უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ქვედანაყოფის „შავი არწივის“ ცნობით, დაღუპულები არიან მათი მებრძოლები დავით გოგაძე და ბესო ლომიძე. ქვედანაყოფის ცნობით, ქართველი მებრძოლები ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეშჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 წლის თებერვლიდან დღემდე, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
უსამართლობა თუ კანონზომიერება? – “ჟირონას” შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა აუკრძალონ

“ჟირონა” შეიძლება მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ დაუშვან, – ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს. კატალონიურმა კლუბმა უკვე მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური, თუმცა ამ ტურნირზე მონაწილეობის უფლება უეფამ უნდა დართოს. საქმე ისაა, რომ “ჟირონა” ნაწილობრივ City Football Group-ის (CFG) წევრია, რომელშიც აგრეთვე “მანჩესტერ სიტი” შედის, კლუბებს გარკვეული საერთო აქტივები გააჩნიათ, რაც ფეხბურთელთა იჯარას და ფინანსურ დახმარებას […]
ეშმაკი ამ კანონის იდეაშია … თევზი თავიდან ყარს – Free Uni-ს რექტორი “რუსულ კანონზე”

“ეშმაკი ამ კანონის იდეაშია”, – ასე აფასებს “რუსულ კანონს” თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი. ვატო ლეჟავა BMG-სთან აღნიშნავს, პროექტი სულისკვეთებით რუსულია. “ცხადია, გავეცანი და ეშმაკი თვითონ ამ კანონის იდეაშია. როგორც იტყვიან, თევზი თავიდან ყარს და მილიონობით ქართველისთვის თავიდანვე ნათელი გახდა სიდამპლის სურნელი, რომელიც ამ კანონს თან სდევს. თავისი სულისკვეთებით ნამდვილად რუსული კანონია. რა შეიძლება მოუტანოს [ქვეყანას], შეხედეთ […]
უკრაინაში, ავდეევკის მიმართულებაზე “შავი არწივის” კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მებრძოლი ქართული სპეცდანიშნულების რაზმის „შავი არწივის“ ცნობით, საბძოლო მოქმედებების შედეგად ავდეევკის მიმართულებაზე დაიღუპა მათი კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, დავით გოგაძე და ბესო ლომიძე. “ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ ქვედანაყოფი შავი არწივის მებრძოლები დავით გოგაძე და ბესო ლომიძე ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახებს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს. ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!”- წერია […]
თბილისის მერიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას რუსთაველის გამზირის 1 თვით გადაკეტვაზე

თბილისის მერიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას რუსთაველის გამზირის 1 თვით გადაკეტვის შესახებ. როგორც ნეტგაზეთს თბილისის მერიაში განუცხადეს, მსგავსი ინფორმაცია არ აქვთ. მათივე განცხადებით, თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თავად თბილისის მერია გაავრცელებს ოფიციალურად. დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ნინო ჯღარკავამ Facebook-ზე დაწერა, რომ თბილისის მერია რუსთაველის გამზირის გადაკეტვას 1 თვით აპირებს. თუმცა ამ დროისთვის [21:35 […]
ბოჭორიშვილი: არ ვიცი, მილერი რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და FARA-ს

“არ ვიცი, ბატონი მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და თავად FARA-ს” – ასე უპასუხა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხებოდა. მეთიუ მილერმა 7 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში წარდგენილი კანონი “უცხოელი აგენტების” შესახებ მკვეთრად განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც შეერთებულ […]
თელავში “აგენტების კანონი” გააპროტესტეს

აგენტების კანონის წიმააღმდეგ საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა თელავში, მეფე ერეკლე II-ის ძეგლის მიმდებარე ტეირიტორიაზე. აქციის მონაწილეეები შეიკრიბნენ მთელი კახეთიდან, მათ შორის იყვნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სუდენტები, ლექტორები, სკოლის მოსწავლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ფერმერები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. აქციის მონაწილე ფერმერმა გურჯაანიდან, მევლუდ გოგიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ “აგენტების კანონი” საქართველოს ევროპულ […]
არ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსთაველის გამზირი იკეტება რეაბილიტაციის გამო – მერია

თბილისის მერია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის გამო იკეტება. როგორც „პირველებს“ მერიის პრესსამსახურში უთხრეს, მსგავსი ინფორმაცია, ჯერჯერობით, მათ არ აქვთ. ,,მსგავსი ინფორმაცია პრესსამსახურს არ გააჩნია. თუ რამე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გაავრცელებს მერიის პრესსამსახური,“ – აცხადებს პრესსამსახური. სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთაველის გამზირი ერთი თვით იკეტება – მიზეზი კი გამზირის რეაბილიტაციაა.
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ. „სამწუხაროდ, კიდევ ორი მაგარი ქართველი დავკარგეთ, ნათელში იყავით ძმებო“, – წერს ვანო ნადირაძე “ფეისბუქზე“. არსებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან ბესო ლომიძე, დათო გოგაძე.
საქართველოდან ლიმონათის ექსპორტი იზრდება – ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

საქართველოდან ლიმონათის ექსპორტი იზრდება. როგორც „ეფ ეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, გასულ წელს კომპანიის მიერ განხორციელებულმა ლიმონათის ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. „შარშან დაახლოებით 60 მლნ ლიტრი ლიმონათის ექსპორტი განვახორციელეთ. შედარებისათვის, საქართველოს ბაზარზე ვყიდით 20 მლნ ლიტრს, მაშინ როცა 60 მლნ ლიტრი 25-მდე ქვეყანაშია ექსპორტირებული“,-აღნიშნავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი. მისივე თქმით, ექსპორტი ევროპაში, ბალტიის ქვეყნებში, […]