ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე – სალომე ზურაბიშვილი 9 მაისს, მსურველებს ათონელზე იწვევს

სალომე ზურაბიშვილი, 9 მაისს ევროპის დღის აღსანიშნავად, 21.00 საათზე, ათონელზე იწვევს მსურველებს. გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Loudspeakers , დაგადაგანი, quemmekh.

ბაზისბანკის მიერ განხორციელებული სააღდგომო საქველმოქმედო აქტივობები

ბაზისბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რამდენიმე საქველმოქმედო აქტივობა განხორციელდა. საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სოლომისიის“ ორგანიზებით და ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით, საქველმოქმედო კამპანიის #სიკეთეგადამდებია ფარგლებში, წეროვანის ლტოლვილთა დასახლების სოციალურად დაუცველ 200-მდე ოჯახს აღდგომის დღეების აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ნობათი, პირველადი საჭიროების ნივთები და საჩუქრები დაურიგდათ. ბაზისბანკის და საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირ „კათარზისის“ […]

მთავრობა საპენსიო სააგენტოს სახელის შეცვლას და საინვესტიციო საბჭოს გაუქმებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა საპენსიო სააგენტოს სახელს შეუცვლის და საინვესტიციო საბჭოს გააუქმებს. კანონპროექტის, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა, მიღების შემთხვევაში, საპენსიო სააგენტოს სახელი საპენსიო ფონდი იქნება. ამავე კანონპროექტით მთავრობა გეგმავს, რომ მის დაქვემდებარებაში გადაიყვანოს საქართველოს საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის საკითხი, ამიტომაც უქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო. საბჭო, ამჟამად 4 წევრისგან არის დაკომპლექტებული და იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო […]

სამართალდამცავების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე 80 შეტყობინება შემოვიდა – სსს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის აპრილსა და მაისში აქციის მონაწილეების მიმართ “სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით 80 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა”. “გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის თაობაზე, რომელიც შეეხება 2024 წლის […]

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშავებული თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს. უწყების ცნობით, ლევან ხაბეიშვილსა და მის ადვოკატს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით უწყება ჩაბარდათ, თუმცა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციითვე, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროში […]

ნათია მეზვრიშვილი – სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით – 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით – 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც შედეგად მომიტინგეების ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, – ეს განცხადება დღეს გამართულ […]

პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიმართება ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: სუხიშვილები და ანსამბლი “შავნაბადა”, ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Loudspeakers , დაგადაგანი, quemmekh.

რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს უცხო ნომრიდან ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან

სოციალურ ქსელში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები წერენ, რომ უცხო ნომრიდან ურეკავენ, რუსულ კანონზე აზრს ეკითხებიან, შემდეგ კი აგინებენ და ემუქრებიან. ასეთი არა ერთი პოსტი უკვე გამოქვეყნდა. მათ შორის რამდენიმემ დაწერა, რომ მათ მისამართიც დაუსახელეს და ფიზიკური თავდასხმითაც დაემუქრნენ. დაურეკეს მათ შორის პოლიტიკოსებსაც. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ამას ქართული ოცნება აკეთებს, რადგან მათი დაშინება უნდა, რაც, მათივე […]

მოსკოვში ვლადიმირ პუტინის რიგით მე-5 ინაუგურაცია გაიმართა

რუსეთის დედაქალაქში ვლადიმირ პუტინის რიგით მე-5 ინაუგურაცია გაიმართა. პუტინმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ინაუგურაციის მთავარი ღონისძიება კრემლის სასახლეში მიმდინარეობდა. ფიცის დადებამდე კრემლის მთავარ მოედანზე სამხედრო მარში მოეწყო, მოგვიანებით კი პრეზიდენტი რუსეთის პატრიარქმა კირილმა დალოცა. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას არ ესწრება. ინაუგურაციას არ ესწრებიან აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის წარმომადგენლები. ქვეყნის […]

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით“ – ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი მიმართვას ავრცელებს: „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით – 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვდობიანად და გახდა ძალადობრივი – ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც შედეგად […]