ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიწა ჩამოიშალა – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, უხვი ნალექის გამო, მიწის მასა ჩამოიშალა. გზის ამ მონაკვეთზე კლდოვანი ფერდის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. „შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით,“ — აცხადებენ […]
„რუსული კანონი შეაჩერებს ყველა სფეროს განვითარებას, მათ შორის, მედიცინის“ — ექიმები

საქართველოსა და საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები და მეცნიერები პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღონ რუსული კანონი. „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ შემობრუნებულ კანონპროექტს ისინი „კრემლის მიერ შთაგონებულსა“ და „ქვეყნის ინტერესების შეუქცევადად დამაზიანებელს“ უწოდებენ. “აღნიშნული კანონპროექტი არა მხოლოდ ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ ანგრევს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც მსხვერპლად შეეწირება არაერთი თაობა და მისი […]
20 ივნისის საქმეზე სტრასბურგმა წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა – საია

სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისს დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს 153 ათას 600 ევროს გადახდა დააკისრა. ევროსასამართლომ მომჩივნების მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს. სარჩელი სტრასბურგში 26 დაზარალებულის სახელით გაიგზავნა. 22-ის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავდა. როგორც საიაში განაცხადეს, 22 მომჩივანს შორის აქციის 10 მშვიდობიანი მონაწილეა, 11 მედიის წარმომადგენელი, ხოლო 1 – მოვლენების ეპიცენტრში […]
მედიცინის მუშაკებისა და მეცნიერების მიმართვა საქართველოს მთავრობას

მედიცინის მუშაკები და მეცნიერები რუსულ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას მიმართავენ: „ჩვენ, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მყოფი, ქართველი მეცნიერები და მედიცინის მუშაკები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებას. კრემლის მიერ შთაგონებული, ეს, რუსული კანონი ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ საფუძვლებს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და უმთავრეს ღირებულებას – თავისუფლებას. საფრთხე ემუქრება […]
მაკა ბოჭორიშვილი – არ ვიცი, ბატონი მეთიუ მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას, მაგრამ საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად გაიგეს, რას წარმოადგენს ამერიკული FARA

მე არ ვიცი, ბატონი [მეთიუ] მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და FARA-ს, მაგრამ საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად გაიგეს, რას წარმოადგენს ამერიკული FARA და როგორ ხდება მასში ადამიანების თუ ორგანიზაციების დარეგისტრირება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, იმაზე აპელირება, რომ FARA-ში არის მხოლოდ უცხო მთავრობის […]
ზურაბ ჯაფარიძე – საქართველო სულ უფრო და უფრო ექცევა დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში და გახდება ძალიან მარტივი სამიზნე რუსეთისთვის

სამწუხაროა, საბოლოოდ, ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ივანიშვილი საკუთარ მიზანს აღწევს, – ასე შეაფასა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ 30-ზე მეტი ევროპარლამენტარის მიმართვა. მისი თქმით, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ხელისუფლებამ მიიღოს. „საქართველო სულ უფრო და უფრო ექცევა დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში და გახდება ძალიან მარტივი სამიზნე რუსეთისთვის, როგორც ეს ისტორიის […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს – EBRD-ის პრეზიდენტი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო ბასომ განაცხადა. „მისი (კანონპროექტის) დაბრუნება გაგვიკვირდა და ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ დინამიკით, რაც ხდება“, – განაცხადა ოდილ რენო ბასომ. ოდილ რენო ბასომ აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმების შედეგად ეკონომიკური სარგებელი […]
ლევან კალანდაძე გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

7 მაისს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, სვენ გიგოლდს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის ფორმატები, სამომავლო განვითარების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, მიღებულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე, სხვადასხვა მიზნობრივ აუდიტორიასთან თანამშრომლობის ფორმატებზე. შეხვედრაზე, კონკურენციისა […]
ბჟანიამ არძინბა ე.წ. საგარეო მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო მინისტრის პოსტიდან ინალ არძინბა გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზი დასახელებული არაა. ე.წ. საგარეო მინისტრის მოვალეობას არძინბას მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შეასრულებს. აფხაზური მედიის ცნობით, ინალ არძნბა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოებამ დაკითხვაზე დაიბარა. ასევე, გავრცელდა ცნობები, რომ ბჟანიას გადაწყვეტილებით უკვე ერთი კვირაა, რაც მას ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება ეკრძალება. გასულ დღეებში ინალ არძინბა […]
რაფაჰზე ისრაელის იერიშის გამო ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა

ევროკავშირის მინისტრებმა 7 მაისს შეშფოთება გამოთქვეს ღაზის სექტორში, ქალაქ რაფაჰზე ისრაელის არმიის თავდასხმის გამო. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ ამას შეიძლება „დიდი მსხვერპლი“ მოჰყვეს. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის განვითარების მინისტრმა კაროლინ გენესმა განაცხადა, რომ რაფაჰზე ისრაელის იერიში „წითელი ხაზის“ გადალახვაა და „სანქციები მაგიდაზე უნდა იყოს“, როგორც საპასუხო ზომა. რაფაჰში ისრაელის ჯარის შესვლიდან რამდენიმე საათში […]