმაციით, განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება. „გათავისუფლეს ინალ არძინბა აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულება დაევალოს აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ირაკლი ტუჟბას “, – ნათქვამია დოკუმენტში.
მიწის მასის ჩამოშლის გამო, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე სააავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, 18:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. „შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. […]
რუსულ კანონს იურიდიულ კომიტეტზე მე-3 მოსმენით 13 მაისს განიხილავენ

ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, რუსულ კანონს იურიდიულ კომიტეტზე მე-3 მოსმენით ორშაბათს, 13 მაისს განიხილავენ. “პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან გამომდინარეობს. ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით. გამჭვირვალობის კანონპროექტს კი ორშაბათს, 13 მაისს […]
თავდამსხმელები აგრძელებენ LockBit გამოსასყიდი პროგრამის გაჟონილი ბილდერის გამოყენებას კიბერშეტევებისთვის

თავდამსხმელები აგრძელებენ LockBit გამოსასყიდი პროგრამის გაჟონილი ბილდერის გამოყენებას კიბერშეტევებისთვის თავდამსხმელები აგრძელებენ LockBit 3.0 გამოსასყიდი პროგრამის იმ ბილდერ ვერსიის (builder) გამოყენებას, რომელმაც გაჟონა 2022 წელს, მავნე პროგრამის საკუთარი მოდიფიკაციების შესაქმნელად. 2024 წელს „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტებმა შეამჩნიეს, რომ ასეთი ნაკრებები გამოიყენება ბევრ ქვეყანაში. სავარაუდოდ, ამ თავდასხმებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ და ხორციელდებიან სხვადასხვა ჯგუფის მიერ. დსთ-ს ქვეყნებში […]
საფრანგეთში იზრდება ანტისემიტურ საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა თავისი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, უფრო ძლიერად იმოქმედონ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ. პარიზში მან თქვა, რომ ანტისემიტური დანაშაულის რაოდენობა შემაშფოთებლად იზრდება. უშიშროების სამსახურებმა, მთავრობის მეთაურის თქმით, წლის პირველ კვარტალში აღრიცხეს ანტისემიტურ ნიადაგზე შეურაცხყოფის და ძალადობრივი ქმედების 366 შემთხვევა. შარშანდელი წლის იმავე პერიოდთან შედარებით ეს 300%-იან ზრდას ნიშნავს. ატალის თქმით, არცერთი დანაშაული არ უნდა დარჩეს […]