რამდენიმე უნივერსიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ არჩევანს

რუსული კანონის საწინააღმდეგო და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერ კამპანიას რამდენიმე უნივერსიტეტიც შეუერთდა. სტუდენტებისა და აკადემიური სფეროს ცალკეული წარმომადგენლების გარდა საჯარო პოზიცია დააფიქსირა რამდენიმე უნივერსიტეტმაც. მათმა ნაწილმა პირდაპირაც ახსენა კანონი, რომელიც თავად ევროსტრუქტურებისა და ევროპარლამენტარების შეფასებით საქართველოს ევროინტეგრაციას აფერხებს. “უნივერსიტეტი ყოველთვის იქაა, სადაც ხართ თქვენ. ეს კავშირი მუდმივია, რადგან თქვენ ქმნით კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიას”, – ასე […]

ვინც აქციებზე „წრფელი გულით“ დადის, უნდა გაითვალისწინოს, რომ რადიკალური ოპოზიციის, ლგბტ ორგანიზაციებისა და NGO-ების ორგანიზებულ აქციაზე მისვლა მათი ღირებულებების გაზიარებას, მათ გეგმებსა და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს

ვინც აქციებზე „წრფელი გულით“ დადის, უნდა გაითვალისწინოს, რომ რადიკალური ოპოზიციის, ლგბტ ორგანიზაციებისა და NGO-ების ორგანიზებულ აქციაზე მისვლა მათი ღირებულებების გაზიარებას, მათ გეგმებსა და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს „ცნობილი ჯინ შარპის ხელისუფლების შეცვლის 198 არაძალადობრივი მეთოდიდან მე-20 არის „ლოცვა და თაყვანისცემა“, როგორც სიმბოლური საჯარო აქტი. ყველა იმ მეთოდს შორის, რომელიც შარპს აქვს ჩამოთვლილი, ეს ერთ-ერთია, […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „რუსული კანონის“ მიღება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ჩახერგვაა

„რუსული კანონის“ მიღება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ჩახერგვაა. ჩვენ პარტნიორებს არანაირი ილუზია „ქართული ოცნების“ რეჟიმის ბუნებასთან დაკავშირებით აღარ აქვთ, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ მიატოვონ ქართველი ხალხი იმ ისტორიულ ბრძოლაში, […]

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპარლამენტარები ცდილობენ, რამენაირად დაეხმარონ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი ახალი ამბავი საქართველოში – მე დავსვამდი კითხვას: რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების სურვილი?

არ ვიცი [ევროპარლამენტარებს] რა დარჩათ სათქმელი რეზოლუციის მიღმა, თუმცა ეს არის კიდევ დამატებითი ინსტრუმენტი, რომ აქ რამენაირად დაეხმარონ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი ახალი ამბავი საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 31 ევროპარლამენტარს შეეძლო საკუთარი მოსაზრებები იმ რეზოლუციაში დაეფიქსირებინა, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა. “ჩვენ უკვე ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია […]

EBRD-ის პრეზიდენტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო ბასომ განაცხადა. „მისი (კანონპროექტის) დაბრუნება გაგვიკვირდა და ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ დინამიკით, რაც ხდება“, – განაცხადა ოდილ რენო ბასომ. ოდილ რენო ბასომ აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმების შედეგად ეკონომიკური სარგებელი […]

გივი მიქანაძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, 6-7 მაისს, რომში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული უსაფრთხოების, ეკონომიკური, მიგრაციის, ენერგო და […]

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების მიერ ორგანიზებულ სასამართლო პრაქტიკის შესახებ გამართულ კონფერენციაში „საქპატენტის“ წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა

ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეში, 29-30 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებით რიგით მე-5 კონფერენცია გაიმართა. „საქპატენტის“ ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე თიკა ნებიერიძე და სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სამმართველოს უფროსი დეა ჭიჭინაძე. „კონფერენციაში, მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი სახელმწიფოების დელეგაციები. კონფერენციის მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთდა საავტორო უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ასევე […]

ეკატერინე მიქაბაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, მრგვალი მაგიდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, Credo Bank-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ სიხარულიშვილი. „შეხვედრაზე განიხილეს მიკროსაფინანსო […]

სტრასბურგის სასამართლომ მთავრობას 20-21 ივნისს დაზარალებულთათვის €153 600 გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულთათვის ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. ევროსასამართლომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა დაადგინა. 22 ადამიანს შორის, რომელთა ინტერესებსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა, მშვიდობიანი აქციის 10 მონაწილე, მედიის 11 წარმომადგენელი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით შემთხვევით აღმოჩენილი 1 მოქალაქეა. “საიამ საფუძვლიანად შეისწავლა 20-21 ივნისის მოვლენები, მოიპოვა […]

ანა ბუჩუკური – სტატუსის შეჩერების მოთხოვნას ვერ გავიზიარებ – სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და წერტილი!

სტატუსის შეჩერების მოთხოვნას ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ, რადგან ამ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი ძალიან მკაფიო იყო, ეს სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და წერტილი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. აღნიშნულით ის „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი მიმართვას მოთხოვნით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი […]