“ლუის ენრიკეს უკანალს ვუკოცნიდით” – ფრანგი ჟურნალისტი

ჩემპიონთ ლიგაზე “დორტმუნდთან” წაგების და ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ, ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე გააკრიტიკა. “ენრიკე ყველას ტვინში მიძვრება. თითქოს გამოსავლის პოვნას ცდილობს, ქადაგებს, ვითომ ღმერთია, მერე მიწაზე ეშვება და გადაწყვეტილებას პოულობს. თუმცა, ტერზიჩმა, რომელიც უმეტესობისთვის წარუმატებელია, ფეხბურთის ორი გაკვეთილი ჩაუტარა. სამაგიეროდ ჩვენ გენიოსი გვყავს (ენრიკე), პარიზში კიდევ ორი წელი იმუშავებს და ყოველ […]

საია – ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა, უფლებადამცველების, ან მათი ოჯახის წევრების მისამართით განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით, რა დროსაც გამოყენებულია სიძულვილისა და შეურაცხმყოფელი ენა, განცხადებას ავრცელებს. საია-ს განცხადებით, ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების […]

გაათავისუფლეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე

საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი. მათი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. „ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა“, – აცხადებენ უწყებაში. დამატებით სუსში აღნიშნავენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებსა […]

კრამონი “აგენტების კანონზე”: შეუძლებელია, ამაზე მეტად გაერტყათ სახეში სილა ევროკავშირისთვის

საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის”, ე.წ. “უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონპროექტის გამო პროტესტი გრძელდება. სამშაბათს, 7 მაისს, 31-მა ევროპარლამენტარმა ჯოზეფ ბორელს მიმართა. ისინი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ. ეს კი იმის ფონზე, რომ “ქართულმა” ოცნებამ” “უცხოური გავლენის გამჭვირვალბის” კანონპროექტი ერთი წლის შემდეგ […]

დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, გააძევოს რუსეთის სამხედრო ატაშე

ლონდონმა გადაწყვიტა, დიდი ბრიტანეთიდან გააძევოს რუსეთის სამხედრო ატაშე, დიპლომატიური სტატუსი ჩამოართვას უძრავი ქონების რამდენიმე ობიექტს და შეზღუდოს რუსეთის დიპლომატიური ვიზების მოქმედების ვადა, იტყობინება Reuters-ი. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ჯეიმს კლევერლიმ პარლამენტში გამოსვლისას ამ ნაბიჯს უწოდა პასუხი „რუსეთის მავნე საქმიანობაზე“ მთელს დიდ ბრიტანეთში და ევროპაში. ლონდონში აცხადებენ, რომ ატაშე რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან არის დაკავშირებული. კლევერლიმ […]

McDonald’s-ის აქციები 7,7%-ით დაეცა – CNBC

წლის დასაწყისიდან McDonald’s-ის აქციები 7,7%-ით დაეცა და მათი საბაზრო ღირებულება 197 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ CNBC იუწყება. სწრაფი კვების გიგანტმა დაბალი გაყიდვები დააფიქსირა 2-23 წლის მეოთხე კვარტალში. ამის მიზეზად მედია ბოიკოტს ასახელებს მას შემდეგ, რაც ისრაელის ლიცენზიანტმა ჯარისკაცებს ფასდაკლებები შესთავაზა. ამ ფაქტმა გავლენა მოახდინა გაყიდვებზე ახლო აღმოსავლეთში და ზოგიერთ ბაზრებზე რეგიონის გარეთ. კომპანია ასევე […]

ევროკავშირს არ აქვს ერთიანი ევროპული პოზიცია, ვაღიარებთ თუ არა პუტინს ლეგიტიმურ მმართველად – პიტერ სტანო

ევროკავშირს არ აქვს ერთიანი ევროპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, აღიარებენ თუ არა ვლადიმერ პუტინს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. პიტერ სტანოს განმარტებით, ევროკავშირს არ აქვს უფლებამოსილება, აღიაროს ან არ აღიაროს რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება, როგორც წესი, ასეთ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები იღებენ. „27 წევრი სახელმწიფო თუ ერთსულოვნად ამბობს, რომ ისინი არ აღიარებენ ქვეყნის […]

სომხეთი წყვეტს ОДКБ-ს დაფინანსებაში მონაწილეობას – რუსული მედია

სომხეთი წყვეტს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ-ს) დაფინანსებაში მონაწილეობას, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან ანი ბადალიანის განცხადებაზე დაყრდნობით რუსული მედია წერს. „სომხეთის რესპუბლიკა თავს შეიკავებს შეუერთდეს ОДКБ-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს 2023 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებას „ОДКБ 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ“ და მონაწილეობა მიიღოს ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსებაში“, – განუცხადა ბადალიანმა […]

ქეთევან თურაზაშვილი – “ქართული ოცნება” უკვე აგონიაშია და შეცდომას შეცდომაზე უშვებს

“ქართული ოცნება” დღეს უკვე არის აგონიაში და შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ვნახეთ როგორ უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, წარმოუდგენელი, მხეცური მეთოდებით, – ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების” დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება”, წინა ხელისუფლების მსგავსად, სისტემური მოძალადე გახდა, ამიტომ მათი მმართველობა არჩევნების გზით უნდა დასრულდეს. ,,ერთადერთი რამ, რასაც საამაყოდ იტოვებდა ,,ქართული ოცნება” იყო ის, რომ […]

აქცია – ,,არა, რუსულ კანონს” გორშიც მიმდინარეობს

გორში, გმირების მემორიალთან აქცია სლოგანით – ,,არა, რუსულ კანონს” მიმდინარეობს. აქციაზე აცხადებენ, რომ კანონი, რომელიც საზოგადოების შუაზე გახლეჩას იწვევს, მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. ,,ჩვენ, დღეს, გორში შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ამჯერად გორიდან, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადოთ – ,,არა, რუსულ კანონს”! ჩვენ არ ვეთანხმებით კანონს, რომლის მიღებაც ასე სურს ხელისუფლებას და ეს არის საზოგადოების ძირითადი ნაწილის გზავნილი. […]