სალომე სამადაშვილი – ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა მიხვდეს, რა სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, რადგან მეგობრები გაფრთხილებებს არ იძლევიან ცარიელ ადგილზე

დღეს, როდესაც ჩვენი საუკეთესო მეგობრები გვეუბნებიან, რომ „რუსული კანონის“ მიღება ქვეყანაში ფაქტობრივად 180 გრადუსით შეცვლის საქართველოს საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგს და შეუძლებელს გახდის ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნას, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა მიხვდეს, რა სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, რადგან მეგობრები ასეთ გაფრთხილებებს არ იძლევიან ცარიელ ადგილზე,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის […]

ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „აპსნიპრესის“ ცნობით, გათავისუფლებას ხელი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამა მოაწერა. ტელეგრამ არხი „აფხაზური პორტალი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინალ არძინბა „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ დაკითხვაზე გადაიყვანეს. მათივე ცნობით, დაახლოებით ერთი კვირაა, ინალ არძინბას ეკრძალება აფხაზეთის დატოვება. „აპსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო […]

საქართველოს უშუს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თერთმეტი მედალი მოიპოვა

შვედეთმა უშუს ევროპის მე-19 ჩემპიონატს უმასპინძლა. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა უშუისტებმა. ჩემპიონატში ტაოლუსა და სანდას ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და შვიდი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სანდას ნაკრებიდან ოქროს მედლები საბა ბუთხუზმა და დავით ნაზაროვმა, ვერცხლი ალექსანდრე კუჭავამ, ბრინჯაო კი ნიკოლას მასხულიამ და ნიკა ბაღიშვილმა მოიპოვეს. ტაოლუს ნაკრებიდან ვერცხლი და ბრინჯაო მარიამ არზიანმა, ვერცხლისავე მედლები […]

სტრასბურგის სასამართლომ მთავრობას “გავრილოვის ღამით” დაშავებულთათვის 150 ათას ევროზე მეტის გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაადგინა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა. სასამართლოში წარდგენილი იყო 26 განმცხადებლის საქმე, რომლითაც ისინი ირწმუნებოდნენ, რომ დაზიანებები მიღებული ჰქონდათ გადამეტებული ძალის შედეგად, რაზე გამოძიებასაც არაეფექტურად მიიჩნევდნენ. გარდა ამისა, მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მე-11 […]

პაკისტანის არმია აცხადებს, რომ თავდასხმა, რომელსაც ჩინელი ინჟინრები ემსხვერპლნენ, ავღანეთში დაიგეგმა

Reuters-ის ცნობით, მარტში პაკისტანში მოწყობილი თავდასხმის თაობაზე 7 მარტს განცხადება გაავრცელა პაკისტანის არმიამ. განცხადების თანახმად, თავდასხმა, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო და რომელსაც ხუთი ჩინელი ინჟინერი ემსხვერპლა, დაიგეგმა მეზობელ ავღანეთში. ავღანეთის დე ფაქტო მთავრობა, რომელსაც ახლა თალიბანი მართავს, კომენტარს არ აკეთებს განცხადებაზე.

მიდის რევოლუციისათვის ნიადაგის შემზადება – ახალგაზრდებო, გონს მოეგეთ, “ნაციონალური მოძრაობა” შემტევ იარაღად გიყენებთ, საქმეს გაგაკეთებინებენ და კანონთან პირისპირ დაგტოვებენ

მიდის რევოლუციისათვის ნიადაგის შემზადება – ახალგაზრდებო, გონს მოეგეთ, “ნაციონალური მოძრაობა” შემტევ იარაღად გიყენებთ, საქმეს გაგაკეთებინებენ და კანონთან პირისპირ დაგტოვებენ „პოლიტოლოგ ჯინ შარფის 198 წესი საკუთარ სამოქმედო გეგმად აქცია პოლიტიკურად გახრწნილმა ოპოზიციამ და საგანგებოდ დესტრუქციისათვის გადამზადებულმა ახალგაზრდებმა“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, 198 წესიდან, წესების დიდ ნაწილს ახალგაზრდებს ამოფარებული […]

ხუხაშვილმა რომ მიმართა პროტესტანტებს, დედა გესაჭიროებათ და პრეზიდენტს მიმართეთო და აჰა, სალომე ზურაბიშვილი დაუხატავს მადლიერ შთამომავლობას

ხუხაშვილმა რომ მიმართა პროტესტანტებს, დედა გესაჭიროებათ და პრეზიდენტს მიმართეთო და აჰა, სალომე ზურაბიშვილი დაუხატავს მადლიერ შთამომავლობას „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ერთ-ერთი მხატვრის პროვოკაციულ ნამუშევარს, რომელზეც შიშველი ქალია გამოსახული ევროკავშირის ლოგოს ფონზე და რომლის სახელწოდებაა – „საქართველოს დედა“, სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ხუხაშვილმა რომ მიმართა პროტესტანტებს, დედა გესაჭიროებათ და პრეზიდენტს მიმართეთო და აჰა, სალომე ზურაბიშვილი […]

მამულს, ენას, სარწმუნოებას ვერ დაამარცხებენ – ჩემთან ერთად, თქვენც ილოცეთ საკუთარ შვილებზე, ხოლო მათი სულების დაღუპვის მსურველებს ხელისუფლება და ერის ჯანსაღი საზოგადოება თავის ადგილს მიუჩენს!

მამულს, ენას, სარწმუნოებას ვერ დაამარცხებენ – ჩემთან ერთად, თქვენც ილოცეთ საკუთარ შვილებზე, ხოლო მათი სულების დაღუპვის მსურველებს ხელისუფლება და ერის ჯანსაღი საზოგადოება თავის ადგილს მიუჩენს! „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ მართულ აქციებს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ამ ქვეყანას: მამულს, ენას, სარწმუნოებას, ვერ დაამარცხებენ – ეს გაუგონარი და წარუმატებელი […]

კეზერაშვილი და ალასანია რომელ სახელმწიფოს წარმოადგენენ, მერამდენედ მოხვდნენ თქვენს ფედერალურ აქტში?

კეზერაშვილი და ალასანია რომელ სახელმწიფოს წარმოადგენენ, მერამდენედ მოხვდნენ თქვენს ფედერალურ აქტში? „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ. ქადაგიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს […]

გიორგი ვაშაძე – ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ამ პროცესში გავიმარჯვოთ და სანქციები არ დაეკისროს ქართველ ხალხს – სანქციები უნდა დაეკისროს იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით

ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ამ პროცესში გავიმარჯვოთ და სანქციები არ დაეკისროს ქართველ ხალხს – სანქციები უნდა დაეკისროს იმ მოღალატეებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ, ივანიშვილის თაოსნობით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტარების წერილზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “რუსული კანონის” პირობებში საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი მყარდება და ავტორიტარული რეჟიმის მქონე არც ერთი ქვეყნის ადგილი […]