ლუკა მატკავა: “სქარლეთსი” მაქსიმალურად მობილიზებული დაგვიხვდება

ჩელენჯ თასის პირველ ტურში ტოპ 14-ის “ვანთან” მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ (22:19), “შავი ლომის” მოთამაშეებმა ცოტა დაისვენეს და 15 დეკემბერს უელსში, “სქარლეთსთან” გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ. ჰლანეჰლიში, Parc y Scarlets-ზე თამაში საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ქართულ გუნდს ფლეი ოფში პირველად გასვლის რეალური შანსი გაუჩნდება. 23 წლის ლუკა მატკავა 305 ქულით “შავი […]
დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ დაკავებული ჟურნალისტები და აქტივისტები – სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ბოლო პერიოდში დაპატიმრებული ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები. „მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, გაათავისუფლოს ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებული არიან ადამიანების უფლებების დაცვისთვის, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც აიღო ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებისას“, – წერია 11 დეკემბერს სახელმწიფო […]
“გაა*ვი ევროპაში შენნაირ აგენტებთანო” – კაზრეთის სკოლის თანამშრომელს თავს დაესხნენ

ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერს, ფიქრია ეპიტაშვილს უცნობი კაცი დაესხა თავს და როგორც მისი მეგობარი ჰყვება სახე სამართებლით დაუზიანა. შემთხვევა 11 დეკემბერს, დღის საათებში მოხდა. დაზარალებულს პოლიციაში კითხავენ, მანამდე კი ბოლნისის საავადმყოფოში პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. შემთხვევის შესახებ რადიო თავისუფლებას ფიქრია ეპიტაშვილის მეგობარი, ნატა ცნობილაძე ესაუბრა, რომელიც ადგილზეა ჩასული. მისი ინფორმაციით, […]
რუსეთის არმია პოკროვსკში შედის ?

რუსეთის არმიამ თითქმის დაიპყრო ქალაქ პოკროვსკთან მდებარე დაბა შევჩენკო. ამის შესახებ 11 დეკემბერს უკრაინული პროექტი DeepState-ი და “დონბას რეალიი” წერენ. პროექტის მიერ გამოქვეყნებული განახლებადი რუკის თანახმად, პოკროვსკის გარეუბნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რუხ ზონამდე რუსეთის არმიას დაახლოებით 1,5 კილომეტრი მანძილი აშორებს. რუსეთი ასევე აფართოებს პლაცდარმს სელიდოვოს დასავლეთით. სავარაუდოდ, რათა არ მისცეს შესაძლებლობა უკრაინის დამცველებს გადაჭრან ის და […]
ომბუდსმენი: არასათანადო მოპყრობაზე 226 დაკავებული საუბრობს

სახალხო დამცველი განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით. ომბუდსმენის ცნობით, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, მისმა წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 352 ადამიანი. აქედან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 226, ხილული დაზიანება აღენიშნებოდა 157-ს.
საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობა თბილისში – დეტალები

საჯარო მოხელეები ქუჩაში, “ქართული ოცნების” პოლიტიკის წინააღმდეგ აქციას მართავენ. საჯარო მოხელეების დიდი მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. “ჩვენ ვემსახურებით ხალხს და ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციას” – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანდნენ სამინისტროების, სიპებისა და აიპების თანამშრომლები.
პროტესტის მე–14 დღე – აქცია ზუგდიდში

ზუგდიდში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები ოლიგარქის რეჟიმის ძალადობრივ ქმედებებსა და ევროინტეგრაციის შეჩერებას აპროტესტებენ. დემონსტრანტებს უჭირავთ ბანერები წარწერით: “საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ძირს რუსიფიკაცია”, “თავისუფლება ქართველ ერს! ქართველთა ერთობა ბორიას გარეშე!” კობახიძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადების შემდეგ, ზუგდიდში საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება.
სერგო ჩიხლაძე – მოსამართლე ცეკვავამ თერთმეტივე ადამიანი სამართალდამრღვევად ცნო გზის ბლოკირების გამო, ერთ-ერთი ჩემი მეუღლეა, ვისაც ჯარიმა დააკისრეს – „სასამართლო პროცესი“ კი არა, საცირკო წარმოდგენა იყო

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი მეუღლე, სოფო კუპრაძე გზის ბლოკირების საქმეზე სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა დააკისრა. როგორც სერგო ჩიხლაძე „ფეისბუქზე“ წერს, სასამართლოში პროცესის ნაცვლად „საცირკო წარმოდგენა იყო! პროცესს არ ჰქონდა არც სამართალი, არც მტკიცებულებები, საერთოდ არაფერი“. „ჩემი მეუღლის “სასამართლო პროცესს“ ვესწრებოდი დღეს. დღეს, რაც სასამართლოს დარბაზში ვნახე, „სასამართლო […]
GTA-ს წევრების უმრავლესობაში, სამომავლო ჯავშნების 10%-დან – 35%-მდე, არსებული მდგომარეობის მიზეზით გაუქმდა – ტურიზმის ასოციაცია

GTA-ს წევრების უმრავლესობაში (256 წევრი), სამომავლო ჯავშნების 10%-დან – 35%-მდე, არსებული მდგომარეობის მიზეზით გაუქმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA) ავრცელებს.
“მესამე ქვეყნების გემები” – ევროკავშირის სანქციების მე-15 პაკეტი

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტზე შეთანხმდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა X-ზე ავრცელებს. პაკეტი სამიზნეში იღებს კომპანიებს რუსეთსა და მესამე ქვეყნებში, რომლებსაც ირიბად წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიურ გაძლიერებაში საექსპორტო აკრძალვებისადმი გვერდის ავლით. [ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი] ელჩები ამ წამს შეთანხმდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე საპასუხო სანქციების მე-15 […]