ჩერგოლეიშვილი: პაპუაშვილმა ქოც პარტმუშაკებს თქვენს შვილებზე “დანოსების” წერა დაავალა

პაპუაშვილმა ქოც პარტმუშაკებს თქვენს შვილებზე პარტისთვის “დანოსების” წერა დაავალა. ქოც საჯარო მოხელეს რომ დაინახავთ, გაითვალისწინეთ, რომ მისი დავალება არის თქვენს შვილზე, რომელიც პროტესტში მონაწილეობს, “დანოსების” წერა. ვინმე ხათოს ჩაბარდება “აგენტების” თვლით ჩაბარება. აი საჯარო ბაღში რომ უტოვებთ ძიძას უმცროს შვილს, გახსოვდეთ რომ იგივე ადამიანი თქვენს უფროს შვილზე პარტიას “დანოსს” უწერს, რომ მომავალი გაუფუჭოს მისი ხელიდან. […]
მოტყუებით გამოყვანილი ახალგაზრდები ოპოზიციისთვის ფარია, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედოს მათ მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა. ხელისუფლებას კი, უპირველესად სახელმწიფოს უსაფრთხოება აბარია
მოტყუებით გამოყვანილი ახალგაზრდები ოპოზიციისთვის ფარია, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედოს მათ მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა. ხელისუფლებას კი, უპირველესად სახელმწიფოს უსაფრთხოება აბარია „თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვღელავთ იმ მოტყუებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც ნაცმოძრაობამ დეზინფორმაციის საშუალებით გამოიყვანა გარეთ. მართალია, ამ ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი ოპოზიციის პარტიული აქტივია, მაგრამ არიან სხვებიც, რომლებისთვისაც ერთგვარი ტრენდი გახადეს რუსთაველზე გასვლა და წაუკითხავი კანონის გაპროტესტება,” […]
„საპენსიო ფონდზე მთავრობის გავლენის გაძლიერება მის მიმართ ნდობას შეამცირებს“- გიორგი კეპულაძე

„პირველ რიგში, ცვლილებების შედეგად მთავრობა იღებს მეტ კონტროლს საპენსიო ფონდზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საინვესტიციო საბჭოში მისთვის მისაღები კანდიდატურები იქნება შერჩეული. შესაბამისად, შემცირდება ნდობა ამ სისტემის მიმართ“,- ასე აფასებს ,,კომერსანტთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებით დაგეგმილ რეფორმებს. მისი თქმით, ცვლილებები გაზრდის უნდობლობას საპენსიო ფონდის მიმართ, რაც აღნიშნული ფინანსური სისტემისთვის […]
პროკურატურამ ლადო აფხაზავას მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავასა და კიდევ ერთ პირზე განხორციელებულ თავდასხმაზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ […]
ლევან კობიაშვილი – წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა ხორციელდება ფეხბურთელებზე – ამ პროცესებს მართავენ ისინი, ვისაც რეალურად არც ფეხბურთი აინტერესებს და არც საქართველოს გამარჯვება

ერთხელ მაინც, მიუხედავად ჩვენი ფეთქებადი ქართული ხასიათისა, არ დავკარგოთ საღი აზრი და მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს(ფეხბურთელებს) კონცენტრირდნენ საკუთარ საქმეზე! ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, პატივი ეცით ყველა ფეხბურთელს! მორჩით მათ შეურაცხყოფას! – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, დეპუტატი ლევან კობიაშვილი „ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, ფეხბურთელებზე წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ხორციელდება. „წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა ხორციელდება […]
მირიამ ლექსმანი – ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი – სირცხვილი „ქართულ ოცნებას“

სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ და მათ, ვინც მის მიერ ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურებას ხელს უწყობს, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით. „ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ და მათ, ვინც მის მიერ ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურებას ხელს უწყობს“, – წერს მირიამ […]
შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა. დღეს, 8 მაისს, 17:00 საათზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე ბრიფინგს გამართავს.
საქართველოსთვის: ოცნება ცრუობს – 20 ივნისის შტურმს და მიმდინარე აქციებს ერთმანეთს ადარებს

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “ოცნება ცდილობს, სტრასბურგის გადაწყვეტილება 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით დღევანდელი მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების მიმართ ძალადობის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს”. “ხელისუფლება იტყუება, როცა პარალელებს ავლებს 20 ივნისის ძალადობრივ შტურმსა და დღეს მიმდინარე მშვიდობიან აქციებს შორის. სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო ზღვარი გაავლო ძალადობრივ პროტესტსა და მშვიდობიან პროტესტს შორის. დაუშვებელია, „ოცნებამ“ სტრასბურგის […]
7 ტონა ოქროს ყიდვა, შესაძლოა, პოტენციურ სანქციებსაც უკავშირდებოდეს – ISET – ის კვლევითი ინსტიტუტი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 7 ტონა მონეტარული ოქროს შესყიდვა ეკონომიკურ არგუმენტებთან ერთად, შესაძლოა, პოტენციური სანქციებისგან თავის დაცვას ემსახურებოდეს. აღნიშნული ვარაუდი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიმოხილვაშია გამოთქმული. მიმოხილვის თანახმად, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები აჩენს კითხვებს ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯის პოლიტიკურ საფუძვლებთან დაკავშირებით. ვინაიდან, ოქრო აღიქმება როგორც უსაფრთხო და სასურველი სარეზერვო აქტივი, როდესაც ქვეყნებს ემუქრებათ ფინანსური სანქციები […]
11 მაისს „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. ღონისძიება 11 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ 10:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება და მოიცავს არაერთ აქტივობას, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპის დღე 5 პავილიონსა და 6 სივრცეში ჩატარდება, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და ბენეფიციარებს გააერთიანებს. […]