ისრაელის ძალებმა ღაზაში რაფას სასაზღვრო პუნქტი დაიკავეს

ისრაელის ძალებმა სამშაბათს ეგვიპტესა და სამხრეთ ღაზას შორის მთავარი სასაზღვრო გასასვლელი დაიკავეს. ამერიკის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობილმა, დაჯგუფება “ჰამასმა” ისრაელი დაადანაშაულა, რომ ცდილობს ხელის შეუშალოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებია ტანკები, რომლებიც მოძრაობენ რაფაში, ხოლო ისრაელის დროშა აღმართულია ღაზის მხარეს. გაეროს და სხვა საერთაშორისო დახმარების სააგენტოებმა განაცხადეს, რომ ორი გადასასვლელის დახურვამ […]

რუსეთში ამერიკელი ჯარისკაცი დააკავეს

კრიმინალური სამართალდარღვევის ბრალდებით, რუსეთში ამერიკელი ჯარისკაცი დააკავეს – ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, ანონიმურობის დაცვით, სამთავრობა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „როიტერის“ ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ჯარისკაცი სამხრეთ კორეაში იყო ბაზირებული. სააგენტო კიდევ ერთ ამერიკელ ოფიციალურ პირს ციტირებს, რომელიც ამბობ, რომ ჯარისკაცს, ქალის გაქურდვაში დასდეს ბრალი. არმია ბრალდებების დეტალებს არ ავრცელებს. ნათქვამია, რომ რუსეთმა, ჯარისკაცის […]

II მსოფლიო ომის მონაწილეები 2000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახის წევრები – 1000 ლარს მიიღებენ – მთავრობა

მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 1000 ლარს მიიღებენ. მთავორბის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, […]

საგამოძიებომ ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს, შვედეთის საელჩოსთან ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო. შვედეთის საელჩოსთან IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილს, ფორმულას მძღოლსა და ოპერატორს უცნობი პირი თავს დაესხა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათზე თავდამსხმელი რეზო ვაშაყმაძეა. ვაშაყმაძემ კლდიაშვილს, ფორმულას მძღოლსა და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის მანქანით იმყოფებოდა და […]

მაიკლ როთი – 13-15 მაისს ევროპელ კოლეგებთან ერთად ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს ვეწვევი

13-15 მაისს სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს – ვეწვევი, შეხვედრები გვექნება მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილს დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს: თბილისს! ჩემთან ერთად ჩამოვლენ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების პატივცემული კოლეგები. მოუთმენლად ველი […]

„შინაარსობრივად, საინვესტიციო სააგენტოსგან სახელმწიფო ბანკი იქმნება“ – აკაკი ცომაია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ინიციირებულ ცვლილებებზე

ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ინიციირებული ცვლილებების შედეგად, საინვესტიციო სააგენტოსგან ფაქტობრივად სახელმწიფო ბანკი იქმნება. როგორც ეკონომისტი სოციალურ ქსელში წერს, მენეჯმენტი, საინვესტიციო საქმიანობა და მონიტორინგიც კი ერთ ხელში ექცევა. „ხელისუფლების ახალი თავხედობა. ახალი კანონპროექტი დააინიცირეს. შინაარსობრივად, საინვესტიციო სააგენტოსგან სახელმწიფო ბანკი იქმნება. რუსული კანონის მერე არაფერი მიკვირს, მაგრამ პასუხი ამაზეც მოსათხოვია. საქმიანობის შინაარსსაც […]

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქვედანაყოფის – შავი არწივის ცნობით, დაღუპული მებრძოლები დავით გოგოძე და ბესო ლომიძე არიან. მათივე ინფორმაციით, მებრძოლები ავდეევკას მიმართულებაზე, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ.

საქართველოს მოქალაქეობის მაძიებლებს სააკაშვილსა და ოკუპაციაზე აღარ ჰკითხავენ?

ისტორიის ტესტებიდან, რომელიც უცხოელებმა უნდა ჩააბარონ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, ამოღებულია ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ვარდების რევოლუცია. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტი „ეხო კავკაზა“ წერს. ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კონსტიტუციური სამართლის საფუძვლების გამოცდის ახალი წესი 2024 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდა. ახალი და ძველი ტესტები სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდეა გამოქვეყნებული. ადრე მოქალაქეობის მსურველებისთვის წერილობით […]

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ. „სამწუხაროდ, კიდევ ორი მაგარი ქართველი დავკარგეთ, ნათელში იყავით ძმებო“, – წერს ვანო ნადირაძე “ფეისბუქზე“. არსებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან ბესო ლომიძე, დათო გოგაძე. ინფორმაციისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, არაოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი.