„ფორმულის“ გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორს თავს დაესხნენ

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. IDFI-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გადამღებ ჯგუფსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს უცნობი პირი მაშინ დაესხა თავს, როდესაც კლდიაშვილი ტელეარხს კომენტარს აძლევდა შვედეთის საელჩოსთან. ორგანიზაციის თანახმად, კლდიაშვილს მიყენებული დაზიანების გამო კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა. ტელეკომპანია […]

ენმ ხაბეიშვილის ცემის გამოძიებას ითხოვს, საგამოძიებო კი ამბობს, რომ ის კომუნიკაციაზე არ გადის

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის გამოძიებას ითხოვს. ამ მოთხოვნით პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა თანაგუნდელებთან ერთად პროკურატურაში მივიდა. „მეშვიდე დღე დაიწყო და გამოძიება არ დაწყებულა, როცა მათი პირდაპირი ვალდებულებაა, დაწყებულიყო გამოძიება ლევან ხაბეიშვილის თავდასხმის ეპიზოდზე… ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და ყველა პირი დაისაჯოს“, – თქვა ლაშა ფარულავამ. დაახლოებით სამი საათის […]

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს ტელეფონზე ურეკავენ და აგინებენ

სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უცნობი ადამიანები ტელეფონზე ურეკავენ და აგინებენ. სხვა ქვეყნის სატელეფონო ნომრით ურეკავენ იმ ადამიანებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ პროტესტს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ – ესაა კანონპროექტი, რამაც ბოლო კვირების განმავლობაში დედაქალაქში უწყვეტი პროტესტი გამოიწვია. მათი მონაყოლის მიხედვით, სატელეფონო კომუნიკაციის ფორმა ერთმანეთის მსგავსია: ჯერ კითხულობენ ვინაობას, შემდეგ ინტერესდებიან, წაკითხული აქვთ […]

კლდიაშვილი: ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ

“ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ” – ამის შესახებ IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი წერს მას შემდეგ, რაც მას და ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. “მადლობა ყველას ვინც მომიკითხეთ და ვინც ნერვიულობთ ჩემზე. ყველას ვერ გპასუხობთ, კარგად ვარ, არაფერი მჭირს. ყველაფერი კარგად არის და იქნება, ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ. არა […]

„70% ონლაინ ვაჭრობის სექტორს ეხება“ – რაზე ჩივიან მომხმარებლები?

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან აპრილის ჩათვლით, სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 300 განაცხადი დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 31 საქმეზე მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. ასევე, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა ჯამში 11 300 ლარის ოდენობით. როგორც საქართველოს კონკურენციისა და […]

26 მაისს არაბული ქვეყნებიდან საქართველოში ინვესტორთა ჯგუფი ჩამოდის – დავით ცირდავა

მაისის ბოლოს არაბული ქვეყნებიდან საქართველოს პოტენციური ინვესტორები ეწვევიან. როგორც აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი BM.GE-სთან აცხადებს, ბოლო პერიოდში არაბული ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ ინვესტორების დაინტერესება იზრდება. დავით ცირდავას თქმით, საქართველოში ჰოსპიტალითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაინტერესებულია მუჰამედ ალ მოუდის უმსხვილესი ჰოლდინგური კომპანიაც.

ედგარს რინკევიჩი – შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს დავესწრები

ლატვია შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. „უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გავმართე. მე შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს დავესწრები“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩმა. ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. შეგახსენებთ, 15-16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო […]

სიცრუის მხარეზე მყოფნი ჩვენს ერთობას ვერანაირი რაოდენობით თუ ავტორიტეტით ვერ დაძლევენ

სიცრუის მხარეზე მყოფნი ჩვენს ერთობას ვერანაირი რაოდენობით თუ ავტორიტეტით ვერ დაძლევენ „ჩვენ გვესმის და ვათვითცნობიერებთ ლუციფერის ძლევამოსილებას და მის ყოფილ სტატუსს – ღმერთის უსაყვარლესი მთავარანგელოზისა. მაგრამ, მისი ნებაყოფლობითი დაცემის შემდეგ, დღეს სულ სხვა ძალებს ვცემთ თაყვანს და ამ ძალების დაძლევის შანსი – საქართველოში – არ არსებობს!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით […]

კანადის მთავრობა წარადგენს კანონპროექტს “უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ”

კანადის მთავრობა წარადგენს კანონპროექტს “უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის შესახებ” საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა დომინიკ ლებლანმა დაინიცირა კანონპროექტი, რომელიც მისი თქმით, იცავს კანადას საგარეო ჩარევისგან. პრესკონფერენციაზე ლებლანმა თქვა, რომ ახალ 103-გვერდიან პროექტში გათვალისწინებული მრავალი ცვლილება მისცემს კანადას „ახალ, თანამედროვე ინსტრუმენტებს“ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად. „კანადა არის ძლიერი, ღია და თავისუფალი დემოკრატია, თუმცა, ამ სიძლიერეებმა შეიძლება კანადა სამიზნედ […]

გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ ანტიეროვნული, მორალურად გაუფასურებული ძალა დგას, რომელიც საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებას კანონის წაუკითხავი ემოციური ახალგაზრდებით ცდილობს

გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ ანტიეროვნული, მორალურად გაუფასურებული ძალა დგას, რომელიც საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნებას კანონის წაუკითხავი ემოციური ახალგაზრდებით ცდილობს „არასწორია მოსაზრება, რომ გამჭვირვალობის კანონის პროექტის წინააღმდეგ პატრიოტი ახალგაზრდები დგანან!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი. მისი თქმით კანონპროექტის წინააღმდეგია მორალურად გაუფასურებული ძალა, რომელიც ცდილობს ემოციური ახალგაზრდები გამოიყენოს. მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ქუჩაში გამოსული […]