„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისისკენ მიემართებიან. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, აქციას შეუერთდნენ. “ვიაროთ ერთად, რათა არ გავხდეთ პროვოკაციის მსხვერპლი. ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი ერთიანობაა”, – მოუწოდებენ ორგანიზატორები მოქალაქეებს. “საქართველო!” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე და IDFI-ის დირექტორზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 154-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა დაიწყო. შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს თავს დაესხნენ. შემთხვევა იმ […]
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და “ციფრული უნივერსიტეტი” ამოქმედდა

ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და “ციფრული უნივერსიტეტი” ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, იუსტიციის სახლის სერვისების მიღებას სასჯელის მოხდის ადგილზე ქუთაისის №2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებიც შეძლებენ. იუსტიციის სახლის ფილიალი ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში რატი ბრეგაძემ იუსტიციის სახლისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად გახსნა. „დაწესებულებაში იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი „ციფრული […]
პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან დღესაც მიმდინარეობს. მოქალაქეები პარლამენტთან 19:00 საათიდან იკრიბებიან. მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი კვლავ ხაზს უსვამს იმას, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს, შეიძლება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს. მათივე თქმით, “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მსვლელობა დღესაც იგეგმება და ორგანიზატორებს თქმით, ისინი საჯარო […]
საპროტესტო აქცია „არა რუსულ კანონს“ ფოთშიც გაიმართა

„არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ფოთში, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეებმა აგვისტოს ომის მემორიალთან მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. მათი განცხადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. “უკვე რამდენიმე დღეა, რაც ვუერთდებით სააქციო პოლიფონიას და […]
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან დღესაც მიმდინარეობს. მოქალაქეები პარლამენტთან 19:00 საათიდან იკრიბებიან. მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი კვლავ ხაზს უსვამს იმას, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს, შეიძლება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს. მათივე თქმით, “ქართული ოცნების” ოფისის მიმართულებით მსვლელობა დღესაც იგეგმება და ორგანიზატორებს თქმით, ისინი საჯარო […]
გალანთი: რაფაში ოპერაცია ტყვეების გამოშვებამდე ან ჰამასის განადგურებამდე გაგრძელდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანთმა ღაზის სექტორის საზღვართან ჯარისკაცებთან საუბრისას პირობა დადო, რომ რაფაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის განადგურებამდე ან ჰამასის მიერ მძევლების გამოშვებამდე გაგრძელდება. “გუშინ მე ისრაელის თავდაცვის ძალებს რაფის ტერიტორიაზე შესვლა, გამშვები პუნქტის აღება და სამხედრო მისიების შესრულება ვუბრძანე. ეს ოპერაცია გაგრძელდება, სანამ მთელ ღაზის სექტორში ჰამასს არ განადგურდება […]
,, მე ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს: თბილისს!” – მაიკლ როთი

საქართველოში ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი ჩამოდის, ამის შესახებ თავად წერს X-ზე: ,,13-15 მაისს მე ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს: თბილისს! ჩემთან ერთად თბილისს ეწვევიან ჩემი გამორჩეული კოლეგები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან. მოუთმენლად ველით მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციის და გაბედული სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას”, – წერს მაიკლ როთი.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-გვერდი ჰაკერული ჯგუფების ხელშია, სიმართლეს არ შეესაბამება

სოციალურ ქსელში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-გვერდი ჰაკერული ჯგუფების ხელშია, სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-გვერდზე სისტემატურად არის ხარვეზის შექმნის მცდელობა, თუმცა ამ ეტაპზე „იმედის” ყველა პლატფორმა ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, გადაამოწმონ ინფორმაციის ავთენტურობა, რათა არ გავრცელდეს დეზინფორმაცია და არ მოხდეს ტელეკომპანია „იმედის“ დისკრედიტაციის მცდელობა. ვიმედოვნებთ, ფაქტ-ჩეკერს, […]
ვლადივოსტოკში ამერიკელი ჯარისკაცი დააკავეს ქურდობის ბრალდებით

ვლადივოსტოკის რაიონულმა სასამართლომ ამერიკელი ჯარისკაცი გორდონ ბლეკი დააკავა ქურდობის ბრალდებით, იტყობინება სასამართლოს პრესმდივანი. სამხედრო მოსამსახურე წინასწარი დაკავების საკანში იქნება 2 ივლისამდე. აშშ-ის მოქალაქეს ბრალად ედება ქურდობა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენებით. ამ მუხლით მაქსიმალური სასჯელია ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. დღეს NBC News-ი იტყობინებოდა რუსეთში ამერიკელი ჯარისკაცის დაკავების შესახებ. მოგვიანებით ცნობილი გახდა მისი ვინაობა. ესაა უფროსი სერჟანტი […]