31 ევროპარლამენტარი ბორელს მოუწოდებს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და დაფინანსების გადახედვისკენ

31 ევროპარლამენტარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს მიმართავს. ისინი საქართველოსთვის მოუწოდებენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ. როგორც ევროპარლამენტის დეპუტატის პეტრას აუსტრევიჩუსის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიულმა ქცევამ, მათმა აგრესიულობამ უცხოური აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების […]
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტი კრძალავს გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტს

ევროკავშირი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტს ამზადებს. რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ევროკავშირის სანქციების გაფართოების პროექტი. ახალი სანქციების პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: · ფრენის აკრძალვის რეჟიმის გამკაცრება. ოპერატორი ვალდებული იქნება განაცხადოს, ვინ არის თვითმფრინავის მფლობელი და რა ქვეყნების მოქალაქეები სხედან მასში; · ევროკავშირში იმ სატრანსპორტო კომპანიების საქმიანობის აკრძალვა, რომელთა მინიმუმ 25%-ს […]
ლაზარე გრიგორიადისის განაჩენს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გასული წლის მარტში დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. შეწყალებისა და საპატიმროს დატოვების მიუხედავად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქმის გასაჩივრება, რათა გადაწყვეტილება გადაიხედოს ან დარჩეს შესაძლებლობა სტრასბურგში სამართალწარმოების გაგრძელების. კიდევ ერთი საქმე, რომელსაც ორგანიზაცია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღებს, ლაზარე გრიგორიადისის მიმართ ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრების ირაკლი ღარიბაშვილისა […]
“ვიფიქრებ, გუნდი უკეთესო როგორ გავხადო” – ტენ ჰაგი “კრისტალ პალასთან” 0:4 მარცხის შემდეგ

პრემიერლიგის 36-ე ტურში “კრისტალ პალასმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და 4:0 გაიმარჯვა. “მანკუნიანელების” მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “გუნდურად უკეთესად უნდა ვითამაშოთ, ფეხბურთელები მეტად უნდა დაიხარჯონ, დამსახურებულად დავმარცხდით. არ გამოვიდა ისეთი შეხვედრა, როგორსაც ველოდით. ცუდად მხოლოდ კაზემირო გამოიყურებოდა? ეს სიმართლე არ არის, მარცხი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს არ უნდა დაბრალდეს. ამ მატჩიდან დასკვნები […]
უკრაინამ განაცხადა, რომ აღკვეთილია ზელენსკის, ბუდანოვის და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ ჩაშალა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციას. მათ შორის დასახელებული არიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელები ვასილ მალიუკი და კირილო ბუდანოვი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 7 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების […]
ვახტანგ ძაბირაძე – თუ ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს სათაურს ისე შეუცვლის, რომ არასამთავრობოების სტიგმატიზება გამოირიცხება, ეს კომპრომისი იქნება და მდგომარეობაც შედარებით განიმუხტება

თუ ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს სათაურს ისე შეუცვლის, რომ არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზება გამოირიცხება, ეს ხელისუფლების მხრიდან სერიოზული კომპრომისი იქნება და მდგომარეობაც შედარებით განიმუხტება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა. მისივე თქმით, შედარებით ნეიტრალური სათაური, მაგალითად, „უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები“ ან უბრალოდ „გამჭვირვალობა“ გამორიცხავს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უსიამოვნო იარლიყის მიკერებას. ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, […]
პაატა მანჯგალაძე – არ დაგვეზაროს, არ მოგვერიდოს, არ შეგვეშინდეს ასეთ დროს საქართველოს გვერდით დგომა და ქვეყნის ინტერესების დაცვა!

ნამდვილად ისტორიულ გზაგასაყარზეა ქვეყანა – ან მიიღებენ „რუსულ კანონს“ და წავალთ ჭაობში ან უარს ვეტყვით „რუსულ კანონს“, რუსულ ხელისუფლებას და საქართველო წავა განვითარებისა და გამარჯვების გზით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ დაიწყო რუსული რეკომენდაციების შესრულება, რომელიც პირდაპირ ბლოკავს არა მხოლოდ გაწევრიანების შანსს, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს […]
„წამოიღეთ ეგ ბანერები და მოდით, საწვიმარსა და აირწინაღს ადგილზე დაგახვედრებენ….“ – მელია კალაძეს

„ახალის“ დამფუძნებელი, ნიკა მელია „ოცნების“ ახალ პიარ-კამპანიას ეხმაურება და კახა კალაძეს მიმართავს: “არა რუსულ კანონს” ბანერსა და წარწერას ებრძოდნენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე, შლიდნენ და ხევდნენ, მაგრამ ბოლოს მიხვდნენ, ვერ ამარცხებენ ამ ბუნებრივ, ქართულ ამოძახილს, თან ეტყობათ ყველგან რომ უმცირესობაში არიან – და ასეთი თვალშისაცემი რომ არ იყოს მათი სიმცირე, შერჩენილი გულშემატკივრებიც რომ არ ჩამოეფანტოთ – […]
ბაზისბანკის მიერ განხორციელებული სააღდგომო საქველმოქმედო აქტივობები

ბაზისბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რამდენიმე საქველმოქმედო აქტივობა განხორციელდა. საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სოლომისიის“ ორგანიზებით და ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით, საქველმოქმედო კამპანიის #სიკეთეგადამდებია ფარგლებში, წეროვანის ლტოლვილთა დასახლების სოციალურად დაუცველ 200-მდე ოჯახს აღდგომის დღეების აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ნობათი, პირველადი საჭიროების ნივთები და საჩუქრები დაურიგდათ. ბაზისბანკის და საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირ „კათარზისის“ […]
ეკატერინე მიქაბაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მრგვალი მაგიდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, Credo Bank-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ სიხარულიშვილი. შეხვედრაზე განიხილეს მიკროსაფინანსო ინდუსტრიის ძალისხმევა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, […]