შალვა პაპუაშვილი – ეს არ არის ოპოზიციის პროტესტი, მათ მიიღეს სიგნალი გარედან, საკუთარი მფარველებისა და დამფინანსებლების მხრიდან

ეს პროტესტი არ არის ოპოზიციის პროტესტი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღეს სიგნალი გარედან, საკუთარი მფარველებისა და დამფინანსებლების მხრიდან, წამოიწყეს ეს პროტესტი, რომლის მიზანი ძალადობრივი სცენარის განვითარება და მაიდნის მსგავსი პროექტის განხორციელებაა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია, საკუთარი დამფინანსებლებისგან სიგნალის მიღებამდე იმასაც კი ამბობდა, […]
აპრილში უკანონო ტყით სარგებლობის 268 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 268 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 218 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უკანონო […]
მსოფლიო ვალებმა $315 ტრლნ-ს მიაღწია

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მსოფლიო ვალებმა $315 ტრლნ-ს მიაღწია და რეკორდი მოხსნა. ანგარიში ,,გლობალური ვალის მონიტორი“ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა (IIF) გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, გლობალური ვალის მოცულობა წლის პირველ კვარტალში 1,3 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და 315 ტრილიონ დოლარს მიაღწია. გლობალური ვალის მოცულობა, რომელმაც ამ პერიოდში რეკორდი მოხსნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 307 ტრილიონი დოლარი იყო. გლობალური […]
შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგმა დაადასტურა, რომ უცხოელი აქტორები ტყუოდნენ, როცა ამბობდნენ, რომ 20 ივნისის აქცია მშვიდობიანი იყო – ის, რაც „გავრილოვის ღამედ“ მონათლეს, „მელია-გახარიას ღამე“ იყო

მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება -ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადი არის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებში მიმდინარე პროცესები ძალადობრივი პროცესების ინსპირირებითაა გამოწვეული და მიაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი უკრაინაში განვითარებული „მაიდანის“ პარალელია. „მიდის […]
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ მონაცემთა ბაზის შექმნის მიზანი, რომელშიც „ძალადობასა და შანტაჟში მონაწილე პირები შევლენ, მათი კამპანიის მორალური შეფასებაა“

მნიშვნელოვანია მორალური შეფასება იმ კამპანიისა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს წამოწყებული, ზიზღის მუქარის, შანტაჟის და ზეწოლის კამპანია, როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რომელშიც მისივე განმარტებით, შანტაჟში, ძალადობასა და ამგვარ ქმედებებში ჩართულ ადამიანებზე ინფორმაცია მოიყრის თავს. […]
ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით ისრაელმა კერემ შალომის გამშვები პუნქტი გახსნა

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით ისრაელმა კერემ შალომის გამშვები პუნქტი გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განყოფილება, ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორი ავრცელებს. ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორის ცნობით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთოები ღაზაში შესვლამდე ისრაელის ინსპექტირებას გაივლიან. შეგახსენებთ, ისრაელმა კერემ შალომის გამშვები პუნქტი მას შემდეგ დახურა, რაც 5 მაისს, გამშვებ პუნქტთან ახლოს მდებარე ისრაელის […]
ურთიერთობა 12 წლით უმცროს მამაკაცთან – გერმანიის ნაკრების ყოფილი წევრის მეუღლე ბუნდესლიგაში მოთამაშე ფეხბურთელს ხვდება

The Sun-ის ინფორმაციით, “აუგსბურგის” 25 წლის ნახევარმცველ არნე მაიერს სასიყვარულო ურთიერთობა “დორტმუნდისა” და გერმანიის ნაკრების ვეტერან მეკარე რომან ვაიდენფელერის ყოფილ მეუღლე ლიზა როზენბახთან აქვს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის სხვაობა 12 წელია და ფეხბურთელი თავის საყვარელ ქალბატონზე უმცროსი საგრძნობლად გახლავთ. ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, მაიერმა და როზენბახმა ურთიერთობა 2023 წლის ბოლოს დაიწყეს და მხოლოდ ახლა ღიად […]
კასპის რაიონში ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა მანქანა, სადაც 3 კაცი იჯდა – არის მსხვერპლი

ავტომობილი სადაც 3 მამაკაცი იჯდა, მდინარე კავთურამ გაიტაცა. შემთხვევა გუშინ, სოფელ კავთისხევში მოხდა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სამიდან ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორემ წყლიდან ამოსვლა თავად შეძლო, ამ დრომდე კი, მაშველები 35 წლის მამაკაცს ეძებენ. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ადგილზე იმყოფება ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ტერიტორიის დრონებით დათვალიერება.
სუს-ი თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად – პაატა მანჯგალაძე

სუს-ი, რომელსაც თვითონ ეშინია საკუთარი განცხადებების, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად – მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს: ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ “რუსული კანონი”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება შეაფასა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს […]
გორის ერთ-ერთ სამშობიაროში ჩვილი დაიღუპა
„გორმედის“ სამშობიაროში ჩვილი დაიღუპა. მშობიარის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმს ადანაშაულებს. ჩვილის გარდაცვალებაზე რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. სამედიცინო ცენტრის თქმით, კლინიკა კომენტარს კომისიის დასკვნის შემდეგ გააკეთებს. „საქმის მოკვლევა დაიწყო რეგულირების სააგენტომ როგორც კი კომისია დადებს დასკვნას, კლინიკა თვითონ გააკეთებს კომენტარს“, – აცხადებენ „გორმედში“. ვრცლად ↓