დაუშვებელია კრიტიკული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ეხმაურება დღეს, 7 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელ დირექტორზე, გიორგი კლდიაშვილზე და გასულ კვირას, 5 აპრილს, პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმებს. კლდიაშვილთან ერთად თავს დაესხნენ “ფორმულას” გადამღები ჯგუფის წევრებსაც. “სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა. მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინონ […]

საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო უქმდება – კანონპროექტი

ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა, რომელიც საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის ცვლილებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები ერთიანდება და მათ 15 წევრისგან დაკომპლექტებული საპენსიო ფონდის საბჭო ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ კანონში ცვლილებების შესვლის შემთხვევაში, საპენსიო ფონდის 15 წევრიდან 2-ს საქართველოს მთავრობა დანიშნავს, დანარჩენ წევრებს კი კომისია აარჩევს, “რომელიც შერჩეულ კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს […]

ომბუდსმენი: დაუშვებელია განსხვავებული აზრის გამო ადამიანებზე თავდასხმა

სახალხო დამცველი ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებს, მათ შორის ფორმულას გადამღებ ჯგუფსა და გიორგი კლდიაშვილზე, ასევე მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება. ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-სა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს თითოეული შემთხვევის დროული და ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი კანონიერი ღონისძიებების გატარება. იოსელიანი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია განსხვავებული აზრის გამო ადამიანებზე თავდასხმა. “გავრცელებული ინფორმაციით, […]

მარიამ ქვრივიშვილი რუსულ კანონს მხარს უჭერს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი რუსულ კანონს მხარს უჭერს. ქვრივიშვილი იმეორებს ქართული ოცნების ლიდერების პროპაგანდას, თითქოს კანონი არ არის რუსული. “გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს! ნებისმიერი სპეკულაცია, რომელიც ტოლობის ნიშანს დასვამს ქართულ კანონსა და რუსულ კანონს შორის, შეურაცხმყოფელია ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოებისთვის. მთავარი მიზანი ერთია – საქართველო, 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება და ამ შედეგამდე […]

გიორგი კლდიაშვილი – პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ

ყველაფერი კარგად არის და იქნება, ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ , – ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რითაც შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და მასზე თავდასხმას ეხმაურება. როგორც კლდიაშვილი წერს, ის თავს კარგად გრძნობს და არაფერი სჭირს. “მადლობა ყველას ვინც მომიკითხეთ და […]

თბილისში ცნობილი ხელბურთელის ჯემალ ცერცვაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს ინიციატივით და სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის თანადგომით, დღეს ცნობილი ხელბურთელის, ჯემალ ცერცვაძის, მემორიალური დაფა გაიხსნა. საკრებულოს ინფორმაციით, ჯემალ ცერცვაძის მემორიალური დაფა სპორტსმენის საცხოვრებელი სახლის ფასადზე, კეკელიძის 25 ნომერში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ გახსნეს. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ძალიან […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს იოჰან ფორსელს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რომელმაც ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. პრემიერმა აღნიშნა, რომ […]

არძინბას თქმით, მოსკოვშია და ახალ სამსახურს იწყებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი დე ფაქტო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, ინალ არძინბას მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, გადადგა „ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით“. უცნობია, იგულისხმება თუ რა რუსეთის პირველ არხში მუშაობის დაწყება – მანამდე არძინბა რუსული ტელეარხის წამყვანი გახდა. „მე დავწერე განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით. ეს იყო დაგეგმილი გადაწყვეტილება. ახლა მოსკოვში […]

რუსული კანონი ხელს შეუშლის ყველა სფეროს განვითარებას – მედიცინის მუშაკები და მეცნიერები

ქართველი ექიმები და მეცნიერები მთავრობას რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართავენ, მათი თქმით ეს კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას, თავისუფლებას და ხელს უშლის ყველა სფეროს განვითარებას, მათ შორის, მათ პროფესიულ საქმიანობას: “რუსული კანონი შეგვიზღუდავს საშუალებას ვითანამშრომლოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, მოვიძიოთ დაფინანსება და რესურსები მნიშვნელოვანი პროექტებისათვის. ხელს შეგვიშლის, უზრუნველვყოთ ჩვენი პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა”. პეტიციას ხელს, ამ […]