ექიმი კოტე ჩახუნაშვილი სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა

ექიმი კოტე ჩახუნაშვილი სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა – გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პროკურატურა მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. შეგახსენებთ, რომ ცნობილ ექიმს ჯერ სახლში მიაკითხეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა და გამოკითხვაზე დაიბარეს, ერთ დღეში კი, 4 დეკემბერს ნუცუბიძის ქუჩაზე ჩასაფრება მოუწყეს და საკუთარი მანქანიდან მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის საპროტესტოო აქციაზე მიდიოდა.
აჭარაბეთ არენაზე თამაში დაიწყო

· ფეხბურთის უფასო ტრანსლაციები – უყურე ინგლისის პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებს სრულიად უფასოდ, მხოლოდ რეგისტრაციის გავლით. · სპორტული სიახლეები და სტატიები– ყოველდღიური განახლებები, რომლებიც მოიცავს მატჩების პრევიუს, შედეგების ანალიზს, სტატისტიკას და მატჩისშემდგომ კომენტარებს. არცერთი ქართველი სპორტსმენი და მისი სიახლე არ გამორჩება. · გასართობი ქვიზები– თუ სპორტი შენი ძლიერი მხარეა, შეგიძლია ჩვენი თემატური ქვიზებით […]
სასამართლომ პედიატრ კოტე ჩახუნაშვილს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კონსტანტინე ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ჩახუნაშვილი 9 დეკემბერს, ნუცუბიძეზე იმ დროს დააკავეს, როცა აქციაზე მიდიოდა.
ანა დოლიძე – რაც რუსთაველზე ხდებოდა, უნივერსალურ იურისდიქციას ექვემდებარება

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, რუსთაველის გამზირზე ბოლო დროსმიმდინარე პროცესები „უნივერსალურ იურისდიქციას ექვემდებარება“. ანა დოლიძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ აქციების „დარბევა ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულია“. “ის, რაც მოხდა დეკემბერში, ვგულისხმობ დარბევებს, არის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული. ის სისტემურობა და ფართო მასშტაბი, რომელსაც სასწაულებრივად გადაურჩა ხალხი, ექვემდებარება საერთაშორისო გამოძიებას, მათ შორის იმას, რასაც ჰქვია უნივერსალური იურისდიქცია. […]
ბათუმში მედიკოსების მარში მიმდინარეობს

ბათუმში ევროპის მოედანზე მედიკოსები საპროტესტო მარშს აწყობენ. ექიმების თქმით, სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში აქციის დროს დაკავებულ ექიმებს და სხვა მოქალაქეებს, რომლებიც პროევროპულ აქციაზე იმყოფებიან. ექიმების განცხადებით, დაკავებულ მედიკოსებს პაციენტები ელოდებიან და დროულად უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება. “განზე დგომა არ შეიძლება, ძალა არის ევროპაში, განათლება, მედიცინა და სხვა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. დღეს საქართველოში ჩვენი შვილების გენოციდი […]
საჯარო მოხელეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ და რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდებიან

რესპუბლიკის მოედანზე საჯარო სექტორის თანამშრომლები არიან შეკრებილები. საჯარო სექტორში დასაქმებული პირები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც უკვე მე-14 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და საჯარო სექტორში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ. „ჩვენი შეკრების მიზეზი ორია: ერთი ის მიმდინარე პროცესი, რაც ქვეყანაში ხდება, 2028 წლამდე წევრობის განაცხადზე უარის თქმა. მეორე, ეხმაურება დაშინების ფორმებს, ჩვენ […]
ომბუდსმენი – დაუშვებელი და უკანონოა საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო

დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი შეისწავლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს. „სახალხო დამცველი ეხმიანება როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა მიმართვას, ასევე, სხვა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ საჯარო […]
ანა დოლიძე – ოპერაცია ,,ბაიონეტის” მსგავსი გაკეთდება საქართველოში და ყველა პასუხს აგებს, ვინც ,,სისხლიანი დეკემბერი” მოაწყო

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ყველა, ვინც ჩართულია მშვიდობიანი აქციების „დარბევაში, აუცილებლად იქნებიან პასუხისგებაში მიცემული“. ანა დოლიძის განცხადებით, ყველა პასუხს აგებს, ვინც ,,სისხლიანი დეკემბერი მოაწყო“. “არის ჭორები იმის შესახებ, რომ ხდება ,,ქართული ოცნების” მხრიდან ბანდფორმირებების შექმნა და სადამსჯელო ღონისძიებების გატარება. მინდა, მათ შევახსენო, რომ ეს არის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული და ექვემდებარება საერთაშორისო […]
IATA–ს პროგნოზით, მსოფლიო ავიაკომპანიების შემოსავალი 2025 წლისთვის 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს

IATA–ს პროგნოზით, მსოფლიო ავიაკომპანიების შემოსავალი 2025 წლისთვის 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული პროგნოზით, 2025 წელს პირველად მსოფლიო ავიაკომპანიების შემოსავალი 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, რაც წინა წელთან შედარებით 4,4%-ით მეტია. ასოციაციის თანახმადვე, ავიაკომპანიების ხარჯები 4 პროცენტით, 940 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. IATA ასევე პროგნოზირებს, რომ 2025 წლისთვის სამგზავრო გადაყვანებიდან შემოსავლები 705 […]
ომბუდსმენი: 352 პირიდან 226 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, 157-ს აქვს ხილული დაზიანებები

სახალხო დამცველის აპარატი აქციებზე დაკავებულi და დაშავებულ ადამიანებთან დაკავშირებით სტატიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით ომბუდსმენის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 ადამიანი მოინახულეს. აპარატის თანახმად, არასათანადო მოპყრობაზე 226 ადამიანი მიუთითებდა, 157-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.