“მესამე ქვეყნების გემები” – ევროკავშირის სანქციების მე-15 პაკეტი

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტზე შეთანხმდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა X-ზე ავრცელებს. პაკეტი სამიზნეში იღებს კომპანიებს რუსეთსა და მესამე ქვეყნებში, რომლებსაც ირიბად წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიურ გაძლიერებაში საექსპორტო აკრძალვებისადმი გვერდის ავლით. [ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი] ელჩები ამ წამს შეთანხმდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საპასუხო სანქციების მე-15 […]
ირანის ლიდერი ასადის დამხობას აშშ-ს, ისრაელსა და თურქეთს აბრალებს

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ თავის პირველ საჯარო კომენტარში, ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ სირიელი ამბოხებულების აჯანყების დაგეგმვაში ბრალი შეერთებულ შტატებს და ისრაელს დასდო. 11 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში მან არაპირდაპირ თურქეთიც დაადანაშაულა იმაში, რომ სირიელმა ამბოხებულებმა თავის ჩრდილო დასავლეთის გამაგრებული პოზიციებიდან დამასკოს თითქმის წინააღმდეგობის გარეშე მიაღწიეს. „ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ ის, რაც […]
მაკრონი ტუსკთან ერთად უკრაინაში ევროპული სამშვიდობო მისიის შექმნას განიხილავს

საფრანგეთის პრეზიდენტისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა 12 დეკემბერს იგეგმება. მაკრონი და ტუსკი ერთმანეთს ვარშავაში შეხვდებიან. განხილვის მთავარი თემა ევროპული სამშვიდობო მისიის შექმნაა, რომელიც მიზნად უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას ისახავს. საუბარია დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეთანხმებაზეც. გამოცემა Rzeczpospolita წერს, რომ 7 დეკემბერს, პარიზის ღვთისმშობლის აღდგენილი ტაძრის საზეიმო გახსნამდე, მაკრონმა ელისეის სასახლეში ერთსაათიანი პირადი შეხვედრა […]
“გთავაზობთ, ლაზერებიც არ იყოს დასაშვები აქციებზე” – ოცნების დეპუტატი

ქართულ ოცნებაში სურთ, რომ შეკრებების დროს ლაზერების გამოყენებაც აკრძალონ. ამ ინიციატივით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ქართული ოცნების წევრი არჩილ გორდულაძე გამოვიდა. “პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირია გამოყენებული ლაზერების, ე.წ სანათების გამოყენება შეკრებების დროს, რომელიც თავის მხრივ, პრობლემებს წარმოშობს იმ ორგანოების საქმიანობის მიმართ, რომელთა პასუხისმგებლობაც არის, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მოხდეს შესაბამისი სამართალდარღვევების პრევენცია. […]
“უნდა აკრძალონ ლაზერები და გამოჩნდება აქვს თუ არა საზოგადოებას უნარი თავად გადავიდეს შეტევაზე”– იაგო ხვიჩია

პოლიტიკოსი, იაგო ხვიჩია: ოცნება ამით ახალგაზრდებს ეხმარება, იმის გააზრებაში, რომ თუ დაუმორჩილებლობაზე გადასვლას არ აპირებ და ამას ჭკუით არ აკეთებ, წარმატება არ იქნება. უნდა აკრძალონ ლაზერები და გამოჩნდება აქვს თუ არა საზოგადოებას უნარი არ დაემორჩილოს ამ აკრძალვას. პირიქით, თავად გადავიდეს შეტევაზე.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “[ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი] ელჩები ამ წამს შეთანხმდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საპასუხო სანქციების მე-15 პაკეტზე. პაკეტი მეტ პირსა და ერთეულებს ამატებს უკვე არსებულ სასანქციო სიას, და სამიზნეში იღებს კომპანიებს რუსეთსა და მესამე ქვეყნებში, რომლებსაც […]
ქუთაისში პროტესტი გრძელდება, დაგეგმილია მსვლელობაც

ქუთაისში, მეთოთხმეტე დღეა უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები მერიის წინ იკრიბებიან, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ და ახალ არჩევნებს ითხოვენ. პარალელურად, აქციის მონაწილეებს საშუალება აქვთ, ეკრანზე თვალი ადევნონ ევროპის შესახებ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს. დღესვე ქუთაისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქ ხაშურის წყალარინების სისტემის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოს სესხის სახით 30 მილიონ ევროს გამოუყოფს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა სხდომაზე ისაუბრა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმებაზე (ქალაქ […]
ეროვნული ბანკი – ევროკავშირში მოქმედ დირექტივაზე დაფუძნებული რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ სებ-ის თანამშრომლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციისა და ლიკვიდაციის განყოფილების თანამშრომლებმა, ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს თაობაზე აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის რეზოლუციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ორ დღიანი სემინარის ფარგლებში გაეცნენ საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციის ჩარჩოს, რომელიც არსებითად ევროკავშირში მოქმედ დირექტივას (BRRD) ეფუძნება. „სებ-ის თანამშრომლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს, ინფორმაცია მიაწოდეს ისეთ მნიშვნელოვან […]
„კოკა-კოლა“ – ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, საახალწლო ქარავანი წელს გავაუქმოთ – ზუსტად ახლა არის დრო, ვეძებოთ “სანტა” საკუთარ თავში

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველასთვის საყვარელი და ახალი წლის განუყოფელი ნაწილი, საახალწლო ქარავანი, წელს გავაუქმოთ, – ამის შესახებ განცხადებას „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც „დაუღალავად და უშიშრად დგას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე“. „კოკა-კოლა მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდია, დასავლური ღირებულებებისა და იდეალების […]