მაია სანდუ იური დუდთან ინტერვიუში: პუტინს არ სურს ომის დასრულება

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ვრცელი ინტერვიუ მისცა ცნობილ რუს ვიდეობოლგერს, იური დუდს. მისთვის ეს იყო პირველი საუბარი რუს ჟურნალისტთან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ისევე როგორც დუდისთვისაც სანდუსთან შეხვედრა იყო პირველი ინტერვიუ ამ რანგის მოხელესთან. საუბრის მთავარი თემები იყო მოლდოვასა და რუსეთს შორის ურთიერთობა და უკრაინის ომი. სანდუს თქმით, მას ბოლო მომენტამდე არ სჯეროდა, […]
,, ჩემი თაობის და უღირსი მღვდელ-მთავრების მიერ გაძევებული ღმერთი, ჩვენი შვილების თაობამ უკან დააბრუნა..” – ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,რამდენიმე დღის წინ, ჩემი მეგობარი ზურა გურული წერდა- “ქრისტე ეკლესიიდან გამოვიდა და ხალხში გაერიაო”. საოცარი აღდგომის ღამე გვაჩუქა უფალმა… ჩემი თაობის და უღირსი მღვდელ-მთავრების მიერ გაძევებული ღმერთი, ჩვენი შვილების თაობამ უკან დააბრუნა… აღდგომის ღამეს, ქრისტე მათთან ერთად ზეიმობდა…”
ქართველმა კადეტებმა “ვესტ პოინტის” აკადემიის შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა

ამერიკა-საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობა უკვე ათეულობით წელს ითვლის. მის ფარგლებში შედის ქართული ჯარის სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსება, წვრთნა, ერთობლივი ოპერაციები და სამხედრო ასპარეზობაც. გასულ კვირას ქართველი იუნკრები “ვესტ პოინტის” სამხედრო აკადემიაში გამართულ შეჯიბრში მონაწილეობდნენ
ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს – რომელ ადგილზეა მოსკოვი?

ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. წლევანდელ სიაში რეკორდული რაოდენობის მილიარდერები მოხვდნენ, რომელთა ქონებაც ომის, მუდმივი ინფლაციისა და პოლიტიკური არეულობის ფონზეც კი ზრდას განაგრძობს. Forbes-ის 2024 წლის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის მიხედვით, მილიარდერების თითქმის მეოთხედი, რომელთა საერთო ქონება 3 ტრილიონი დოლარია, ნიუ-იორკში ცხოვრობს. ნიუ-იორკი კვლავ გახდა ყველაზე სასურველი ადგილი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის: […]
ე.წ. რუსულ კანონს იურიდიულ კომიტეტზე მე-3 მოსმენით 13 მაისს განიხილავენ

ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ე.წ. რუსულ კანონს იურიდიულ კომიტეტზე მე-3 მოსმენით ორშაბათს, 13 მაისს განიხილავენ. „პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან გამომდინარეობს. ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით. გამჭვირვალობის კანონპროექტს კი ორშაბათს, 13 […]
,, მიშა თუ ვერ მოკლა პუტინმა, ბიძინას რანაირად მოკლავს, კაცი წყალსაც ნაჭერში გახვეული შუშის ბოთლიდან სვამს” – მიშა მშვილდაძე

,,ფორმულას” თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,მითი მგონია რომ ბიძინას პუტინის ისე ეშინია რომ აი ყველაფერზე მზადაა – მიშა თუ ვერ მოკლა პუტინმა, ბიძინას რანაირად მოკლავს, კაცი წყალსაც ნაჭერში გახვეული შუშის ბოთლიდან სვამს – უფრო დიდი ბოროტების შიშით საკუთარ ბოროტებას ამართლებს ყველა არაუმაღლესი რანგის ბოროტი – ბიძინა პუტინის შიშს სიმულირებს, რადგან აწყობს – შიში […]
პარლამენტის წინ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დასრულდა. რუსთაველის გამზირზე აღდგა საავტომობილო მოძრაობაც. აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტი და მსვლელობა ხვალაც იგეგმება, მაგრამ მსვლელობის გეგმა და მიმართულება სპონტანური იქნება. “მსვლელობები გაგრძელდება, ვიდრე დიდი აქცია არ ჩაინიშნება. ეს იმისთვის, რომ მოსახლეობაში მუხტი არ დაეცეს და სულ გვახსოვდეს, რატომ უნდა გავაპროტესტოთ კანონი. მსვლელობის მიმართულება, […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს იოჰან ფორსელს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რომელმაც ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]
თბილისში 11 მაისს „ევროპის მარში“ სამ ლოკაციაზე დაიგეგმა

11 მაისს, თბილისის სამ ლოკაციაზე „ევროპის მარში“ დაიგეგმა. კერძოდ, მარშის მონაწილეები დედაქალაქის სამ ლოკაციაზე, რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო 300 არაგველთან შეიკრიბებიან, საიდანაც მარშით ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „ევროპის მარში“ სამივე ლოკაციაზე ერთდროულად, 19:00 საათზე დაიწყება. „ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით 3 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი; მარჯანიშვილის მოედანი; […]
როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის აქციების ფასი წინა კვირაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. „საქართველოს ბანკის“ და „თიბისის“ აქციების ფასი შემცირდა, „საქართველოს კაპიტალის“ კი გაიზარდა. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 47.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -11.85% წინა კვირასთან შედარებით და – 6.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 578 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.95 – […]