სებ – საქართველოს სავალუტო რეზერვები გაიზარდა

აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 36 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს. საქართველოს ეროვნული ბანკი გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ სავალუტო რეზერვების მთლიან მაჩვენებელში 529,4 მილიონი დოლარის ოქროა, რაც საერთო მაჩვენებლის თითქმის 11%-ია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო მიმდინარე წლის მარტში დაამატა. „ეროვნული ბანკის მიერ […]

თელავში აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია თელავში მიმდინარეობს. ლოზუნგით: „არა რუსულ კანონს“ მოქალაქეები ერეკლე მეფის ძეგლთან შეიკრიბნენ. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ საჭიროა მეტი ადამიანი ჩაერთოს პროტესტში, რა მიზნითაც ისინი ყველა დიდ ქალაქში ჩავლენ და აქციებს გამართავენ. აქციაზე სიტყვით გამოსვლების შემდეგ შეკრებილები ცენტრალურ ქუჩებში გადაინაცვლებენ, აქცია – პერფორმანსს მოაწყობენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ […]

გიო სულაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: დღეს იმედი მომეცა, რომ სამართალი იზეიმებს!

2019 წლის 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციის დარბევისას დაშავებული გიო სულაშვილი, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში უჩიოდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიეცა იმედი და ძალა, მეტი შემართებით იბრძოლოს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის […]

“აგენტების კანონი” დარტყმას მიაყენებს საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას – EBRD

სადაო „აგენტების კანონის“ გარშემო დაძაბულობამ შესაძლოა დარტყმა მიაყენოს საქართველოს ეკონომიკას და ინვესტორებში ნდობას, ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა განაცხადა. „ჩვენ გაგვაკვირვა, იმის დანახვამ. რომ ის (კანონპროექტი რედ.) ბრუნდებოდა, ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ პროცესის დინამიკით“, – უთხრა ჟურნალისტებს EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო- ბასომ. მისი თქმით, საქართველომ ეკონომიკური სარგებელი მიიღო წარმატებული რეფორმებით. „მაგრამ […]

ომბუდსმენი: დაუშვებელია განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა

სახალხო დამცველი 7 მაისს „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება და მოუწოდებს შსს-სა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, თითოეული შემთხვევა დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ, ასევე პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი კანონიერი ღონისძიებები გაატარონ. “სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა. მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო […]

ყოფილ ვიცე-პრემიერ როგოზინის თქმით, უკრაინაში ომის მთელი სისხლი “ჯერ კიდევ წინაა”

რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, დმიტრი როგოზინმა, განაცხადა, რომ რუსეთის მოსახლეობას კიდევ მოუწევს უკრაინაში ომის სიმძიმის გამოცდა. „ომის მთელი ტკივილი ჯერ არ გამოგვიცდია, მთელი სისხლი ჯერ კიდევ წინაა“, – განაცხადა მან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. პოლიტიკოსის პოსტი 7 მაისს გამოქვეყნდა მის ტელეგრამის არხზე. „ჩვენ, ქვეყანას, ჩვენს ხალხს მძიმე გამოცდები გველის,“ დაწერა მან. „გამარჯვებას რთულად მოვიპოვებთ, […]

„ერთ-ერთი სასაუბრო თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი იყო“ – პრემიერი შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის დასაგარეო ვაჭრობის მინისტრს იოჰან ფორსელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამ საკითხზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენა, რაც საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის […]

2023 წელს ₾10.5 მლრდ-ის სახელმწიფო ტენდერი ჩატარდა – რომლებია ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაციები?

2023 წელს, გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ჯამური თანხა 6.2%-ით შემცირდა და 10.5 მლრდ ლარი შეადგინა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ელექტრონული და კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მთლიანმა ღირებულებამ 9.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც სახელმწიფო შესყიდვების საერთო მოცულობის 88.8%-ია. გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 1.1 მლრდ ლარი […]

„ეს გამოიწვევს რისკიან და არამოგებიან ბიზნესში თანხების განთავსებას“ – რომან გოცირიძე საპენსიო თანხების ინვესტირების წესში ცვლილებებზე

ფრაქცია „ევროოპტიმისტების” დეპუტატი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ინიციირებული ცვლილებები რისკიან ბიზნესში თანხების ჩადებას და კორუფციის რისკების ზრდას გამოიწვევს. როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, ყველა კანონი, რასაც ბოლო პერიოდში ხელისუფლება იღებს, მმართველი პარტიის მიზნებს ემსახურება. „მთავრობა ახალ ავანტიურას იწყებს – საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურას ცვლის, საიდანაც პარლამენტის ნაცვლად მთავრობა აკომპლექტებს საბჭოს. ცვლილებები […]

II მსოფლიო ომის მონაწილეები 9 მაისისთვის 2 000 ლარს მიიღებენ – მთავრობა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, “ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ”. “საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ […]