კასპის რაიონში ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა მანქანა, სადაც 3 კაცი იჯდა – არის მსხვერპლი

ავტომობილი სადაც 3 მამაკაცი იჯდა, მდინარე კავთურამ გაიტაცა. შემთხვევა გუშინ, სოფელ კავთისხევში მოხდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, სამიდან ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორემ წყლიდან ამოსვლა თავად შეძლო, ამ დრომდე კი, მაშველები 35 წლის მამაკაცს ეძებენ.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ადგილზე იმყოფება ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ტერიტორიის დრონებით დათვალიერება.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“