ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო

რუსეთის დედაქალაქში ვლადიმერ პუტინის რიგით მე-5 ინაუგურაცია მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო ფიცი რამდენიმე წუთის წინ დადო. ინაუგურაციის მთავარი ღონისძიება კრემლის სასახლეში მიმდინარეობს. ფიცის დადებამდე კრემლის მთავარ მოედანზე სამხედრო მარში მოეწყო, მოგვიანებით კი პრეზიდენტი რუსეთის პატრიარქმა კირილმა დალოცა. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას არ ესწრება. ინაუგურაციას არ ესწრებიან აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა […]
ოპოზიციის წარმომადგენლებმა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

ოპოზიციის წარმომადგენლები შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, იოჰან ფორსელს შეხვდნენ, რომელიც თბილისში სპეციალური ვიზიტით იმყოფება. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა “უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი და მის ირგვლივ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იყო. “გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრაზე მკაფიოდ ითქვა, რომ თუ საქართველოს […]
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს ხვდებიან

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, იოჰან ფორსელს ხვდება, რომელიც თბილისში სპეციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი და პროექტის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციები იქნება. არასამთავრობო ორგანიზაციებთან […]
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიწის მასა ჩამოიშალა – საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. „ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის […]
,,ნანუკა ჟორჟოლიანს კარგ იდეას ვაწვდი“ – დავით ქართველიშვილი

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ნანუკა ჟორჟოლიანს კარგ იდეას ვაწვდი, კეზერას ფულით ნაყიდ აირწინაღებს უსასყიდლოდ გადავცემდი მის ისტორიულ სამშობლოს – ისრაელს. აქ ესენი არ გამოგადგებათ. ეს ფსიქოლოგიური ილეთები: “შევიძენთ ათობით ათასობით აირწინაღს და ასი ათასობით პირბადეს” – საკუთარი ძალების გამხნევებისთვისაც (“აუუუ, რამდენი ვართ!”) არ გამოგადგებათ. შეგიძლიათ რამდენიმე ასეული “აირუკანაღი” შეიძინოთ ქოუჩებსა და […]
ბჟანიამ არძინბა გაათავისუფლა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა გაათავისუფლა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან. ბჟანიამ შესაბამის „ბრძანებას“ ხელი დღეს, 7 მაისს მოაწერა. გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბჟანიამ „მინისტრის” მოვალეობის შესრულება დაავალა მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას. ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია, დე ფაქტო მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის 17 […]
ბჟანიამ არძინბა “საგარეო საქმეთა მინისტრობიდან” გადააყენა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა “საგარეო საქმეთა მინისტრობიდან” გადააყენა. ბჟანიამ განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოაწერა. ჯერჯერობით, არძინბას გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება. “საგარეო საქმეთა მინისტრის” მოვალეობას არძინბას მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შეასრულებს. ინალ არძინბა აფხაზეთის “საგარეო საქმეთა მინისტრად” 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა.
ოხანაშვილის თქმით, რუსულ კანონს იურიდიულ კომიტეტზე მე-3 მოსმენით 13 მაისს განიხილავენ

რუსულ კანონს იურიდიულ კომიტეტზე მე-3 მოსმენით 13 მაისს განიხილავენ. ამის შესახებ ფეისბუქზე ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი წერს. როგორც ის ამბობს, პარასკევს, 10 მაისს მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილება. “პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან. ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება […]
ჩინეთში საავადმყოფოში მომხდარ დანით თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაჭრილია

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში, ერთ-ერთ საავადმყოფოში მომხდარ დანით თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაჭრილია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ამავე პროვინციის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მამაკაცია, რომელიც სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა მოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის აკრძალულია, დანით თავდასხმები […]
პოლონეთის მინისტრთა საბჭოს შეხვედრის ოთახში მოსასმენი მოწყობილობები იპოვეს

პოლონეთის სპეცსამსახურების სპიკერის, იაცეკ დობჟინსკის ცნობით, მოსასმენი მოწყობილობები იპოვეს და უვნებელყვეს ოთახში, რომელშიც მინისტრთა საბჭოს შეხვედრა უნდა გამართულიყო. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შინაგანი უშიშროების სააგენტოსთან თანამშრომლობით აღმოაჩინა და დაშალა მოწყობილობები, რომლებიც შეიძლება იმ ოთახის ფარულად მოსმენისთვის ყოფილიყო გამოყენებული, რომელშიც დღეს, კატოვიცეში მინისტრთა საბჭოს შეხვედრა უნდა გამართულიყო”. – დაწერა დობჟინსკიმ X-ზე. მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების სავარაუდო მიზეზებსა ან […]