„ხანდახან ოჯახში საჭმელიც არ გვქონდა; დედას შეეძლო ლავაში მოეხარშა, მარილი მოეყარა და ისე გვაჭმევდა თითქოს ხაჭაპური იყო“

ქართველმა მილიარდერმა, ყაზახური Kaspi.kz-ის ერთ-ერთმა მფლობელმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ეს არის ერთ-ერთი ბოლო, ხმაურიანი გარიგება, რომელიც ქართველმა მილიარდერმა დადო. ამ დროისთვის ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 534-ე პოზიციაზეა. მისი ქონება 5.7 მლრდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო Forbes-ის რეიტინგში შესვლისას, ანუ 2021 წელს ლომთაძის ქონება 3.2 მლრდ დოლარს შეადგენდა. რაც […]

ვალერი ჩეჩელაშვილი – ჩიხიდან გამოსავალი, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ნახოს, რადგან ეს გზა ტაძრამდე ვერ მიიყვანს – მარტივ გამოსავალს ვთავაზობთ: თუ ასე სჯერათ საკუთარი თავის, არჩევნებს რეფერენდუმი დაამთხვიონ, ვნახოთ, რამდენს უნდა ამ კანონის დამტკიცება

“სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის, ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არგუმენტები იმისთვის, რომ დასავლელი პარტნიორები მათი პოზიციის სისწორეში დაარწმუნონ. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, როცა ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება გინდა, მაშინ ევროკავშირის რჩევები უნდა მიიღოს. „დიპლომატის ხელოვნება არის ის, რომ შეინარჩუნო შენი მეგობრები და მათთან გაამყარო მეგობრობა, შენ მიმართ ნეიტრალურად განწყობილი ქვეყნები მეგობრებად […]

ინფორმაცია, თითქოს „იმედის“ ვებგვერდი ჰაკერული ჯგუფების ხელშია, სიმართლეს არ შეესაბამება – ტელეკომპანია განცხადება

ტელეკომპანია „იმედში“ უარყოფენ იმ ინფორმაციას, რომ მათი საინფორმაციო ვებგვერდი ჰაკერული ჯგუფების ხელშია. ამის შესახებ ტელეკომპანია განცხადებას ავრცელებს. „სოციალურ ქსელში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდი ჰაკერული ჯგუფების ხელშია, სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდზე სისტემატურად არის ხარვეზის შექმნის მცდელობა, თუმცა ამ ეტაპზე „იმედის” ყველა პლატფორმა, imedi.ge და imedinews.ge ჩვეულ […]

“მარშით ევროპის მოედნისკენ” – 11 მაისს 19:00 საათზე 3 ლოკაციიდან თბილისში მარში გაიმართება

11 მაისს 19:00 საათზე თბილისში ევროპის მარში გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეები შეკრებას 3 ლოკაციიდან დაიწყებენ: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო 300 არაგველიდან. მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან. “სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

სომხეთში რუსული არხები შესაძლოა აიკრძალოს – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსული ტელეარხების მაუწყებლობა ქვეყანაში შეიძლება აიკრძალოს, თუ ისინი პატივს არ სცემენ სომხეთის მოქალაქეებს და პოლიტიკურ სისტემას. სომხეთის მთავრობის მეთაურის განცხადებას News.am ციტირებს. მან აღნიშნა, რომ სომხეთი ითხოვს პატივისცემით მოეპყრონ საკუთარ თავს და მის ინტერესებს. „თუ ეს მოთხოვნა იგნორირებულია, მაშინ ყველა ეს ტელეარხი (რუსეთის სახელმწიფოს – რედ.) არ უნდა გადიოდეს […]

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს. აქ მათ სამართალდამცველების კორდონი დახვდათ მობილიზებული. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციელებს მიმართეს: „ვიცით, ძალიან ბევრს აქ დგომა არ გსურთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი გულანთებული პატრიოტია. გთხოვთ, თქვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ დააფიქსიროთ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს დავეხმაროთ, რომ ისინი სახელმწიფოს მიჯაჭვული […]

ბოსფორის სრუტის გავლით გემების გადაადგილება შეზღუდულია

ბოსფორის სრუტის გავლით სატვირთო ხომალდებისა და გემების გადაადგილება დროებით შეზღუდულია. მიზეზი „ალექსის“ სახელით ცნობილი სატვირთო გემია, რომელიც უკრაინიდან ეგვიპტის მიმართულებით სურსათს ეზიდებოდა. როგორც ცნობილია, გემის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა და ის სრუტეში გაიჭედა. როგორც თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, გემის გამოყვანის პროცესში ჩართულნი არიან სპეციალური სამაშველო სამსახურები. ბოსფორის სრუტე პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საზღვაო მაგისტრალია, რომელიც შავი ზღვის […]

თეონა აქუბარდია – ადამიანები, რომლებსაც აქვთ დასავლური განათლება, თავს იმცირებენ, მარიონეტებად არიან ქცეული, ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ დიაგნოზია, რომ მწყობრში მიდიან უფსკრულისკენ

ადამიანურად ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ დიაგნოზია, რომ უფსკრულის პირას დგანან და უფსკრულისკენ მწყობრში მიდიან, რადგან ასე თქვა მათმა სულიერმა ლიდერმა , – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ „ქართულ ოცნებაზე“ და მათ მიერ დასავლელი პარტნიორების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა. თეონა აქუბარდიას განცხადებით, დღევანდელი ვითარება „ქართული ოცნების“ წევრებისთვის […]

აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ – ადგილზე მომიტინგეებს პოლიციას კორდონი დახვდათ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს. აქ მათ სამართალდამცველების კორდონი დახვდათ მობილიზებული. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციელებს მიმართეს: “ვიცით, ძალიან ბევრს აქ დგომა არ გსურთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი გულანთებული პატრიოტია. გთხოვთ, თქვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ დააფიქსიროთ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს დავეხმაროთ, რომ ისინი სახელმწიფოს მიჯაჭვული […]

„ფორმულის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. 7 მაისს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. IDFI-ში რადიო თავისუფლებას […]