ზუგდიდში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს ზუგდიდში რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა ადგილზე ევროკავშირის დროშა გაშალეს.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისშიც მიმდინარეობს

არა რუსულ კანონს! – ქუთაისში აქციის მონაწილეები პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ საქართველოს გზა ევროპაშია და არა რუსეთში.

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. სუს-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. „აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა […]

პეტერ ფიშერი – სამწუხაროდ, შეთანხმება არ არსებობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტზე – 9 პუნქტზე პროგრესის სიმწირე დიდი შეშფოთებაა გერმანიისთვის

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სვენ გიგოლდისა და გერმანული ბიზნესის დელეგაციის თბილისში ვიზიტს ეხმაურება. როგორც ელჩი წერს, შეხვედრაზე განიხილეს 9 პუნქტთან დაკავშირებით საქართველოს პროგრესის არ არსებობის საკითხი და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შეუსაბამობა ევროკავშირთან. “მივესალმე გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სვენ გიგოლდს და გერმანული ბიზნესის დელეგაციას თბილისში. განვიხილეთ საქართველოს […]

ქუთაისში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ

ქუთაისში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ შენობასთან სიმბოლურად შეიკრიბნენ, რათა მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაეჟღერებინათ. აქციის მონაწილეების განცხადებით, კანონპროექტი ქვეყანას აშორებს ცივილიზებულ სამყაროს და აფერხებს განვითარებას. აქციის მონაწილეები ქუჩებში მსვლელობასაც მოაწყობენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ.

ისტორიული აღიარება – „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა

· „პორშე ცენტრი თბილისმა“ ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო „პორშე ცენტრი თბილისმა“ პორშეს სამყაროში ისტორიული აღიარება მოიპოვა. PACE 2023-ის ჯილდო კომპანიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მსოფლიო კონკურსში გადაეცა. საერთაშორისო კონკურსში „პორშე ცენტრი თბილისი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნებიდან მეორე ადგილზე გავიდა. Porsche After Sales World Challenge წელს ლისაბონში გაიმართა და მასში 60-ზე მეტი ქვეყნის […]

CityPay.io-მ Tether-ისგან $10 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

კრიპტოგადახდების მიმართულებით წამყვანმა ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, CityPay.io-მ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინის, USDT-ის ემიტენტი, ანუ გამომშვები კომპანიისგან, Tether-ისგან, დამატებითი, $10 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, Tether-ისგან მოზიდული დამატებითი კაპიტალით, CityPay.io საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, კერძოდ უზბეკეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაფართოებას განაგრძობს. როგორც გითხარით, ეს რიგით მეორე ინვესტიციაა, რომელიც […]

Microsoft რეკორდული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ააშენებს

Microsoft-მა Brookfield-თან ყველაზე დიდი კორპორაციული ხელშეკრულება გააფორმა მწვანე ენერგიის სფეროში. Financial Times-ის ცნობით, IT გიგანტი $10 მლრდ-ს ინვესტირებას ახორციელებს განახლებადი ენერგიის პროექტებში, რომელთაც Brookfield Asset Management-თან და Brookfield Renewable Partners-თან ერთად განახორციელებს. ხელშეკრულება ითვალისწინებს ქარისა და მზის დიდი ელექტროსადგურების მშენებლობას 2026 წლიდან 2030 წლამდე, რომელთა საერთო სიმძლავრით 10,5 გვტ-მდე იქნება. ეს დაახლოებით 8-ჯერ აღემატება მანამდე […]

187 მლნ ლარის კონტრაქტები დონორების ფულით – ანგარიში

2023 წელს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დონორი ორგანიზაციების სახსრებით 187 მლნ ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლებიც დაფინანსებული იყო სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორების სახსრებით. 2023 წელს DEP (შესყიდვები დონორი ორგანიზაციების სახსრებით)ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების გადანაწილება დონორების მიხედვით: მსოფლიო ბანკი – 121 მლნ ლარის 28 ტენდერი; ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი – 52.3 მლნ ლარის 3 […]

იტალიის პრეზიდენტი: უკრაინის ომი რუსეთის დაჯილდოებით არ უნდა დასრულდეს

იტალიის პრეზიდენტმა სამშაბათს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში მისი აგრესიის დაჯილდოებით ვერ მოგვარდება და მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. იტალია ახლა “დიდ შვიდეულს” ხელმძღვანელობს. „არც ერთ სახელმწიფოს, რაც უნდა ძლიერი იყოს ან რამდენადაც უნდა იყოს აღჭურვილი საშიში ბირთვული არსენალით, არ უნდა მიეცეს საშუალება იფიქროს [საერთაშორისო] […]