„ქართული ოცნება“, თქვე უფანტაზიო &₾ეებო“ – ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს: „რაღაც უკრაინული ნომრიდან ორგანიზებულად არეკინებენ ქოცები ყველასთან, პოლიტიკოსთან, აქტივისტთან, სტუდენტთან..
სვანეთში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

სვანეთში, მდინარე ნაკრაში ავტომობილით გადავარდნილი მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ცხედარს მდინარე ენგურში მიაგნეს და ამ დრომდე ცხედრის ამოყვანას ცდილობენ. ავტომობილით მესტიაში, სოფელ ნაკრისკენ მიმავალი სამი არასრულწლოვანი ხევში 3 მაისს გადავარდა და მდინარე ნაკრაში ჩავარდა.
უცნობი ნომრიდან გვირეკავენ და გვემუქრებიან – რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტები

მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებთან უკრაინული ტელეფონის ნომრებიდან უცნობი პირი რეკავს, ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს.
СБУ: სახელმწიფო დაცვის სამმართველოს 2 თანამშრომელი ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) აცხადებს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) გეგმა გამოაშკარავეს, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკისა და უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციას ითვალისწინებდა. გამოძიების ფარგლებში დააკავეს, უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს 2 თანამშრომელი, რომლებიც რუსულ მხარეს ინფორმაციას აწვდინენ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აპრილსა და მაისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2024 წლის აპრილსა და მაისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მათთან აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით 80 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა. როგორც სპეციალური საგამოძიებო […]
სვანეთში, მდინარეში გადავარდნილი მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

სვანეთში დაკარგული მესამე ახალგაზრდის ცხედარიც იპოვეს. ადგილობრივის ინფორმაციით, მაშველებმა მას მდინარე ენგურში მიაგნეს. შეგახსენებთ, რომ ავტომობილი, სადაც სამი ახალგაზრდა – ერთი გოგო და ორი ბიჭი იმყოფებოდა, მდინარეში 2 მაისს გადავარდა. მაშველებმა რამდენიმე დღის წინ მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი იპოვეს, დღეს დილით კი, მაშველებმა 14 წლის ბიჭის ცხედარს მიაგნეს.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, გამოავლინეს რუსეთის უშიშროების სამსახურის ქსელი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის მძევლად აყვანას და ლიკვიდაციას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის 5 აგენტისგან შემდგარი ქსელი გამოავლინა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობას ამზადებდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი. „კონტრდაზვერვამ და უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა ჩაშალეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმები უკრაინის პრეზიდენტისა და სახელმწიფოს უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო თოვლის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
Korean Air საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სეზონური ჩარტერული ფრენები დაინიშნა. ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები ინჩეონსა და თბილისს შორის შესრულდება 22 მაისს, 5 და 20 ივნისს. აღსანიშნავია, რომ Korean Air-მა საქართველოს მიმართულებით არარეგულარული რეისები 2018 და 2019 წლებშიც შეასრულა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, კორეულ ავიაკომპანიას საქართველოს მიმართულებით […]
„ეს სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და წერტილი“ – ანა ბუჩუკური ევროპარლამენტართა მიმართვაზე

პარტია „საქართველოთვის“ წევრი, პარლამენტარი ანა ბუჩუკური ევროპარლამენტარების მიმართვას ეხმაურება: „სტატუსის შეჩერების მოთხოვნას ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ, რადგან ძალიან მკაფიო იყო ამ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი, ეს სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და წერტილი. „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ ეს სტატუსი ქართველმა ხალხმა მოიპოვა, ამ მონაპოვარს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პირადად ჩემთვის […]