დირბის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. სუს-ის ცნობით, ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი. „აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი […]
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს

ქართულმა სტარტაპმა CityPay.io-მ დამატებითი ინვესტიცია მიიღო კომპანიისგან Tether Operations Limited, რომელიც უმსხვილესი კომპანიაა ციფრული აქტივების ინდუსტრიაში. Tether აცხადებს, რომ ინვესტიციის მთავარი მიზანი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საგადახდო სექტორის და ვირტუალური აქტივის გამოყენების გაძლიერებაა. Series A ინვესტიციის რაოდენობა 10 მლნ დოლარია, რაც უპრეცედენტოა ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის და ამავე დროს, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის […]
საია: ეს ზარები აჩენს ვარაუდს, რომ მონაცემთა დამუშავება უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებისთვის მიმართ სატელეფონო მუქარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ჩნდება ვარაუდი, რომ მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება. “2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების […]
თიის როიტენი -“ქართული ოცნების” ანტიევროპული ზეწოლა არჩევანს არ გვიტოვებს – თუ პარლამენტი „რუსულ კანონს“ მიიღებს, ევროკავშირი იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს

თუ საქართველოს პარლამენტი „რუსულ კანონს“ მიიღებს, ევროკავშირი იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს, ეს არჩევანი ივანიშვილმა უნდა გააკეთოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ვწუხვარ, რომ საქართველოში ვითარება აქამდე დავიდა. “ქართული ოცნების” ანტი-ევროპული ზეწოლა არჩევანს არ გვიტოვებს. თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, ევროკავშირი იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს. ეს არჩევანი ბატონმა ივანიშვილმა უნდა […]
ოკუპანტების გატაცებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი გაათავისუფლეს – სუს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი გაათავისუფლეს. სუს-ის ცნობით, ისინი უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. “ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით […]
„რა დებილობებს გვიქვეყნებთ, სულელები ვეგონებით ხალხს“ – ნიკა გვარამია

„ახალის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს: „ქოცებო, რამე ჩემ საყვარელ ლექსს მაინც მოვყვები და ეგ დადევით ფარულებში, კარგი მოსასმენი მაინც იქნება. რა დებილობებს გვიქვეყნებთ, სულელები ვეგონებით ხალხს “ შეგახსენებთ, გუშინ და დღეს ე.წ ფარული ჩაბაწერები გამოქვეყნდა, სადაც ნიკა გვარამიაც ფიგურირებს.
სუს: ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ორი მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფლები არიან. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი რჩება. “აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზის” მექანიზმი, ისე ცენტრალური […]
რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს კვლავ ურეკავენ და ამჯერად მოკვლით ემუქრებიან

ხელისუფლებს მიერ ორგანიზებული ჯგუფები კვლავ აგრძელებენ მოქალაქეებთან, აქტივისტებთან თუ პოლიტიკოსებთან დარეკვას, თუმცა ამჯერად მოკვლის მუქარის შემცველი ტექსტებით. პარტია გირჩის წევრი, ბორის ჩელე ყურუა ფეისბუქზე წერს, რომ დარეკვის დროს სახლის მისამართიც უთხრეს და მკვლელობით დაემუქრნენ. “ტიპი მირეკავს, მისამართს მეუბნება, ჩამოდი სახლიდან უნდა მოგკლაო. არ ვარ სახლში, მოდი სადაც ვარ, ან სახელი მითხარი, ან გვარი და მე […]
„არ ვიცნობდე მაინც ამ ჩინოვნიკების უმეტესობას, ცოტა ხნის წინ ხობის ბაზარზე ნაყიდი ნახმარი საცვლებით დადიოდნენ და დღეს 20 და 25 ათასევროიანი პიჯაკები და კაბები აცვიათ“ – სანდრო ბრეგაძე

„არ ვიცნობდე მაინც ამ ჩინოვნიკების უმეტესობას, ცოტა ხნის წინ ხობის ბაზარზე ნაყიდი ნახმარი საცვლებით დადიოდნენ და დღეს 20 და 25 ათასევროიანი პიჯაკები და კაბები აცვიათ“ – სანდრო ბრეგაძე ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე. – ბატონო სანდრო, ძალიან აირია ქვეყანაში სიტუაცია ხელისუფლების მიერ „აგენტების კანონის“ ხელახლა შემოტანით. ხალხი ურთიერთდაპირისპირებულია და ორივე მხარე […]
„ამ კანონს მივიღებთ მესამე მოსმენით! რევოლუციას მოგცემთ კბილებში! ვერ მიაღწევთ არჩევნებამდე!“ – დიტო სამხარაძე

„ამ კანონს მივიღებთ მესამე მოსმენით! რევოლუციას მოგცემთ კბილებში! ვერ მიაღწევთ არჩევნებამდე!“ – დიტო სამხარაძე „ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმენ ახლა ამ გოთვერნებს და კიდევ ვრწმუნდები, რომ საქართველოს ამ მანქურთებზე დიდი მტერი არ ჰყოლია! საკუთარი ხალხი ფეხებზე რომ ეკიდათ თავიანთი მმართველობის დროს ყველამ ვიცით! ისიც ვიცით სააკაშვილის ბავშვობის ფსიქოლოგიურ ტრავმებს რომ გადააყოლეს ქვეყანა […]